1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:54 კვი. 31 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სექტემბრის პირველი დღე მოქმედების დაწყებისკენ მოგიწოდებთ. ენერგიით სავსე ხართ, ახლა მთავარია, რომ ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართოთ. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ — აირჩიეთ ერთი პროექტი ან ერთი მიზანი, რომლის მიღწევაც ამ შემოდგომაზე გსურთ და დღესვე პირველი, მტკიცე ნაბიჯი გადადგით. ეს სიმბოლური დასაწყისი საბოლოო შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კურო
დღეს თქვენთვის საძირკვლის ჩასხმის დღეა. სანამ სხვები ახალ იდეებს ეძებენ და „ღრუბლებში დაფრინავენ“ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი რესურსები გონივრულად შეაფასოთ და მოქმედების გეგმა შეადგინოთ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ ცხოვრების მატერიალურ მხარეზე — ბიუჯეტს გადახედეთ, მსხვილი შესყიდვები ან ინვესტიციები დაგეგმეთ. ფინანსურ საქმეებში წესრიგის დამყარება თავდაჯერებას მოგანიჭებთ, რომელიც მთელი შემოდგომის მანძილზე გაგყვებათ.
ტყუპები
შემოდგომის პირველი დღე თქვენი დღეა — ინტელექტი გამახვილებულია, ხოლო ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს. იდეალური დროა, რომ კურსებზე ჩაეწეროთ ან თქვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლას დრო დაუთმოთ. ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება თქვენი პროფესიული წინსვლის გასაღები გახდეს. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით.
კირჩხიბი
ახლის დაწყების ენერგია თქვენთვის სახლს და ემოციურ კომფორტს უკავშირდება. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ პირადი სივრცე განაახლოთ და შემოდგომისთვის უფრო მყუდრო და ფუნქციური გარემო შექმნათ. შესანიშნავი დღეა ახალი ოჯახური ტრადიციების დამკვიდრებისთვის ან ახლობლებთან გულწრფელი საუბრისთვის, რომელიც ძველ გაუგებრობებს დაგავიწყებთ. გახსოვდეთ, რომ ახალ შეცდომებს მხოლოდ ძველ გამოცდილება აგაცილებთ, ამიტომ შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.
ლომი
დგება დრო, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოავლინოთ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება პროფესიულ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიოთ და მოქმედება დაიწყეთ. თქვენი კეთილდღეობა და ფინანსური მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებულია, ახალ საქმეს ალღოს რამდენად აუღებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — სასურველია მაცივარში მავნე პროდუქტების რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროთ და უპირატესობა ჯანსაღ საკვებს მიანიჭოთ.
ქალწული
თქვენთვის 1-ელი სექტემბერი თქვენი შინაგანი რიტმის ბუნებრივი გაგრძელებაა. ამ დღის ენერგია მიზნისკენ თქვენს სწრაფვას სრულად ემთხვევა. ხელსაყრელი დროა ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. გირჩევთ სახლი და სამუშაო პროცესი მოაწესრიგოთ და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ. ამით მომავლის შემოქმედებითი ამოცანებისთვის უზარმაზარ ენერგიას გაათავისუფლებთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია.
სასწორი
მთელი ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებზე უნდა გადაიტანოთ. შემოდგომის პირველი დღე შესანიშნავია როგორც საქმეში, ასევე პირად ურთიერთობებში ახალი კავშირების დასამყარებლად. ეს შეიძლება იყოს ერთობლივი პროექტის დაწყება ან შეთანხმება ახალ წესებზე და ა.შ. არაფრისმომცემი კამათის ნაცვლად, უმჯობესია, დრო საყვარელი საქმის კეთებაში დახარჯოთ – დღეს შეიძლება რაღაც ღირებული და სასარგებლო შექმნათ.
მორიელი
შინაგანი გარდაქმნის დღეა. იდეალური დროა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც თქვენს განვითარებას აფერხებს. ეს შეიძლება იყოს შიში, დამოკიდებულება ან მოძველებული რწმენა. ამ დღეს სასურველია, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ, რათა შემთხვევით საკუთარი საიდუმლო არ გაამჟღავნოთ. საღამოს ბუნებაში განმარტოება ან ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ.
მშვილდოსანი
ამ დღის ენერგია შინაგანი საზღვრების გაფართოებისკენ გიბიძგებთ. იფიქრეთ უცხო ენის შესწავლაზე, ახალი საგანმანათლებლო კურსის დაწყებაზე ან დიდი მოგზაურობის დაგეგმვაზე. ამ დღის ამოცანაა, აბსტრაქტული ოცნება კონკრეტულ მიზნად გადააქციოთ. საღამოს შეიძლება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომრიგებლის როლი შეასრულოთ.
თხის რქა
კარიერული წინსვლის დროა. დაფიქრდით, ვინ გსურთ გახდეთ ერთ წელიწადში და მიზანი როგორ უნდა განახორციელოთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების და ახალი შესაძლებლობების დრო დადგება, რაც დიდ ენერგიას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს. ახლა მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და საეჭვო რეპუტაციის პარტნიორები არ გაიჩინოთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენი ძალა კოლექტიურ საქმიანობაშია. დაფიქრდით, რომელ საზოგადოებასთან გსურთ გაერთიანება ან იქნებ საკუთარი საზოგადოება შექმნათ. შესაძლოა, იდეა, რომელსაც დღეს სწორ ადამიანებს გაუზიარებთ, მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტში გადაიზარდოს. დაპირებების შესრულებისა და ვალების დაბრუნების დღეა. გაიხსენეთ, ვის რას დაჰპირდით უახლეს წარსულში და ეცადეთ, საკუთარი პირობა შეასრულოთ.
თევზები
დროა, დაიწყოთ დიეტა ან ვარჯიში, დაემშვიდობოთ მავნე ჩვევებს და დამატებითი შემოსავლის მიღებაზე იზრუნეთ. სწორად დაგეგმილი სექტემბერი დაგეხმარებათ, რომ შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ და მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, მისი თხოვნა უნდა გაითვალისწინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან