27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 სამ. 26 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
არახელსაყრელი დროა შორეული მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაწყვეტა ჯობს, რადგან მუდმივად ჭორებს ავრცელებენ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება წარმოიშვას პრობლემა, რომელიც თქვენს დაუყოვნებელ ჩარევას მოითხოვს.
კურო
დროა მუშაობის მიმართ მიდგომა შეცვალოთ. გინდათ თუ არა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მაინც მოგიწევთ. თუ სიახლეებს უგულებელყოფთ და ძველებურად მუშაობას გააგრძელებთ, შეიძლება სამუშაო დაკარგოთ.
ტყუპები
ახალი საქმის დაწყებისას აღმოაჩენთ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ საით უნდა იმოძრაოთ. არც კი ეცადოთ, რომ შედეგს მოტყუებით მიაღწიოთ. როცა სიმართლე გამოაშკარავდება, შეიძლება კოლეგების და გარშემო მყოფი ადამიანების ნდობა დაკარგოთ. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, ამპარტავნება გვერდზე გადადეთ და დახმარება ამ საკითხში გამოცდილ ადამიანს სთხოვეთ.
კირჩხიბი
დასვენება პრობლემებით რომ არ გაიფუჭოთ, უმჯობესია მგზავრობა დროებით გადადოთ. გირჩევთ, გარშემო მყოფების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ — თუ ადამიანებში ყოველთვის ნაკლს დაინახავთ და ღირსებას არა, თქვენ მიმართ ყოველთვის უსიამოვნო დამოკიდებულებას მოისმენთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ მცდარი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ.
ლომი
საქმიან პარტნიორთან ურთიერთობაში, რომელიც უუნარო და მატყუარა აღმოჩნდება, დიდი იმედგაცრუება გელით. გირჩევთ დახმარება დროულად ითხოვოთ — კოლეგები და საყვარელი ადამიანი გვერდში დაგიდგებიან და ძალას შეგმატებენ. ამ დღეს შეიძლება თაღლითი და მატყუარა ადამიანის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოთ. ფრთხილად იყავით — დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ბევრი ახლობელი დაგაკარგვინოთ.
ქალწული
პოზიტიური დღეა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებით ჩაივლის. ხელშეკრულებები და გარიგებები უფრო ხელსაყრელი პირობებით შედგება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. თავს ისე გრძნობთ, როგორც წყალში თევზი — იცით, როდის რა თქვათ ან როდის გაჩუმდეთ, თუმცა ფინანსურ საკითხებში ყველაფერი ასე კარგად არ არის. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.
სასწორი
სასწორებისთვის იღბლიანი პერიოდი დასრულდა. უნდა შეეგუოთ, რომ ახლა ცვლილებები ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, თორემ შეიძლება მთელი დანაზოგი უსარგებლო ნივთზე დახარჯოთ. რომანტიკული ნაცნობობა დიდხანს არ გასტანს. თქვენში ემოციური მიჯაჭვულობა არ იბადება — ამის არც ძალა გაქვთ და არც დრო. გირჩევთ ჯანმრთელობას მიხედოთ და საჭიროების შემთხვევაში ყველა სამედიცინო პროცედურა გაიაროთ.
მორიელი
ამ დღეს რთული არჩევანის წინაშე დადგებით. გირჩევთ, საკუთარ პასუხისმგებლობას კოლეგებს ნუ გადააბარებთ და ნურც მათ დახმარებას დაეყრდნობით. ძალები მოიკრიბეთ და ლიდერობას ნუ დათმობთ. როგორც კი სამსახურში საფრთხე ჩაივლის, მაშინვე ჯანმრთელობას მიხედეთ. გირჩევთ, უცხო ადამიანების რჩევებს ნაკლებად უსმინოთ და პირადი საიდუმლოებები არავის გაუზიაროთ.
მშვილდოსანი
თქვენი პირდაპირობისა და კატეგორიულობის გამო შეიძლება თანამოაზრეებმა ზურგი შეგაქციონ. თუმცა
ხელსაყრელი დღეა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თქვენ შეიძლება სარფიან საქმეში ფულის ჩადება შემოგთავაზონ. უკან არ დაიხიოთ — ეს თქვენთვის ნამდვილად მოგების მომტანი იქნება. ყველა გარიგება და ხელშეკრულება წარმატებით დასრულდება და უახლოეს მომავალში დივიდენდებს მოგიტანთ.
თხის რქა
შეეცადეთ, ემოციებზე დაყრდნობით არაფერი გააკეთოთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. თავდაჯერება დღეს თქვენი მტერია, რადგან შეიძლება არასწორი არჩევანისკენ გიბიძგოთ. ნებისმიერ სადავო სიტუაციაში გირჩევთ, ავტორიტეტული მოსაზრება მოისმინოთ. ახალი იდეები მოუმზადებელი და არარეალურია, უმჯობესია, მათ განხორციელებაზე უარი თქვათ.
მერწყული
ამ დღეს ყველაფერი, რაც კარიერულ წინსვლას უკავშირდება, წარმატებას მოგიტანთ. გუნდში მუშაობისას სხვის აზრს ბრმად ნუ ენდობით და საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. საკუთარ გეგმებს გარშემომყოფებს ნუ გაუზიარებთ — მათ შორის ბევრი კონკურენტი და შურიანი ადამიანია. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და ზედმეტი ხმაურის გარეშე მიიღეთ, რათა მტრული განწყობის ადამიანების ყურადღება არ მიიპყროთ.
თევზები
ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყება. მარტოხელა მამაკაცებს ბევრი შეხვედრა და ახალი ნაცნობობა ელით, რომელთაგან შესაძლოა, ერთ-ერთი სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ქალებმა პარტნიორებთან მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ — ნუ მოაწყობთ სცენებს და მოერიდეთ უსაფუძვლო კამათს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან