23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 პარ. 22 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თქვენი დევიზია - ყველაფერი ან არაფერი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებთ. უჩვეულოდ მომთხოვნი ხართ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. მთელი დღის განმავლობაში უკმაყოფილებას გამოხატავთ, რაც ბევრს აღიზიანებს. ასეთი მიდგომის წყალობით, შეიძლება საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ არა — ადამიანებთან ურთიერთობებში.
კურო
ამ დღეს საკუთარ სიმართლეში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ გარშემომყოფთა აზრი ნაკლებად გაწუხებთ. ერთი მხრივ, ასეთი განწყობა გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, თუმცა ის შეიძლება დავის მიზეზიც გახდეს. ამ დღეს კურო სიამოვნებით მოირგებს ბრძენი დამრიგებლის როლს: გარშემო მყოფებს გამოცდილებას გაუზიარებს, მხარს დაუჭერს და დაეხმარება!
ტყუპები
ამ დღეს ტყუპები შესაშურ ენერგიულობას გამოავლენენ — მათ ჰოროსკოპში ისეთი თვისებები დომინირებს, როგორიცაა აქტიურობა, შრომისუნარიანობა და თავდაჯერება. ასეთი თვისებების დამსახურებით შეიძლება დაგროვილი საქმეების დასრულებაზეც იზრუნოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ყველა საქმეში წარმატება გელით, მთავარია, გარშემომყოფები საკუთარი თავდაჯერებით ზედმეტად არ გააღიზიანოთ.
კირჩხიბი
მოულოდნელმა სირთულეებმა შეიძლება ძალიან დაგაბნიოთ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ ყველაფერს გაუმკლავდებით! ვარსკვლავები კირჩხიბს ისეთ თვისებებს ანიჭებენ, როგორიცაა ნებისყოფა, მოქნილი გონება და დარწმუნების უნარი, რის წყალობითაც შეიძლება ნებისმიერი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.
ლომი
ამ დღეს ყველაზე კარგად მშრალი ფაქტებისა და ციფრების ენა გესმით, ამიტომ ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ინტუიციას არ ენდოთ. ერიდეთ შურიან ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ თქვენი წარმატებები მიითვისონ. ყურადღებით მოუსმინეთ უფროსი ნათესავების რჩევებს და შეიძლება თქვენთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე პასუხი მიიღოთ. თავი შეიკავეთ სამსახურებრივი რომანის დაწყებისგან, რაც უამრავ პრობლემას მოგიტანთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი თავდაჯერება შეიძლება ამპარტავნებაში გადაიზარდოს. სხვა როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ გარშემომყოფთა დახმარებაზე უარს ამბობთ და რჩევებს უგულებელყოფთ — თითქოს თავად უკეთ იცით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისთვის გამოცდილება და უნარები არ გეყოთ. ყველაზე დიდი შეცდომაა იმის დაჯერება, რომ შეუმცდარი ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.
სასწორი
შესაძლოა, მოულოდნელად სასიცოცხლო ენერგიის მკვეთრი კლება იგრძნოთ. ყველაზე მარტივი საქმის დასრულებაც კი გიჭირთ, ამიტომ სამომავლოდ გადადებთ ყველაფერს, რისი გადადებაც შეიძლება. თუ საქმე თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, მასში მხოლოდ არეულობა და ქაოსი შეგაქვთ. თუმცა ამის მიზეზი, თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტად, პესიმისტური შინაგანი განწყობაა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ პესიმისტურ განწყობას დაძლევთ, თქვენ წინაშე კარგი შესაძლებლობები გაიხსნება.
მორიელი
მდიდარი წარმოსახვის უნარის წყალობით შეიძლება თავი ხელოვნებაში გამოიჩინოთ, თუმცა მთავარი, რასაც ვარსკვლავები გპირდებიან, გრძნობების მოზღვავება და ვნებებია. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს შეხვდებით, დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ, მაგრამ ამისთვის მთელი დღე ოთხ კედელში არ უნდა გაატაროთ და ყველა მიწვევას დათანხმდეთ, რომელსაც დღეს მიიღებთ.
მშვილდოსანი
ხვალ მშვილდოსანს ექნება შანსი,რომელიღაც მნიშვნელოვან საკითხში გამარჯვება მოიპოვოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს შანსი არა მხოლოდ მიღწეული პოზიციების გასამყარებლად, კონკურენტების ჩამოსაშორებლადაც გამოიყენოთ. ხვალინდელი დღე იდეალურია ამბიციური გეგმების შესადგენად.
თხის რქა
ამ დღეს ვარსკვლავები იდეალურ შესაძლებლობებს გთავაზობენ, მაგრამ ხელიდან რომ არ გაუშვათ, ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოთ. სავარაუდოდ, სიტუაცია თქვენგან გაბედულ და არასტანდარტულ ნაბიჯებს მოითხოვს. ეს დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფთა მხარდაჭერა მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.
მერწყული
ამ დღეს შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაზე თამამი გეგმა! ვარსკვლავები ნებისმიერ ამბიციურ წამოწყებაში მხარს გიჭერენ. დროთა განმავლობაში თქვენი გეგმები რეალობად იქცევა, ხოლო შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. აი, ამიტომაც არ ღირს წვრილმანებზე დროის დაკარგვა. ოცნებებისა და გაბედული მოქმედების ნუ შეგეშინდებათ – თქვენ წინ ახალი ჰორიზონტებია!
თევზები
ხვალ რომელიღაც მნიშვნელოვან საკითხში არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გადაწყვეტილების შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომ წამიერ ემოციებს და სხვის რჩევებს არ უნდა ენდოთ. ერთადერთი სწორი არჩევანის პოვნაში მხოლოდ კარგად გააზრებული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა დაგეხმარებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან