8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:12 ოთხ. 7 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახალი ნაცნობობა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ! გაიხსენეთ, რომ სამსახურის გარდა, პირადი ცხოვრებაც გაქვთ და ახლობელი ადამიანებისთვისაც დრო უნდა გამონახოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებთ. შესაძლოა, რომელიმე მათგანთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, მაგრამ თავს უხეშობის უფლებას ნუ მისცემთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
ამ დღეს ნებისმიერ კრიტიკას, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელობის შენიშვნებს, მტკივნეულად მიიღებთ. მოგზაურობა წარმატებული და მოგებიანი იქნება, მიუხედავად ამისა, სჯობს მეტი დრო ახლობელ ადამიანებს დაუთმოთ და არა კომერციასა და სამსახურს.
შესაძლოა კიდურების შეშუპება შენიშნოთ — ეს დროებითი პრობლემაა და ორ-სამ დღეში გაივლის.
კურო
თქვენი მფარველი ვენერა ახალ სიყვარულს გპირდებათ. დაოჯახებული კუროების ოჯახურ ბედნიერებას შესაძლოა მოუგვარებელმა საყოფაცხოვრებო საკითხებმა ან რუტინულმა ერთფეროვნებამ საფრთხე შეუქმნას, ამიტომ ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.
გაითვალისწინეთ, რომ გუნდთან თანამშრომლობა უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე დამოუკიდებლად მოქმედება.
გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ვარსკვლავები გირჩევენ, შინაური ცხოველი აიყვანოთ.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში ნანატრი ცვლილებები გელით. შეძლებთ, შეამჩნიოთ განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია. ნათესავები თქვენს საქმეებში ხშირად ერევიან? ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ, ოღონდ ეცადეთ, ეს ტაქტიანად გააკეთოთ.
მოსალოდნელია ფინანსური არასტაბილურობა, ამიტომ ხარჯებს და ახალ გარიგებებს ყურადღება მიაქციეთ.
ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას და დაიცავით ზომიერება კვებაში — ზედმეტი კილოგრამების მომატება უფრო ადვილია, ვიდრე დაკლება!
კირჩხიბი
თუ საყვარელი ადამიანის მხრიდან გულგრილობას გრძნობთ, ცოტა ხნით განმარტოვდით და საკუთარ შეცდომას თავად მიხვდება.
ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, ბიზნესში შეცდომები თავიდან აიცილოთ. შესაძლოა, ბოლო ხანებში დინებას პასიურად მიჰყვებოდით, მაგრამ ახლა მოქმედების დროა - პლანეტების განლაგება აქტიურობისკენ მოგიწოდებთ. შესაფერისი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
მოსალოდნელია ძვირად ღირებული ნივთის შეძენა ან საჩუქრის მიღება.
კოსმეტიკასთან ექსპერიმენტებისას ფრთხილად იყავით — მომდევნო 24 საათის განმავლობაში სახისა და თვალის მალამოები დაკვირვებით შეარჩიეთ.
ლომი
დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. არ დაუშვათ, რომ თქვენი ფეთქებადი ხასიათისა და უხეშობის გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.
დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის — ნებისმიერი საქმიანობა თქვენთვის სასარგებლო იქნება. ამ დღეს უამრავი რჩევის მიცემა და უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ.
ენერგეტიკულად ძლიერი დღეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეს ყურადღებით მოეკიდეთ. გაუფრთხილდით ფინანსებს და დაუფიქრებელ დაპირებებს ნუ გასცემთ.
საღამოს შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ — სავარაუდოდ, კარგად გამოძინება გჭირდებათ.
ქალწული
საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. ახალ იდეებს დაუფიქრებლად ნუ აირიდებთ, თორემ კარგ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ!
ნაკლებად სავარაუდოა, რომ საღამო მხიარული იყოს — სავარაუდოდ, მისი გატარება მოსაწყენ ადამიანთან ერთად მოგიწევთ.
იფიქრეთ თვითგანვითარებაზე. ახალი ცოდნის შეძენით გარშემო მყოფების თვალში თქვენს ფასს აამაღლებთ. შეიძლება შანსი მოგეცეთ, რომ ერთობლივი საქმიანობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ.
ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, თუმცა ეს ფულის უაზროდ ხარჯვას არ ამართლებს. აკონტროლეთ, რომ თქვენმა ხარჯებმა შემოსავალს არ გადააჭარბოს.
სასწორი
გირჩევთ, ეს დღე ოჯახურ წრეში ან საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ - სახლს და ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
სამსახურში სრული წესრიგია — დავალებებს დროულად გაუმკლავდებით და კოლეგებთან ერთად ყავის დალევის დროც დაგრჩებათ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას — იქნებ ღირდეს სანდო ადამიანთან გულახდილი საუბარი იმაზე, რაც გაწუხებთ. გულწრფელობა სიტუაციის სხვა კუთხიდან დანახვაში დაგეხმარებათ. ნუ იჩქარებთ ახლობელი ადამიანის დადანაშაულებას მანამდე, სანამ სიტუაციაში არ გაერკვევით.
მორიელი
ეს დღე საუკეთესო დროა მშობლების მოსანახულებლად, ძველი კავშირების აღსადგენად და ოჯახური ტრადიციების გასახსენებლად. დღეს შეგიძლიათ მშვიდად განიხილოთ საკითხები, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. არ დაგავიწყდეთ პარტნიორისთვის გაგებისა და ზრუნვისთვის მადლობის გადახდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დღეს ამბიციური გეგმების განხორციელება შეძლოთ. თუ ფინანსურ საქმეებში არ გიმართლებთ, ახლობლების წრეში დასვენება ძალების აღდგენასა და სიტუაციის სხვა თვალით დანახვაში დაგეხმარებათ.
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ყველაფერს მშვიდად და ფილოსოფიურად მიუდგეთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა ეჭვები გაგიჩნდეთ, რაც ოჯახში დაძაბულობას გამოიწვევს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და გახსოვდეთ, რომ სირთულეები მალე გაივლის.
ეს დღე ბევრ კარგ შესაძლებლობას გპირდებათ, თუმცა მიზნების მისაღწევად ბევრი გარჯა მოგიწევთ. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავდით, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. თქვენი ენერგია საგრძნობლად მოიმატებს და თქვენი ოპტიმიზმი სხვებსაც გადაედება, თუმცა ეცადეთ, საკუთარი ძალები რეალურად შეაფასოთ და დაუძლეველ დავალებებს არ შეეჭიდოთ.
თხის რქა
თუ აგრესიასა და უხეშობას არ გამოავლენთ, ეს დღე სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისთვის, თუმცა ახალ ნაცნობებს პირადი ცხოვრების დეტალებს ნუ გაანდობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ.
გამონახეთ დრო სახლის მოწესრიგებისთვის, რადგან შეიძლება მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ. შესანიშნავი დღეა ვაკანსიებზე განაცხადების გასაგზავნად. თქვენი ძალისხმევა და შეუპოვრობა დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.
მოზღვავებული ენერგია სჯობს ვარჯიშში, ცეკვაში ან სეირნობაში დახარჯოთ — ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული
პირად ურთიერთობებში შესაძლოა მცირე შფოთვა იგრძნოთ, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. ამ დღეს სჯობს პირდაპირი იყოთ და ახლობელ ადამიანს არაფერი დაუმალოთ. ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი ფრთხილად გადადგათ, რომ შეცდომა არ დაუშვათ, განსაკუთრებით თუ თქვენი სამუშაო საბუთებს უკავშირდება.
ნუ მოახვევთ სხვებს თქვენს აზრს თავზე - ამჯერად, "ჩრდილში" ყოფნა ჯობს. მოერიდეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას და ემოციურ სიმშვიდეზე იზრუნეთ. კარგი იქნება, თუ ძალების აღსადგენად ცოტა ხნით განმარტოვდებით.
თევზები
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს კოლეგასთან რომანი ელით, თუმცა ვარსკვლავები აჩვენებენ, რომ ეს კავშირი წარმატებული არ იქნება. დაფიქრდით, ღირს კი ისეთი ურთიერთობის დაწყება, რომელიც მარცხისთვისაა განწირული?
მეწარმეებს ვურჩევთ, სარისკო ინვესტიციებს მოერიდოთ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.
დროა ფიზიკურ ფორმასა და გარეგნობაზე იზრუნოთ — დაიწყეთ სწორად კვება, ივარჯიშეთ და ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან