1-ელი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:40 ოთხ. 31 დეკემბერი, 2025 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი მფარველი პლანეტა ჩანაფიქრის განსახორციელებლად დიდ ენერგიას მოგანიჭებთ! საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო მშვიდი და მეგობრული გახდება, თუ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მეტ ყურადღებას მიაქცევთ. ამ დღეს პირველ ადგილზე დგება სიტყვა „საჭიროა“, საკუთარი სურვილებისა და ამბიციების კი დროებით დავიწყება მოგიწევთ.
ახალი საქმიანი ნაცნობობა წარმატებული აღმოჩნდება და მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, თუმცა მზად იყავით იმისთვის, რომ სანაცვლოდ თქვენც გარკვეული მომსახურების გაწევა მოგიწევთ.
პიტნისა და გვირილის ჩაი ნერვებს დაგიმშვიდებთ და ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტებით მოამარაგებს.
კურო
თქვენი კულინარიული ნიჭი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე პირდაპირ აისახება — სიყვარულით მომზადებული კერძები საოცარ ეფექტს მოახდენს! ეს დღე საქმეებითა და მოვლენებით იქნება დატვირთული. სახლის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა დაცვაზე ზრუნვაც კი დაგჭირდეთ.
ეს დღე საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობასაც გპირდებათ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი ნამდვილი ბუნება გამოავლინონ.
თუ დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ, დამატებითი სამუშაო უნდა მოძებნოთ. რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, სესხის აღება ან დახმარების თხოვნაა.
მარსი დაძაბულ ასპექტში შედის, ამიტომ მოსალოდნელია წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტრავმები — მოერიდეთ მჭრელ საგნებს.
ტყუპები
ეცადეთ, ამ დღის სამოქმედო გეგმა ზედმიწევნით შეადგინოთ. ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ. დილიდან საზეიმო განწყობა გაქვთ, რაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში და საოჯახო საქმეების კეთებაში დაგეხმარებათ. თუ შინაგან შფოთვასა და ყოყმანს გრძნობთ, დაგეგმილ საქმეებზე უარი თქვით. თუ შესაძლებელია, საზეიმო სუფრაზე ალკოჰოლს მოერიდეთ და მეტი მწვანილი და ხილი მიირთვით.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში განსაკუთრებული პერიოდი დგება. მალე საშუალება გექნებათ, რომ განმარტოვდეთ და ერთმანეთთან ურთიერთობით დატკბეთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ცდუნებებისგან თავი შეიკავოთ, რადგან მათ გამო შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ. ნუ გაღიზიანდებით, როდესაც ვინმე შენიშვნას გაძლევთ, გახსოვდეთ, რომ უნაკლო და შეუმცდარი არავინაა.
დღეს შეიძლება იყიდოთ ის, რაც არაფერში გჭირდებათ, ამიტომ მაღაზიაში წასვლამდე, ჯობია რჩევა ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ჰკითხოთ.
ლომი
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები, რაშიც შესაძლოა, თავად იყოთ დამნაშავე. სავარაუდოდ, გარშემომყოფები თქვენი ემოციურობითა და სიჯიუტით დაიღალნენ. დროა, მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა უგულობაში დაგადანაშაულონ.
გირჩევთ სადღესასწაულო პერიოდში ოჯახის საქმეები მარტო საკუთარ თავზე არ აიღოთ და ოჯახის წევრებსაც გაუნაწილოთ.
ქალწული
2026 წლის 1-ელი იანვარი იდეალურია სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ქალწულებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა უყვართ, მაგრამ ამ დღეს უმჯობესია, სამუშაოს ნაწილი პარტნიორს ანდოთ.
ენერგეტიკული ფონი ხელსაყრელია. ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას წინ ვერავინ დაუდგება! მომდევნო 24 საათში თქვენი ინტელექტუალური და პიროვნული პოტენციალი გაიზრდება და ოჯახისთვის სიმყუდროვისა და კომფორტის წყარო გახდებით.
მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს და ნუ გააკეთებთ დიდ შენაძენებს სერიოზული მიზეზის გარეშე. ყურადღება ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან გეგმებზე გადაიტანეთ.
ჯანმრთელობის მხრივ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ენერგიით სავსე ხართ, შეგიძლიათ ტონუსის შესანარჩუნებლად სპორტდარბაზშიც ჩაეწეროთ.
სასწორი
ეს დღე კომუნიკაციისა და პარტნიორობის სფეროში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გადაღლის მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციური აფეთქება არ დაუშვათ - სიბრაზის დროს დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ურთიერთობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.
ოჯახური ბიუჯეტის ერთობლივი დაგეგმვა სასურველ შედეგს გამოიღებს. იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, თუმცა მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სიტუაციებიც, რომელთა მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
მორიელი
ამ დღეს შინაგან განახლებას იგრძნობთ. ახალი ხედვა ურთიერთობების ან კარიერის გადახედვაში დაგეხმარებათ. ურთიერთობების გასამყარებლად თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს გამოიღებს. თუ შესაძლებელია, ეცადეთ დღესასწაულის შემდეგ ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გახვიდეთ.
ფინანსურ სფეროში მოულოდნელი პრობლემები გელით, მაგრამ რასაც ვერ შეცვლი, ნერვიულობად არ ღირს. ახალი წლის დღეებში შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ კარგ სიახლეს მოიტანს.
მშვილდოსანი
უმჯობესია ენერგია სიყვარულისკენ მიმართოთ — აქ წარმატების დიდი შანსი გაქვთ.
გაუფრთხილებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ურთიერთობა დაძაბოს. რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ ოჯახის საქმე ოჯახის გარეთ არ უნდა გაიტანოთ.
სამსახურში ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი იმ ადამიანებთან, ვისაც ჭორიკანას სახელი აქვს. გირჩევთ ახალი შემოსავლების მოსაძიებლად ოჯახური თათბირი მოიწვიოთ.
თხის რქა
ვენერა სატურნს უახლოვდება, რამაც შეიძლება ლოგიკურ აზროვნებაზე უარყოფითად იმოქმედოს. რთული საკითხების მოგვარების დროს შეგიძლიათ ოჯახის იმედი გქონდეთ. საოჯახო საქმეები და დღესასწაულისთვის მზადება მთელ დღეს წაგართმევთ, თუმცა ეცადეთ, დრო საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ.
ამ დღეს საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარებას შეძლებთ, რაც სამომავლოდ კარიერაში დაგეხმარებათ. შეთანხმებები შეიძლება ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაირღვეს, თუმცა მალე ახალი შეთანხმების გაფორმებას შეძლებთ.
მერწყული
თუ აქამდე პარტნიორის ქცევით უკმაყოფილებას მალავდით, მეტს ნუღარ მოითმენთ! სცადეთ, პრობლემის შესახებ გულწრფელად ესაუბროთ და გამოსავალი ერთად მონახოთ.
ამ დღეს სახლში პატარა დღესასწაული მოაწყვეთ და სტუმრების მისაღებად მოემზადეთ. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მიმზიდველი კომერციული შემოთავაზება, რომელზედაც უარს ვერ იტყვით. ელოდეთ ფულად შემოსავალს ნაცნობი წყაროდან.
თქვენი ნიშნის წარმომადგენლები დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ — არსებობს ტრავმის მიღების რისკი, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.
თევზები
მომავალი კვირა მშფოთვარე იქნება - საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. თუ მარტო ხართ, შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, რჩეული იპოვოთ, თუმცა ამისთვის აქტიური მოქმედებაა საჭირო.
ახალი წლის პირველ დღეებში ეცადეთ საკუთარ შეხედულებებს გადახედოთ და მოიშოროთ ყოყმანის ჩვევა, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან