დღის ჰოროსკოპი

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:18 სამ. 23 დეკემბერი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა? ეცადეთ, ერთმანეთს უფრო ხშირად შეხვდეთ და მისი მისამართით კრიტიკული შენიშვნები შეამციროთ. თავს უფლება მიეცით, რომ ყოველდღიური საქმეებისგან დაისვენოთ და სასიამოვნო წუთებით დატკბეთ — ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!

თქვენმა ინიციატივებმა და შრომისმოყვარეობამ შეიძლება სამსახურში დაწინაურება მოგიტანოთ. გირჩევთ, საქმიან შეხვედრაზე არ დააგვიანოთ. კოლეგებთან პირად საკითხებს ნუ განიხილავთ. დღეს სჯობს ფული არავის ასესხოთ, თორემ ფულსაც დაკარგავთ და მტრების შეიძენთ.

მოერიდეთ ნერვიულობას — ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

კურო

იღბლიანი პერიოდი იწყება ყველა სფეროში, პირველ რიგში კი - სიყვარულში. ვარსკვლავები სასიყვარულო ურთიერთობებში სრულ ჰარმონიას გპირდებიან. გაჩნდება შანსი, რომ მნიშვნელოვანი ოჯახური პრობლემა ან ძველი დავა მოაგვაროთ. ისაუბრეთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ და კომპრომისამდე მიხვალთ.

რასაც არ უნდა გეგმავდნენ თქვენს ზურგს უკან არაკეთილმოსურნეები, ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - კარგად გამოიძინეთ, ვიტამინები მიიღეთ და იმუნიტეტი გაიძლიერეთ.

ტყუპები

გადადეთ ყველა საქმე და მთელი ყურადღება პირად ცხოვრებაზე გადაიტანეთ. თუ მარტოობას განიცდით და სერიოზულ ურთიერთობაზე ოცნებობთ, ახლა ყურადღების მიქცევას ნამდვილად შეძლებთ. ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ დანაკლისი თითქმის ყველა ფრონტზე აინაზღაუროთ.

თუ გრძნობთ, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს ვერ ეწევით და უფროსობა ზედმეტად გტვირთავთ, დროა, საქმიანობის სფეროს შეცვლაზე დაფიქრდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კრედიტის აღებისგან თავი შეიკავოთ. თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ.

საღამოს განსაკუთრებული ყურადღება კვების მენიუს მიაქციეთ.

კირჩხიბი

ადამიანს, რომელიც მოგწონთ, თითქმის ყოველდღე ხვდებით, თუმცა საქმე პაემნამდე ჯერ არ მივა. პლანეტები გაფრთხილებენ, რომ თქვენი გამოცდის პერიოდი ჯერ არ დასრულებულა.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლებელია მცირე შეცდომები, რის გამოც მათ მიმართ უფრო ფრთხილი გახდებით.

სამსახურში ზოგიერთ კირჩხიბს მაკონტროლებელ ორგანოებთან შეხვედრა მოუწევს. ნაცნობი ან პარტნიორი დღეს უსიამოვნო ამბავს გაგებინებთ და მატერიალური პრობლემები პირველ პლანზე წამოიწევს.

თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ, ყურადღბით იყავით - არსებობს დაავადების გამწვავების ალბათობა.

ლომი

ახლობელი ადამიანის კრიტიკა თქვენზე დამთრგუნველად იმოქმედებს, თუმცა დაფიქრდით - იქნებ მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის? შესაძლოა სხვისმა მზრუნველობამ დაგღალათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიყვარული ზოგჯერ უცნაურად ვლინდება.

დღეს ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ — ეს განსაკუთრებით ბუღალტრებსა და გამყიდველებს ეხებათ. ნუ დახარჯავთ ფულს ძვირად ღირებულ უსარგებლო ნივთებში.

გაუფრთხილდით გულს - მოერიდეთ დიდ დატვირთვასა და ემოციურ სტრესს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გრძნობები გარშემომყოფებისგან საგულდაგულოდ დამალოთ, მაშინაც კი, როცა ეს რთულია. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მოიძებნება შურიანი ადამიანი, რომელსაც სხვისი ბედნიერება არ უხარია. გირჩევთ, საღამო ოჯახის წევრებს დაუთმოთ და გულახდილად ისაუბროთ ან კარგ ფილმს უყუროთ.

ყურადღება გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებთან და დოკუმენტებთან მუშაობისას. ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი გარშემო მყოფებს თავზე მოახვიოთ. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და დაიცავით ზომიერება ყველაფერში, განსაკუთრებით კი კვებაში - სასურველია ცომეულსა და ხორციან კერძებს მოერიდოთ.

სასწორი

ახლა გულახდილი აღსარებების დრო არ არის. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და არაკეთილმოსურნეებს ჭორაობის საბაბი არ მისცეთ, რადგან შეიძლება ამის გამო მეორე ნახევართან და მეგობრებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ვარსკვლავების განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებსა და სარისკო გარიგებებს, რადგან მაღალია თაღლითობის რისკი.

სტრესს გამო შესაძლოა კუჭის პრობლემები გამწვავდეს — ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს ვარსკვლავები მსოფლმხედველობის შეცვლას ურჩევენ — გადით ხალხში და თქვენი საუკეთესო თვისებები აჩვენეთ.

ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს, რომელიც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. იფიქრეთ დამატებითი შემოსავლის მიღებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ამბიციებს დაუთმეთ და იმუნიტეტი გაიძლიერეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს აქტიურ მშვილდოსნებს პირადი ცხოვრების მოწყობის ყველა შანსი აქვთ — იმოქმედეთ და ბედნიერებას იპოვით! გამოიყენეთ ეს დღე ფინანსური საბუთებისა და ანგარიშების მოსაწესრიგებლად. თქვენი კომუნიკაბელურობა წარმატების მომტანია - გირჩევთ, ეს უნარი განავითაროთ. თუ ძველ შეცდომებს არ გაიმეორებთ, ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

არახელსაყრელი დღეა სწავლის ან ახალი პროექტების დაწყებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას და პრევენციულ მკურნალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

მარტოხელა ქალბატონებს ხანმოკლე, მაგრამ ინტრიგებით სავსე თავგადასავალი ელით. სავარაუდოდ, განათლებულ მამაკაცს გაიცნობთ, რომელიც თქვენს მოხიბვლას შეძლებს.

სამსახურში პრობლემები არ გაქვთ, თუმცა საკუთარი მუშაობით მაინც უკმაყოფილო ხართ. იმის ნაცვლად, რომ მომავალზე ინერვიულოთ, გირჩევთ დღევანდელი საქმეებით დაკავდით.

ეძებეთ შემოსავლის ახალი გზები, მაგრამ ბირჟაზე თამაშსა და კრიპტოვალუტაში ფულის ჩადებას არ გირჩევთ.

მერწყული

თუ ახლობელი ადამიანის უგულებელყოფას გააგრძელებთ, შეიძლება ძალიან გაანაწყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დრო გონივრულად გაანაწილოთ. თქვენი აქტიურობის პერიოდი დასრულდა და შესაძლოა, ცოტა სიზარმაცე შემოგეპაროთ.

სამსახურებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული დღეა - უფროსობა დაგაფასებთ, კოლეგები კი თქვენს აზრს მოუსმენენ.

ეცადეთ, სამსახურის შემდეგ ფეხით სიარულს მიეჩვიოთ - ეს დღის განმავლობაში დაგროვილ დაძაბულობას მოგიხსნით.

თევზები

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მომხიბვლელობა ძველებურად აღარ ჭრის, ნუ ნერვიულობთ - უბრალოდ იმიჯის შეცვლა გჭირდებათ! ა

მ დღეს სამსახურში ზედმეტი მონდომება შედეგს არ გამოიღებს, თუმცა უფროსის დავალებებზე უარის თქმაც არ ღირს. მომდევნო დღეებში ფინანსური საქმეები კარგად წაგივათ.

დღე მოვლენებით სავსე იქნება, მაგრამ ეცადეთ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge