დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 პარ. 19 დეკემბერი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრიდან ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

არახელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისა და რომანებისთვის - რომანტიკული ისტორია იმედგაცრუებით დასრულდება.

თქვენი ძალისხმევით ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო მყარი და ნდობით სავსე გახდება. საქმიანი თვისებების დამსახურებით, შეიძლება გუნდის არაფორმალური ლიდერი გახდეთ. თქვენს ცხოვრებაში მალე რაღაც უჩვეულო უნდა მოხდეს და ეს იმის უტყუარი ნიშანი იქნება, რომ სწორად იქცევით.

საქმიანობამ, რომელსაც ადრე უბრალო გატაცებად მიიჩნევდით, შესაძლოა მოგების მოტანა დაიწყოს.

ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას, რაც გამოწვეულია როგორც ემოციური გადატვირთვით, ისე მავნე საკვების ჭარბი მოხმარებით.

კურო

ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შესაძლოა გარშემომყოფებში შური აღძრას. სავარაუდოდ, ნათესავი ან ახლო მეგობარი დახმარებას გთხოვთ და უარი არ უნდა უთხრათ.

პირად ცხოვრებაში არსებულმა უთანხმოებებმა შესაძლოა თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, ეს არ დაუშვათ.

სავარაუდოდ, კოლეგებთან ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები გექნებათ. ყველა საორგანიზაციო საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრა რომ არ მოგიწიოთ, ეცადეთ ურთიერთობები დროულად მოაგვაროთ.

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოთ.

ტყუპები

ამ დღეს უსარგებლო საუბრებს არ აჰყვეთ და მოერიდეთ უხეშობას და აგრესიას. ეცადეთ, უფრო რბილი და დამყოლი გახდეთ და სხვა ადამიანების პოზიციას პატივი სცეთ, მაგრამ არც საკუთარ ინტერესებს უღალატოთ.

სასურველია, ეს დღე ოჯახში ურთიერთობების განმტკიცებას დაუთმოთ. საყვარელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და სიყვარული დაანახვეთ და სახლში ჰარმონიულ გარემოს შექმნით.

ნუ ინერვიულებთ, თუკი გარშემომყოფებისგან საქმეში მხარდაჭერას ვერ გრძნობთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და პრინციპულობა ადრე თუ გვიან კეთილდღეობას მოგიტანთ. ერთადერთი, რაც საჭიროა, გარშემომყოფები თქვენთან თანამშრომლობისთვის უნდა წაახალისოთ.

იმუნიტეტის ასამაღლებლად სულისა და სხეულის გაკაჟებით უნდა დაკავდეთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ახლობელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტად არ გადააქციოთ. თუ ემოციების მოთოკვა გიჭირთ, გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და ცოტა ხანი საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. არ არის გამორიცხული, რომ დაუმსახურებელი საყვედურები მიიღოთ.

ხელსაყრელი დროა პროფესიის შესაცვლელად. დაფიქრდით, რა მიმართულებით ისურვებდით თქვენი პროფესიული უნარების განვითარებას.

მალე შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური სიტუაცია გააუმჯობესოთ. დროა შეურიგდეთ ყველას, ვისაც სულელური მიზეზის გამო დაშორდით. დღესასწაულის წინა პერიოდი ამისთვის ხელსაყრელი დროა.

ლომი

ხანმოკლე მგზავრობების ან მივლინების დროს რომანტიკული ნაცნობობა გელით, მაგრამ საეჭვოა, რომ ის სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

საქმეებს მომავლისთვის ნუ გადადებთ — დაიწყეთ მცირედით და თანდათან პრობლემების გროვა გაქრება. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დღეს მომავალ წარმატებებს საფუძველი ჩაუყაროთ, მაგრამ ყველაფერს გააფუჭებთ, თუ აგრესიის გამოვლენას დაიწყებთ და კონფლიქტებში ჩაერთვებით.

ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას, სხეულიდან მომავალ მინიშნებებს მოუსმინეთ მას და ყურადღებით უპასუხეთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო შეხვედრებისთვის, ურთიერთობის დასაწყებად და გასაგრძელებლად. შესაძლებელია გარკვეული კონფლიქტები ახლობლებთან, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია და გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. გაღიზიანებთ, რომ გარშემომყოფები სასწრაფო საქმეების შესრულებაში ხელს გიშლიან, მაგრამ არ შეიმჩნიოთ.

ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ახლა საუკეთესო დრო არ არის. სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც სამუშაო პროცესზე, ისე კოლეგებთან ურთიერთობაზე. გირჩევთ ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.

სასწორი

თქვენი მორიგი სასიყვარულო თავგადასავალი დაუვიწყარი იქნება - ამჯერად სიყვარულის ღმერთი თქვენთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს.

მოუცლელობის მიუხედავად, დაგროვილი საქმეების მოწესრიგებას გარკვეული დრო უნდა დაუთმოთ. სახლის დალაგების პროცესში შეიძლება დაკარგული ნივთი იპოვოთ.

სამსახურში წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს კარიერული ზრდის გზაზე პირველი ნაბიჯია! ამ დღეს შრომის შედეგიანობისა და შემოსავლების გაზრდას შეძლებთ.

დაუდევრად ნუ მოეკიდებით საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

მორიელი

სასიყვარულო სფეროში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ ნიშნის ზოგიერთი თავისუფალი წარმომადგენელი საკუთარი ნახევრის პოვნას შეძლებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - ურთიერთსაყვედურები და შეურაცხყოფა კარგს არაფერს მოგიტანთ.

შესაძლოა, ჭორებისა და ცილისწამების სამიზნედ იქცეთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მსგავს წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ გულწრფელი საუბრით შეიძლება.

საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს არ შეგიშლით.

მშვილდოსანი

ემოციურად მძიმე დღეა, ამიტომ მოვალეობების შესრულება გიჭირთ. შესაძლებელია, უბრალოდ, გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და ძალები აღიდგინოთ.

ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. ოჯახში წარმოშობილი უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ - ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე დაგეხმარებათ.

შესაძლებელია კონფლიქტი მეგობრებთან კომერციულ სფეროში, სადაც თქვენი ფინანსური ინტერესები იკვეთება. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება მატერიალურ სარგებელსა და მეგობრულ ურთიერთობებს შორის.

თხის რქა

დაივიწყეთ დეპრესია, ცხოვრებით დატკბით და გარშემო მყოფებს სიყვარული აჩუქეთ. მალე ეს სიყვარული ათმაგად დაგიბრუნდებათ. ახლა მთელი ყურადღება ოჯახზე და საყოფაცხოვრებო საქმეებზე გაქვთ გადატანილი, ამიტომ კარიერამ შესაძლოა დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლოს.

თუ აუცილებლობა წარმოიქმნა, შეგიძლიათ ორმაგ თამაშში ჩაერთოთ, თუმცა ფრთხილად იმოქმედეთ, რათა თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდეს.

ამ დღეს კატეგორიულად არასასურველია ფულთან დაკავშირებული აქტივობა (სესხები, კრედიტები, დაგეგმვა). ამ დღეს სჯობს, დასაძინებლად დროულად დაწვეთ.

მერწყული

შესაძლოა, ახლად გაცნობილი ადამიანი ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ აჩქარება და სასიყვარულო ავანტიურებში გადაშვება არ ღირს. ურთიერთობებში რუტინას ერიდეთ. შესანიშნავი პერიოდია ნაცნობობისთვის, მეგობრული ურთიერთობისა და წვეულებებზე დასწრებისთვის.

არ არის გამორიცხული, რომ არაკეთილმოსურნეებმა თქვენი პროვოცირება სცადონ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თავს უხეშობის უფლებას ნუ მისცემთ.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში ახალი საინტერესო ნაცნობობა გელით.

მოერიდეთ გამუდმებით სამედიცინო თემატიკის სტატიების კითხვას, რადგან შეიძლება საკუთარ თავში უამრავი დაავადება აღმოაჩინოთ, რომელიც სინამდვილეში არ გაქვთ.

თევზები

შესაძლებელია, საერთო ინტერესებისა და ფასეულობების მქონე ადამიანი გაიცნოთ. ენდეთ პარტნიორს და მეორე ნახევრის უმიზეზოდ დადანაშაულებას მოერიდეთ.

დროა, სახლის რემონტი დაიწყოთ, სანამ უმნიშვნელო გაუმართაობები კატასტროფად იქცევა. თუ ვინმე დახმარებისთვის მოგმართავთ, უარი არ უთხრათ.

უახლოეს ხანებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. საღამო რელაქსაცია ენერგეტიკული პოტენციალის აღდგენაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge