25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ოთხ. 24 დეკემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვნება მალე გაქრება და საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდება. თუ ასე მოხდა, იცოდეთ, რომ თქვენი ადამიანი ჯერ არ გიპოვიათ. ამ დღეს მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. ამ პერიოდში ახლობლებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს.
პლანეტები გირჩევენ, მნიშვნელოვანი საქმეები "თაროზე არ შემოდოთ". უმჯობესია, მოვალეობებს რაც შეიძლება სწრაფად გაართვათ თავი და დასვენებაზე მერე იფიქროთ. ამ დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა, თუმცა ავანტიურისტულ ფინანსურ ოპერაციებს ნუ წამოიწყებთ.
შესაძლებლობის შემთხვევაში, მომდევნო ოცდაოთხი საათი პასიურად გაატარეთ და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ.
კურო
თქვენი ამოცანაა, უახლოეს დღეებში საყვარელი ადამიანისთვის ენერგიის წყაროდ იქცეთ. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა და თქვენთვის ჭკუის სწავლება მოუნდებათ. ნერვებისა და დროის დასაზოგად, გირჩევთ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და საუბარი ნეიტრალურ თემაზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ზოგი სიტყვა, განსაკუთრებით ცინიკური შენიშვნები, მომავალში თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდება.
თუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით, ამ დღეს კომერციული ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ. დადგა დრო, რომ ძველი იდეები და ჩანაფიქრები განახორციელოთ - ამაში მერკურის ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ.
ხელსაყრელი დროა ორგანიზმის გაწმენდის, წონაში დაკლების ან განტვირთვის დღეებისთვის.
ტყუპები
რჩეულის გულწრფელობაში ნუ დაეჭვდებით და თვალთმაქცობაში ნუ დაადანაშაულებთ. თუ თქვენი საყვედურები უსაფუძვლოა, ამან შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ.
უფროსობა თქვენს წარმატებებს დააფასებს და შესაძლოა, დაწინაურებაც კი შემოგთავაზოთ. დათანხმდით, თუ მზად ხართ დამატებითი პასუხისმგებლობის ასაღებად. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად მოგიწევთ — ამჯერად ნათესავების, მეგობრების ან ბანკის იმედი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ ბიუჯეტი გულდასმით დაგეგმეთ და გაუმართლებელ ხარჯებს მოერიდეთ.
აქტიური ცხოვრების წესი არა მხოლოდ ენერგიას გვმატებს, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც გვეხმარება! ასე რომ, სპორტისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის დრო უნდა გამონახოთ.
კირჩხიბი
საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლოა, ეს ახლობელი ადამიანისგან წერილი ან სატელეფონო ზარი იყოს. გამორიცხული არ არის, რომ უფროსობამ უჩვეულო დავალება მოგცეთ, რომლის შესრულებაც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს.
ასტროლოგები არ გირჩევენ ბანკიდან კრედიტის აღებას ან მეგობრებისგან ფულის სესხებას. თუ სურვილი და სახსრები გაქვთ, ეცადეთ საკუთარი საქმე წამოიწყოთ.
სამკურნალო ვარჯიშების კურსი სახსრებისა და ხერხემლის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ლომი
სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი შესანიშნავადაა. გულწრფელი ურთიერთობა ან ახალი ნაცნობობა განწყობას გამოგიკეთებთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ზოგჯერ წამიერი წარმატების მიღწევა სინდისთან გარიგებითაც შეიძლება, თუმცა ასეთი მიდგომა საბოლოოდ, მხოლოდ სინდისის ქენჯნას მოგიტანთ.
ამ დღეს ენერგიას წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ, თორემ უფრო ღირსეული საქმეებისთვის ძალა აღარ შეგრჩებათ. ნუ მოუსმენთ სხვადასხვა ფინანსური ექსპერტისა და ანალიტიკოსის რჩევებს — ახლა სჯობს საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას ენდოთ.
თუ დღეს მცირე შეუძლოდ ყოფნას იგრძნობთ, სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ჯანმრთელობისადმი დაუდევარი მიდგომა მოგვიანებით ცუდად შემოგიბრუნდებათ.
ეცადეთ კვების მენიუ მოაწესრიგოთ და ძილს მეტი დრო დაუთმოთ.
ქალწული
საყვარელ ადამიანს მოწყენის საშუალებას ნუ მისცემთ, თორემ მძაფრი შეგრძნებების ძებნას სხვაგან დაიწყებს. თინეიჯერ შვილებს ყურადღების გარეშე ნუ დატოვებთ და ეცადეთ, მათთან დაკავშირებული პრობლემები ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ.
სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართ. შორ მანძილზე მგზავრობა და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები განსაკუთრებით წარმატებული იქნება.
თუ დღეს ფინანსური დახმარება დაგჭირდებათ, ახლობლებისთვის მიმართვა ნუ მოგერიდებათ — თქვენ როგორც მხარდაჭერას, ისე მეგობრულ რჩევას მიიღებთ.
სასწორი
უახლოეს მომავალში იმათ გაუმართლებთ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს. თამამად იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ! უკიდურესობებში ნუ გადავარდებით, მით უფრო, რომ სიტუაციამ შეიძლება სწორედ ამისკენ გიბიძგონ.
ეცადეთ, დაწყებული საქმეების დასასრულებლად სამსახურსა და სახლს შორის ენერგია სწორად გაანაწილოთ. მუშაობის დროს სისწრაფეზე მეტი ყურადღება ხარისხს მიაქციეთ. ფინანსურ საკითხებში თავშეკავება არ გაწყენდათ - არსებობს საფრთხე, რომ დიდი თანხა უსარგებლოდ დახარჯოთ. ე
ცადეთ სტრესის მოხსნის საშუალება იპოვოთ — ეს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ეს საღამო რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის ხელსაყრელია. მისი სამუშაოსთვის დათმობა აზრადაც არ გაივლოთ! მიხედეთ მიმდინარე პრობლემებს და ბიუჯეტს ყურადღება მიაქციეთ. ამ დღეს ხარჯების კონტროლი დაგჭირდებათ, რათა დაუგეგმავი ხარჯებისთვის წინასწარ მოემზადოთ.
შემოსავლების გამო პარტნიორებთან დიდი უთანხმოება გელით, რამაც შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ამ დღეებში ერთსულოვნება საერთოდ არ იგრძნობა. სხვების ქცევაში ნაკლოვანებების ძებნას ჯობია, რომ საკუთარი თავით დაკავდეთ. მით უმეტეს, რომ დღეს რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრა მოგიწევთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დანახვისთანავე მოგხიბლავთ. ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხდეს: საცხობში, ავტოსერვისში, მაღაზიაში, თეატრში - მთავარია, თავი არ დაკარგოთ. სასიცოცხლო ძალითა და ამბიციებით სავსე ხართ, რაც დაწყებული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ.
თუნდაც თავიდან გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ ეწყობოდეს, იდეების განხორციელებას მაინც შეძლებთ. საღამოს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები.
შესაძლოა ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ. ნუ დააყოვნებთ და ექიმს მიაკითხეთ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანს თქვენი გაოცება მოუნდება - მზად იყავით თავგადასავლებისთვის. შესაძლოა, მეორე ნახევარმა თავისი შიშები გაგიზიაროთ და "ოჯახის ფსიქოლოგის" როლის შესრულება მოგიწიოთ. ამ დღეს გამჭრიახობა— თაღლითების ამოცნობაში, ხოლო მოხერხებულობა ხელმძღვანელობასთან ან საჯარო მოხელეებთან ურთიერთობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსური პრობლემები დროებით დაივიწყოთ. ეს პერიოდი ფინანსური ოპერაციებისთვის სახიფათოა, ამიტომ ყველაფრისგან, რაც ფულს ეხება, თავი უნდა შეიკავოთ.
დატვირთულ გრაფიკში შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, რომ ძალები გეცლებათ. დროა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.
მერწყული
წარუმატებლობათა წყების მიუხედავად, მომავალი წარმატების შეგრძნება არ გტოვებთ. თუ განმარტოების სურვილი გაგიჩნდათ, ასეც უნდა მოიქცეთ. ხალხმრავლობამ ემოციურად დაგღალათ და ძალების აღდგენას ცდილობთ.
დღეს თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები დაეწყოს. ეცადეთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.
დღის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
თევზები
შეყვარებულებს ურთიერთობაში დადებითი ცვლილებები ელით. გარდა ამისა, მატერიალური საკითხებიც წარმატებით მოგვარდება, რაც თქვენს კავშირზე დადებითად აისახება.
უახლოესი დღეების ჰოროსკოპი გირჩევთ, ახალ ნაცნობობას მოერიდოთ, რამაც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი ითამაშოს. ხელსაყრელი დღეა როგორც მუშაობის, ისე დასვენებისთვის - დაბრკოლებები არ გელით და ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმეთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს ენდეთ — მეგობრების რჩევა ან დახმარება შეცდომებამდე მიგიყვანთ.
კარგი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, თუმცა ყველაფერს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით, თორემ სარგებლის ნაცვლად, ჯანმრთელობას ავნებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან