დღის ჰოროსკოპი

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 პარ. 26 დეკემბერი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

 

ვერძი

შესაძლოა, მოულოდნელად სევდამ შეგიპყროთ და თავი ზედმეტად იგრძნოთ. მოიშორეთ ნაღველი, სიტუაცია თვითდინებაზე მიუშვით და ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

აჩქარება, უყურადღებობა ან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შეცდომებამდე და ფინანსურ დანაკარგებამდე მიგიყვანთ. მოულოდნელმა პრობლემამ შესაძლოა ფინანსური ხარჯები მოითხოვოს. თუ დახმარება დაგჭირდათ, შეგიძლიათ ახლობლებს ან ნათესავებს მიმართოთ.

ამ დღეს სპორტულ ვარჯიშებს მოერიდეთ და მსუბუქი ფიტნესი ან აერობიკა არჩიეთ.

კურო

საყვარელ ადამიანთან სრული ურთიერთგაგება და თანხმობა გელით. თქვენ შორის მშვიდობა და ჰარმონია დაისადგურებს. მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, სითბო და სიყვარული გამოხატეთ და არ ინანებთ!

ახლობლებთან ურთიერთობაში შესაძლოა მცირე სირთულეები წარმოიშვას, თუმცა მათ მოგვარებას ემოციურ ნიადაგზე ნუ ეცდებით. ამ დღეს საქმეში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. არსებობს უცხო ადამიანების მხრიდან აგრესიის რისკი. თუ ზედმეტი ხარჯვა გიყვართ, ეცადეთ ეს ჩვევა შეიცვალოთ, რადგან მალე შესაძლოა, დიდი თანხა დაგჭირდეთ.

პრობლემა, რომელსაც ამ დღეს უყურადღებოდ დატოვებთ, მომავალში ცხოვრებას გაგირთულებთ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

ტყუპები

იმედს ნუ დაკარგავთ — წარმავალი გატაცებები თქვენს ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს, ნამდვილი სიყვარული წინ გაქვთ!

დაოჯახებულ ტყუპებს პარტნიორის ნაკლოვანებებთან შეგუება მოუწევთ. სანამ გაბრაზდებით, დაფიქრდით - იქნებ თქვენს გახასიათებთ უცნაურობები, რომლებზეც ის თვალს ხუჭავს.

მალე შემოქმედებითი საქმიანობა მოგიწევთ, რაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ზოგიერთ თქვენგანს საქმიანობის სფეროს შეცვლის შანსი მიეცემა. ცდილობთ დაიწყოთ საქმე, რომელიც დიდი ხანია გიზიდავთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი დრო ჯერ არ მოსულა.

გადატვირთული გრაფიკი და სამუშაოს დიდი მოცულობა სასიცოცხლო ტონუსს დაგიქვეითებთ, ამიტომ სიმშვიდე გჭირდებათ.

კირჩხიბი

დღეს მიხვდებით, რომ მრავალფეროვნება და ახალი შთაბეჭდილებები გაკლიათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენების უფრო საინტერესო გზები მონახოთ. თუ მარტოხელა ხართ, ხანმოკლე ფლირტზე უარს ნუ იტყვით.

მარსის გავლენა იზრდება, ამიტომ ეცადეთ, სოციალური კონტაქტები შეამციროთ — ახლო მეგობრებთან შეხვედრაც კი შეიძლება კამათით დასრულდეს. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ. ოფიციალური შეხვედრები სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ამიტომ სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ.

ენდეთ ინტუიციას — შინაგანი ხმა პირდაპირ მიზნამდე მიგიყვანთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს, რადგან არსებობს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების რისკი.

ლომი

თუ ურთიერთობა სიამოვნებას აღარ განიჭებთ, მისი დასრულება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე გაგრძელება, თუმცა, კარგად დაფიქრდით - საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ხართ? დააფასეთ ერთმანეთის განსხვავებულობა და მიეცით ერთმანეთს განვითარების საშუალება.

ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი კავშირების დამყარებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის. შესაძლოა მნიშვნელოვანი ბონუსი მიიღოთ, რაც ფინანსურ სიმშვიდეს მოგიტანთ. ამ დღეს კარგია ბუნებასთან სიახლოვე. თუ აგარაკი გაქვთ, ეცადეთ მისი კეთილმოწყობისთვის დრო გამონახოთ.

მოერიდეთ ვირუსულ დაავადებებს და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებისთვის.

ქალწული

შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა გაწყვეტამდე მივიდეს, თუმცა ბოლო წუთს მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი. თქვენი ენერგეტიკული ფონი ახლა სუსტია, ამიტომ კონფლიქტებს მოერიდეთ. სამაგიეროდ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში თქვენი ინტელექტუალური და პიროვნული პოტენციალი გაიზრდება. კვალიფიკაციის ამაღლება და სარეკლამო აქტივობები წარმატებული იქნება.

ფინანსური საკითხების გამო ნუ ინერვიულებთ, იღბალი მალე ისევ გაგიღიმებთ. მკურნალობისას მედიკამენტებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. უპირატესობა ბუნებრივ საშუალებებს მიანიჭეთ.

სასწორი

შესაძლოა ქორწინების საკითხებისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით პარტნიორი გააღიზიანოთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფასად დაიცვათ. ყველა საყოფაცხოვრებო საქმეს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ - ნაწილი ოჯახის წევრებს გაუნაწილეთ.

სამსახურში შესაძლოა ვინმემ გაგაღიზიანოთ და მასთან დაპირისპირების სურვილი გაგიჩნდეთ. პროვოკაციას ნუ აჰყვებით, თუმცა საკუთარ აზრზე დარჩით.

შეადგინეთ საყიდლების სია, ხარჯები იანგარიშეთ და 20% დაამატეთ — სავარაუდოდ, სწორედ ამდენის დახარჯვა მოგიწევთ.

მორიელი

საიდუმლო ფლირტს, რომლის დამალვასაც ცდილობთ, შესაძლოა ფარდა აეხადოს, თუმცა, ეს უკეთესიცაა, რადგან დამალვა უკვე მოგბეზრდათ. ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება.

ინიციატივების გამოჩენა მომდევნო კვირისთვის გადადეთ, რადგან კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს ენთუზიაზმს ახლა არ გაიზიარებენ. დაუგეგმავი ხარჯებს ისეთი შემოსავლებით დაფარავთ, რომლებსაც არ ელოდით. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა თავს უფრო მხნედ და ენერგიულად გაგრძნობინებთ.

მშვილდოსანი

ოჯახურ ცხოვრებაში სტრესის ნიადაგზე შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას, თუმცა გონიერი ადამიანი ამის თავიდან აცილებას შეძლებს. სასურველია, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ.

გირჩევთ თქვენს ნამუშევარს უფრო კრიტიკულად შეხედოთ, რომ უპირატესობის გარდა, ნაკლიც დაინახოთ. ფინანსურ გარიგებებში ფრთხილად იყავით და ნუ ჩადებთ ფულს პროექტებში, რომლებშიც დარწმუნებული არ ხართ. დღის მეორე ნახევარში მძიმე და ცხიმიან საკვებს უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

მოულოდნელმა ნაცნობობამ შესაძლოა ერთგული მეგობარი შეგძინოთ. დროებით სირთულეებს ერთობლივი ძალისხმევით დაძლევთ. კარგი პერიოდია უფროს ნათესავებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.

საქმიან პარტნიორებთან ზედმეტ დამოუკიდებლობას ნუ გამოიჩენთ, რადგან ამან შესაძლოა საქმის წარმატებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მოიძიეთ ინფორმაცია ფინანსური განვითარების შესახებ - ეს ცოდნა ძალიან გამოგადგებათ.

ფიზიკური დატვირთვის ნუ შეგეშინდებათ - ამ დღეს ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ.

მერწყული

თუ დაიღალეთ იმაზე ფიქრით, თუ რას გრძნობს თქვენ მიმართ ესა თუ ის ადამიანი, იქნებ პირდაპირ ჰკითხოთ? ნათესავებთან უთანხმოების შემთხვევაში, სიტუაციას ნუ გაამწვავებთ.

დღის ბოლოს გზებზე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენი გამჭრიახი გონება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მოხდება ის, რისიც გეშინოდათ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.

მომდევნო დღეებში აკონტროლეთ ფინანსები და უსარგებლო ხარჯებს ერიდეთ. ყურადღება მიაქციეთ სასუნთქ სისტემას.

თევზები

თუ მარტოხელა ხართ, ზედმეტმა პრეტენზიულობამ შესაძლოა იქამდე მიგიყვანოთ, რომ პოტენციური მეორე ნახევარი ვერ შენიშნოთ.

ხელსაყრელი დღეა გართობის, სტუმრად წასვლისა და თანამოაზრეებთან შეხვედრისთვის. შესაძლოა სამსახურის ან პროფესიის შეცვლის შანსი გაგიჩნდეთ, თუმცა ახალ გარემოსთან შესაგუებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად საუკეთესო პერიოდია — დაანებეთ თავი მოწევას, ეს უკვე დიდი ხანია მოდური აღარ არის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge