დღის ჰოროსკოპი

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:28 კვი. 28 დეკემბერი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თუ ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ, ეს ნაცნობობა შესაძლოა ემოციურ ტვირთად და ნერვიულობად დაგიჯდეთ. საყვარელი საქმე სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თქვენმა შეხედულებებმა შესაძლოა, კოლეგებში წინააღმდეგობა გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ ზედმეტი მონდომების გამო ზურგს უკან "კარიერისტიც" გიწოდონ. ასეა თუ ისე, სამსახურში ხელმძღვანელობასთან ან საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას გარკვეული ფინანსური შედეგები მოჰყვება.

სტრესი თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ეცადეთ, რომ ცუდ ამბებს თავი აარიდოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, მით უმეტეს, რომ ამ დღეს ჰორიზონტზე შეიძლება ძველი თაყვანისმცემლები გამოჩნდნენ.

სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც სამუშაო პროცესზე, ისე კოლეგებთან ურთიერთობაზეც.

გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.

ტყუპები

ამ დღეს ყურადღება მთავარზე გადაიტანეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. მით უმეტეს, რომ სასიამოვნო და მსუბუქი პროგრესის პერიოდი ერთ თვეზე მეტხანს არ გასტანს. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებისას გარშემო მყოფების განწყობას და სურვილებს გაითვალისწინებთ — ეს სამომავლოდ გამოგადგებათ.

ხელსაყრელი დღეა უცხოელებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. საჭირო ადამიანები თქვენს თავმდაბლობას აუცილებლად შეამჩნევენ და დააფასებენ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და მოხდენილ ფიგურაზე - იქნებ მოახერხოთ და სპორტდარბაზში ან ფიტნესცენტრში ჩაეწეროთ.

კირჩხიბი

თქვენი ნიშნის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომანტიკული წვეულების წყალობით უკეთესობისკენ შეიცვლება. დაოჯახებულებს ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების ან ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობის გამო სირთულეები ელით.

მარსის გავლენა მკვეთრად იზრდება, რამაც შესაძლოა სამსახურში კოლეგებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და აგრესიას აგრესიით არ უპასუხოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის შეცვლა მოგიწევთ.

მატერიალური თვალსაზრისით ვარსკვლავები განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ გიმზადებენ, თუმცა შემოსავლების გაუმჯობესების ტენდენცია მაინც შეიმჩნევა.

ნუ გადადებთ ექიმთან დაგეგმილ ვიზიტს - შესაძლოა ჯანმრთელობის ფარული პრობლემები გქონდეთ.

ლომი

მარტოხელა ლომებო, სიყვარულისთვის აქტიურად უნდა იბრძოლოთ, თორემ თქვენი მარტოობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სხვის აზრს ბრმად ნუ დაეყრდნობით, თუნდაც დიდ ავტორიტეტად მი

თუ სამსახურში ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ, დღის ბოლოს დაძაბულობა მოიკლებს და მთელ ყურადღებას ოჯახს დაუთმობთ.

მომგებიანი გარიგება ან კონტრაქტი გელით, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - თუ ფიქრობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის სახიფათოა, სჯობს მასზე უარი თქვათ.

ქალწული

თუ გრძნობთ, რომ ახლობელი ადამიანი თქვენ მიმართ გაცივდა, ნუ დააყოვნებთ და მიზეზი გაარკვიეთ! ვარსკვლავები დაოჯახებულებს ურჩევენ, მეორე ნახევართან ერთად მეტი დრო გაატარონ, საერთო ინტერესები იპოვონ და საოჯახო საქმეებიც ერთად აკეთონ.

სამსახურში რთული პერიოდია, სიტუაციის გამოსასწორებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ თქვენი გონივრული სტრატეგია მალე ნაყოფს გამოიღებს და შეგიძლიათ კარიერულ ზრდასაც კი ელოდოთ.

ვარჯიშის ინტენსივობა მინიმუმამდე შეამცირეთ - წელიწადის ამ დროს ფიზიკური დატვირთვა ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა, განსაკუთრებით - თუ წონაში კლება გსურთ.

სასწორი

გარემოს შეცვლა გსურთ, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ? გამოსავალი მაინც არსებობს - არჩევანი პატარა, მყუდრო კაფეზე შეაჩერეთ და საყვარელი ადამიანი ფინჯან კაპუჩინოზე დაპატიჟეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიბრძნე გამოიჩინოთ და სხვა ადამიანების კონფლიქტში არ ჩაერიოთ - ეს პრობლემებს თავიდან აგარიდებთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, თუნდაც სიტუაცია ნათელი ჩანდეს.

დაივიწყეთ სიზარმაცე - ახლა მოქმედების დროა! თქვენი მიღწევები შესრულებული სამუშაოთი შეფასდება და შედეგები მართლაც შთამბეჭდავი იქნება.

მატერიალურ სფეროში სტაბილურობას ნუ ელით და ეცადეთ, ხარჯები შემოსავლებს შეუსაბამოთ და გაუაზრებელი შენაძენებისგან თავი შეიკავოთ.

საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ დღის განმავლობაში ნუ გადაიღლებით.

მორიელი

ვენერას მომატებული აქტივობა უჩვეულო საქციელისკენ გიბიძგებთ, მაგალითად, ძველ სიყვარულს გაგახსენებთ და მის გაცოცხლებას მოგანდომებთ. გირჩევთ, პარტნიორს ლიდერობის საშუალება მისცეთ და სიამოვნება მიიღოთ იმისგან, რასაც აკეთებთ.

თქვენ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი ხართ, თუმცა გარშემომყოფებზე ზედმეტ ზეწოლას ნუ მოახდენთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად არასახარბიელოა, მაგრამ ეს დროებითია — ფორტუნა მალე თქვენკენ შემობრუნდება.

შესაძლოა, საღამოს გაღიზიანება იგრძნოთ. ეცადეთ სტრესის გამომწვევი ფაქტორები მოიშოროთ და რელაქსაციით დაკავდეთ.

მშვილდოსანი

სასიყვარულო თავგადასავლები ძველებურად აღარ გაღელვებთ? ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ სატურნის დესტრუქციული გავლენის ქვეშ ხართ. ასტროლოგები გირჩევენ, ურთიერთობების გარკვევისგან თავი შეიკავოთ. მარსისა და იუპიტერის განლაგების გამო, უმნიშვნელო კამათიც კი შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს.

სამსახურში დაგვიანების გამო შესაძლოა შენიშვნა მიიღოთ — ეცადეთ, უფრო დისციპლინირებული გახდეთ. შესყიდვები წინასწარ დაგეგმეთ და ფულს უსარგებლო ნივთებში ნუ გადაყრით. ნათესავები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან.

იზუნეთ ჯანმრთელობაზე და ვიტამინები და ნატურალური პროდუქტები მიიღეთ. სუფთა ჰაერზე ხშირად გადით - პლუტონისა და ურანის ასპექტი მიანიშნებს, რომ ეს თქვენთვის აუცილებელია.

თხის რქა

ამ დღეს გარშემომყოფებისთვის თქვენი საქმიანობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს - თქვენმა წარმატებამ შესაძლოა შური გამოიწვიოს, წარუმატებლობამ კი სიხარული. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისება - კონფლიქტების წინასწარ განჭვრეტის უნარი გამოავლინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის აზრსაც მოუსმინოთ.

ნაყოფიერი იქნება კვალიფიკაციის ამაღლება ან სპეციალიზებული კურსების გავლა — ეს თქვენს კარიერასა და შემოსავლებზე დადებითად აისახება. სამყაროსგან პოზიტიურ მუხტს იგრძნობთ, რაც ახალი ენერგიითა და მეტის გამომუშავების სურვილით აგავსებთ.

მკაცრად აკონტროლეთ კვების რაციონი და მძიმე და ცხიმიან საკვებს მოერიდეთ, რადგან საკვებით მოწამვლის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების რისკი არსებობს.

მერწყული

ცდილობთ, რომ საკუთარ ფიქრებსა და ახლობელი ადამიანის მიმართ გრძნობებში გაერკვეთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროა.

დაოჯახებულებისთვის ეს დღე ნდობისა და სიმყუდროვის ატმოსფეროში ჩაივლის. თუ ოჯახის ყველა წევრის აზრს გაითვალისწინებთ, თქვენ შორის კეთილგანწყობა დიდხანს შენარჩუნდება.

მშვენიერი დღეა სპონსორებთან და შუამავლებთან მოსალაპარაკებლად. სჯობს ძვირად ღირებული ნივთების შეძენა არ იჩქაროთ — ნაკლებად სავარაუდოა, რომ შენაძენი წარმატებული გამოდგეს.

დილით შესაძლოა თავბრუსხვევა იგრძნოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით და მძიმე საკვებს მოერიდეთ.

თევზები

სასიყვარულო საქმეებში სასიკეთო ცვლილებები გამოჩნდა, თუმცა ამისთვის გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამ დღეს მთავარია, დროულად გაჩერდეთ და ბოდიში მოუხადოთ მათ, ვისაც ტყუილად აწყენინეთ.

შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში ოფისში "ჩასახლებაც" კი მოგიწიოთ, თუმცა ზეგანაკვეთური შრომა თქვენს მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, დიდ შესყიდვებს და ნურავის ასესხებთ ფულს. დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა მაინც ჯობს, რომ სარისკო მოქმედებებს ერიდოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge