დღის ჰოროსკოპი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:30

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თუ ბოლო დროს საყვარელი ადამიანის მხრიდან სიცივე გრძნობთ, ცოტა ხნით განმარტოვდით. ის თავად მიხვდება საკუთარ შეცდომას და მის გამოსწორებას ეცდება. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებები. შესაძლოა ჭორებისა და ინტრიგების მსხვერპლი გახდეთ.

სანამ მორიგი იდეის განხორციელებას შეუდგებით, გაჩერდით და ყველა პლუსი და მინუსი კარგად აწონ-დაწონეთ. თუ თანამშრომლებზე ზეწოლას და შეეცდებით, შეიძლება კარგად ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდეთ.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, თუმცა უმჯობესია მეტი მწვანილი და ბუნებრივი წვენები მიიღოთ და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვათ.

კურო

სასიყვარულო საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს რჩეულს ანგარება ამოძრავებს, ამიტომ თავი არ დაკარგოთ.

ოჯახური ცხოვრება მშვიდი და სტაბილურია, ვარსკვლავებისგან განსაკუთრებულს ნურაფერს ელით. სახლში სიმშვიდე მუდმივ ყვირილსა და საქმის გარჩევებს ყოველთვის სჯობს.

თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები მწვერვალზეა, თუმცა შინაგანმა ენერგიამ შესაძლოა კოლეგასთან ურთიერთობაში პრობლემები გამოიწვიოს. დღის ბოლოს შემთხვევითი შეხვედრა მიგანიშნებთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. ნუ იჩქარებთ შორეული გეგმების შედგენას და ყურადღება მიმდინარე ამოცანებზე გადაიტანეთ. ეცადეთ საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ, თავი რამით გაინებივროთ და დაინახავთ, როგორ იცვლება სამყარო თქვენ გარშემო.

ტყუპები

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ურთიერთობას კარგი მომავალი აქვს, სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოთ. ეცადეთ, გრძნობები ღიად და გულწრფელად გამოხატოთ.

ამ დღეს ხმაურიანი ღონისძიებებისა და მეგობრული შეხვედრების განწყობა არ გაქვთ, ამიტომ ჯობია სახლში დარჩეთ. შედეგები შეაჯამეთ და დასკვნები გამოიტანეთ, მაგრამ ახალ პროექტებს ნუ დაიწყებთ. ამის შესაფერისი დრო მოგვიანებით დადგება.

დღის პირველი ნახევარი კარგია ინვესტიციებისა და შოპინგისთვის. დღის მეორე ნახევარში კომერციულ ტრანზაქციებს მოერიდეთ — ციური სხეულების ნეგატიური განლაგება მატერიალურ დანაკარგებს გამოიწვევს.

მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ვენერასა და მარსის შეერთება გირჩევთ მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი საკვები მიიღოთ, ცხარე სანელებლების გარეშე.

კირჩხიბი

შესაძლოა, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ასრულდეს და თავი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. საქმეს განხეთქილებამდე ნუ მიიყვანთ და დროებით კომპრომისს დათანხმდით. მოგვიანებით მეორე ნახევარი თქვენს სიმართლეში თავად დარწმუნდება.

შესაძლოა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაცინვის ობიექტი გახდეთ, თუმცა არავინ იცის, ბოლოს ვინ გაიცინებს. სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ.

დიდი რაოდენობით ტკბილეულისა და ცომეულის მიღებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს - მენიუს უნდა გადახედოთ.

ლომი

საყვარელი ადამიანი მიეჩვია, რომ მისთვის ყველაფრისთვის მზად ხართ, თუმცა, გიპასუხებთ თუ არა ის იმავეთი? რაზეა არის ის წამსვლელი თქვენი კომფორტისთვის? მოაგვარეთ პირადი საკითხები, დანარჩენი დაიცდის.

კვირის ბოლოს მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით - თუ მოგებას არ ელოდებით. თანამედროვე სამყაროში კონსერვატიული მიდგომა შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს, ამიტომ ნუ გაურბიხართ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. მოერიდეთ გადაღლას, რამაც შეიძლება შაკიკი გამოიწვიოს.

თქვენმა ფეთქებადმა ხასიათმა შეიძლება პარტნიორები და კოლეგები შეაშინოს. ფინანსური რისკი ახლა არაგონივრულია — ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ პერიოდის ინვესტიციები შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს.

ქალწული

ზოგჯერ ზედმეტი მზრუნველობა უსარგებლო და დამღლელია - ეცადეთ, ადამიანების პირადი სივრცე არ დაარღვიოთ. თუ ახლობლებთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, პირისპირ, გულწრფელად ესაუბრეთ, სანამ ბზარი გადაულახავ უფსკრულად არ ქცეულა.

ეს დღე ხელსაყრელია სამსახურის შესაცვლელად ან სოციალური სტატუსის ასამაღლებლად. ნუ დაგეგმავთ საქმეებს, რომლებიც დიდ ფიზიკურ ან ემოციურ გამძლეობას მოითხოვს. გაახარეთ თავი რაიმე სასურველით, მით უმეტეს, თუ ამისთვის ფული წინასწარ გადანახული გქონდათ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - დილის სირბილი და აუზზე სიარული იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

თუ მარტოხელა ხართ, შესანიშნავი დროა პარტნიორის საპოვნელად. მით უმეტეს, რომ ამისთვის უამრავი გზა არსებობს - მეგობრები, ონლაინპლატფორმები ან სოციალური ღონისძიებები. დაოჯახებულ სასწორებს უსამართლო კრიტიკის გამო ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება ელით. თუ არ გსურთ სკანდალის მიზეზი გახდეთ, მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ.

ამ პერიოდში სერიოზულ სამუშაოს და მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ — ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. ხელმძღვანელობასთან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კამათს მოერიდეთ - ეს შეიძლება უშედეგო და სახიფათოც კი იყოს.

არსებობს ვირუსული დაავადებების საფრთხე, ამიტომ ხალხმრავალ ადილებს უნდა მოერიდოთ. საღამოს ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სულიერი სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.

მორიელი

თუ ძალისხმევას არ გამოიჩენთ, პირად ცხოვრებაში ცვლილებები ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. იუპიტერისა და მარსის ასპექტი მიანიშნებს, რომ შესაძლოა ძველ გეგმებზე უარის თქმა და ახლის ჩამოყალიბება მოგიწიოთ. შესაძლებელია პროფესიული თვისებების გამოვლენა და არასტანდარტულ პრობლემებთან გამკლავება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა ლამაზი ნივთებისა და ფუფუნების საგნების შესაძენად, თუმცა დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ისინი.

დღის მეორე ნახევარი გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმეთ. ბავშვებსა და მოხუცებში მაღალია ინფექციების რისკი. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

მშვილდოსანი

საღამოს შესაძლებელია თაყვანისმცემლისგან სასიამოვნო რომანტიკული საჩუქარი მიიღოთ. სამწუხაროდ, უფროსი ნათესავების რჩევები ყოველთვის სასარგებლო არ არის, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებშიც ვერ ერკვევიან.

წინ მნიშვნელოვანი თათბირი გელით, სადაც ხელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებას შემოგთავაზებენ. როცა საქმე პრინციპებს ეხება, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და უკან არ უნდა დაიხიოთ. პლანეტების განლაგება სოციალური კონტაქტების გაფართოებას და ახალ ნაცნობობას ხელს უწყობს. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.

საღამოს შეგიძლიათ იმით დაკავდეთ, რაც სიხარულს განიჭებთ და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

დაიღალეთ მარტოობით და დიდი ხანია პარტნიორს უშედეგოდ ეძებთ? ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს და ახალ ნაცნობობას გპირდებიან! ეს საღამო კი ოჯახთან ან ძველ მეგობართან ერთად გაატარეთ — ახლა თქვენთვის მარტოობა არ შეიძლება.

ბოლო დროს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გქონდათ, ამიტომ გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც თქვენს საქმეებზე დადებითად იმოქმედებს. შესაფერისი დღეა წონაში კლების კურსის დასაწყებად.

მერწყული

ამ დღეს თქვენს ყოველ გადაწყვეტილებას შედეგი მოჰყვება. არსებობს რისკი, რომ ახლობელ ადამიანს უნებლიეთ გული ატკინოთ. შესაძლოა გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. ეცადეთ, შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ნუ მოუსმენთ მათ, ვისაც თქვენს გეგმებში ეჭვი ეპარება. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, უკან არ დაიხიოთ.

ოჯახური ურთიერთობები სიხარულსაც მოგიტანთ და გარკვეულ სტრესსაც. მნიშვნელოვანია, ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

თევზები

სასურველია, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა ახალი კავშირების დამყარებისა და ერთობლივი პროექტების განხილვისთვის. თქვენი დიპლომატიური უნარები ძალიან დაფასდება. ამ დღეს შეიძლება ბრენდული ნივთი იყიდოთ, რომელიც სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდება. ნუ გადაიხდით ზედმეტს ნივთებში, რომლებიც არაფერი ღირს. უმჯობესია თქვენი დრო და ფინანსები საკუთარ სილამაზესა და ჯანმრთელობაში დააბანდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge