3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:44 პარ. 2 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს მოხდება რაღაც, რაც სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ! როგორც ჩანს, ეს მოვლენა თქვენს სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. პირად ცხოვრებაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ, თუ არ გსურთ, რომ ის საყოველთაო განხილვის საგნად იქცეს.
ნებისმიერ ასპარეზზე თქვენი ნიჭის ბრწყინვალედ დემონსტრირებას შეძლებთ, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს საზღვრები უნდა დაუწესოთ. ზედმეტმა გადაჭრითმა ქმედებებმა ან მასშტაბური პროექტების ხელში ჩაგდების სურვილმა, შესაძლოა, თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს. სპონტანურმა და დაუფიქრებელმა ხარჯებმა კი შეიძლება სამომავლოდ უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.
თუ გარშემომყოფები გეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურებით, ეს შენიშვნა გაითვალისწინეთ, რადგან მიზეზი მჯდომარე ცხოვრების წესი და ჟანგბადის ნაკლებობაა.
კურო
გეჩვენებათ, რომ ბოლო დროს საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ? გამორიცხული არ არის, რომ მას სამსახურში პრობლემები აქვს ან ჯანმრთელობა აწუხებს.
შესაძლოა, ოჯახის წევრები თქვენს მოსაზრებას არ იზიარებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით და ნუ დაიჟინებთ, რომ მხოლოდ თქვენი პოზიციაა ჭეშმარიტი.
გირჩევთ, სამსახურში ხელმძღვანელის აზრი გაითვალისწინოთ და დავალება მშვიდად შეასრულოთ. კომერციულ საქმეებში სიფრთხილე გმართებთ. გაუფრთხილდით გულს და მოერიდეთ უარყოფით ემოციებს.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილმა შესაძლოა შეცდომამდე მიგიყვანოთ. მიუხედავად ამისა, საკუთარ ინტუიციას ნუ უგულებელყოფთ.
ბედისწერამ შესაძლოა თქვენს გეგმებში ცვლილებები შეიტანოს, ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმებები, ეცადეთ თავი წინასწარ დაიზღვიოთ და საბუთები მოაწესრიგოთ.
კირჩხიბი
დახმარებას ახლობლებისგან ნუ დაელოდებით — სჯობს საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ნებისმიერ საქმეში თანმიმდევრული იყავით და მოთმინება გამოიჩინეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ნუ დაეყრდნობით შემთხვევით ინფორმაციას, რომელიც უცნობი პირებისგან მიიღეთ.
ამ პერიოდში კომერციულ ოპერაციებზე უარი თქვით, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. მსხვილი შენაძენები კი დროებით, სამომავლოდ გადადეთ.
მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად უკეთეს დროს ვერ იპოვით! თუ ეწევით, დროა, თავი დაანებოთ - ეს უკვე დიდი ხანია, მოდური აღარ არის.
ლომი
ამ დღეს შესაძლოა ძველმა სიყვარულმა თავი შეგახსენოთ ან სულაც ახალი რომანი დაიწყოთ. სახლში მოულოდნელი ამბავი გელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მოერგოთ ცვლილებებს, რათა მათგან პოზიტიური გამოცდილება მიიღოთ.
სჯობს სამსახურზე ნაკლები იფიქროთ და ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ. ახლა ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეების გაზიარების დრო არ არის — გამორიცხული არ არის, რომ თქვენი იდეები სხვამ მიითვისოს.
ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტ ხარჯებს მოერიდოთ, რადგან ფინანსური ხასიათის პრობლემები გელით, თუმცა თქვენი მონდომება და სიმტკიცე ნეგატიურ ტენდენციებს შეამცირებს.
ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად ბევრი წყალი უნდა სვათ და ტკბილეულს მოერიდოთ.
ქალწული
შესაძლოა, საყვარელი ადამიანი რაღაც საკითხში გატყუებთ! რა თქმა უნდა, უსაფუძვლო პრეტენზიების წაყენება არ ღირს, თუმცა დაფიქრების მიზეზი ნამდვილად გაქვთ.
გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. საყოფაცხოვრებო ამბები დიდ ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ეს სასიამოვნო საზრუნავი იქნება. ახლობლებს შესაძლოა თქვენი თანადგომა დასჭირდეთ.
სამსახურში ხელსაყრელი დღე გელით — ყველა დავალებას სწრაფად და დიდი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. საკუთარ წარმატებებზე სხვებთან საუბარს მოერიდეთ, - ზოგს ეს არ გაუხარდება.
გადახედეთ თქვენს ფინანსებს და თუ შესაძლებელია, შვებულება დაგეგმეთ.
სასწორი
სასიყვარულო საქმეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ! გამორიცხული არ არის, რომ თავი დაკარგოთ იმ ადამიანის გამო, რომელსაც მხოლოდ ანგარება ამოძრავებს.
ახლობელმა ადამიანმა ან მეგობარმა შესაძლოა გული ძალიან დაგწყვიტოთ. თუკი რომანტიკულობა დაცინვის საგანი გახდება, გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებზე რეაგირება არ მოახდინოთ!
თუ შეამჩნიეთ, რომ სამსახურს სიამოვნება აღარ მოაქვს და გამძიმებთ, მოქმედების სფერო უნდა შეიცვალოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ახლობლები ყოველთვის მზად არიან, მხარში დაგიდგნენ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და ოჯახურ ურთიერთობებს სხვა თვალით შეხედოთ. თუ მეორე ნახევართან პრეტენზიები დაგიგროვდათ, მათი გაჟღერების დროა.
ვარსკვლავები ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ან გრძელვადიანი გეგმების დასახვას არ გირჩევენ — შესაძლოა პირადი ხასიათის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ.
ამ დღეს ფულს ვალად ნუ გასცემთ, დიდი ალბათობით, მას აღარ დაგიბრუნებენ.
ფსიქოლოგიური განცდები თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე აისახება, ამიტომ მთელი თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ.
მშვილდოსანი
საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. გამონახეთ დრო რომანტიკული საღამოებისთვის — ისინი დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. ეს დღე ხელსაყრელია პირადი ურთიერთობების განხილვისთვის. შანსი გექნებათ, რომ ოჯახს თქვენი გეგმები გაუზიაროთ.
სამსახურში ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული რიტმი შეინარჩუნოთ - ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ აგაჩქარონ ან შეგაფერხონ. საქმიანი შეთანხმებები და ახალი ხელშეკრულებები მალე მოგებას მოგიტანთ. წარმატება ავანტიურულ გარიგებებშიც კი მოსალოდნელია, ამიტომ დღეს გონივრულ რისკზე უარს ნუ იტყვით.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით, თუმცა ხანდაზმულებს შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეახსენონ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის - ქალბატონების მოხიბვლას და შინაგანი პოტენციალის გამოვლენას ადვილად შეძლებთ. მართალია, ოჯახის კეთილდღეობისთვის ბევრს შრომობთ, მაგრამ ოჯახის წევრები თქვენი ხშირი არყოფნით უკმაყოფილონი არიან. მოერიდეთ კონფლიქტებს და გონივრული კომპრომისი ეძებეთ.
კარიერული წინსვლისთვის კარგი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. სავსებით შესაძლებელია, ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები იპოვოთ, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.
შანსი გაქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც მალე შენიშნავთ. მოერიდეთ მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, ამან შესაძლოა ემოციურად დაგაზიანოთ.
მერწყული
ერთობლივი საქმიანობა საყვარელ ადამიანთან თქვენს კავშირს გააძლიერებს და ახალ საერთო ინტერესებს გააჩენს. დღეს რომელიმე ახლობელმა შესაძლოა პირში არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ. ნუ გეწყინებათ, პირიქით, იფიქრეთ იმაზე, სიტუაცია როგორ გამოასწოროთ.
სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავალებებს შესანიშნავად ასრულებთ და სხვებსაც სიამოვნებით ეხმარებით. თქვენი კეთილგანწყობა ერთგული მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ.
ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა ეცადეთ, ფული გაუაზრებლად არ ხარჯოთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს განწყობაზე უარყოფითად მოქმედებენ.
თევზები
წინ რომანტიკული და ამაღელვებელი წუთები გელით, რაც განსაკუთრებულ სიხარულს მოგანიჭებთ. ასე რომ, ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, სიყვარული და ვნება გამოხატოთ.
ნუ იჩქარებთ ყველას დახმარებას, ვინც ამას გთხოვთ — ზოგიერთმა შესაძლოა თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლოს. ნუ იტყვით უარს მივლინებაზე, რადგან, როგორც ვარსკვლავები ამბობენ, საქმიანი მგზავრობა ძალიან წარმატებული იქნება.
შესაძლოა ძველმა სპორტულმა ტრავმამ ან ნაღრძობმა თავი შეგახსენოთ. თუ ასე მოხდა, ცოტა ხნით სიმშვიდეში დარჩით და თავს ზედმეტად ნუ დაიტვირთავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან