დღის ჰოროსკოპი

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:25 ხუთ. 8 იანვარი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ადამიანი, რომელიც თითქმის გააღმერთეთ, თქვენს იმედებს ვერ გაამართლებს, მაგრამ ეცადეთ, ამ იმედგაცრუებაზე ბევრი არ იფიქროთ.

დაოჯახებულ ვერძებს რთული საკითხების მოგვარება მოუწევთ, რომლებიც ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობას უკავშირდება, თუმცა, წინ უფრო მშვიდი და სასიამოვნო პერიოდი გელით.

პლანეტები გირჩევენ ძვირად ღირებულ სამშენებლო მასალებზე ფულის დახარჯვას მოერიდოთ — სჯობს ინტერიერი უფრო ეკონომიური მასალებით განაახლოთ.

მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. თქვენი აურა დასუსტებულია, ამიტომ ადვილად შეიძლება „ენერგეტიკული ვამპირის“ მსხვერპლი გახდეთ.

კურო

ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება რომანტიკულ განწყობას, ის დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლებს.

ამ დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ - რამდენიმე დღით გადადეთ და შედეგი ბევრად ეფექტური იქნება.

ძველი ვალების და კრედიტების გასტუმრება აღარ გადაავადოთ.

შესაძლოა ძველმა ტრავმამ ან ქრონიკულმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ. ფრთხილად იყავით - ამ დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

ტყუპები

ფიზიკურად და ემოციურად რთული დღე გელით. საყვარელი ადამიანი მზადაა, გრძნობებში გამოგიტყდეთ, მთავარია, შესაბამისი გარემო შეუქმნათ.

პრობლემები და საზრუნავი საღამომდე არ მოგასვენებთ. გამორიცხული არ არის ცვლილებები კარიერაში, თუმცა საით წავა პროცესი, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფორტუნა გაუღიმებს. მოხვდებით თუ არა მათ რიცხვში, ამას მომავალი გაჩვენებთ.

აუცილებელია ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დამქანცველი კვირის ბოლოს ძალები თითქმის ამოგეწურათ, ამის გამო იმუნიტეტის შესუსტება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გელით.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს და მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ ოჯახის მიმართ. ჰოროსკოპი მოსალოდნელი კონფლიქტების შესახებ გაფრთხილებთ.

შეძლებთ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს რაც გარშემომყოფებში შურს გამოიწვევს. ფინანსური წარმატება მხოლოდ დიდი შრომისა და დროის ხარჯზე მოვა.

მეტი ფიზიკური აქტივობა გჭირდებათ. ასევე, ეცადეთ ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლისა და ცომეულის მიღება მინიმუმამდე დაიყვანოთ. ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საუბარი უმჯობესია მომავალი თვის პირველ დღეებში გადაიტანოთ.

ლომი

თქვენი მომხიბვლელობა საჭირო ადამიანებსა და სასურველ მოვლენებს მაგნიტივით იზიდავს. გამოიყენეთ ეს იღბლიანი შესაძლებლობა თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების შესატანად!

თუ ოჯახი ახლახან შექმენით, მომავალს სიფრთხილით მოეკიდეთ — გამორიცხული არ არის, რომ ერთმანეთზე ისეთი რამ გაიგოთ, რაც ურთიერთობას დააზიანებს. ნუ მოუსმენთ სხვის რჩევებს, ჯობია საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას ენდოთ.

გირჩევთ, კვების მენიუ მეტი ხილითა და ბოსტნეულით გაამდიდროთ. სუფთა ჰაერზე ვარჯიში გუნება-განწყობის გაუმჯობესებასა და ენერგიის მომატებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

დაოჯახებულ ქალწულებს ურთიერთობაში ჰარმონია და სიყვარული ელით, ხოლო მარტოხელებს ბედი შანსს აძლევს, რომ ნანატრი ბედნიერება იპოვონ. შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ ოჯახის უფროსი წევრების მცდელობით, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ამ დღეს მტკივნეული საკითხების განხილვას უნდა მოერიდოთ. შეგიძლიათ ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ — ეს საქმიანობა მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ და პირობა, რომელიც ოჯახის წევრებს დიდი ხნის წინ მიეცით, შეასრულოთ.

ფიზიკური დატვირთვისას ზომიერების დაცვა აუცილებელია - ნუ ასწევთ მძიმე ტვირთს, რათა ხერხემალი არ დაიზიანოთ.

სასწორი

ვენერას გავლენა გაძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანტიკისთვის საუკეთესო დრო დგება! თუ თქვენი გული თავისუფალია, დაგეგმილი პაემნები წარმატებით ჩაივლის და შესაძლოა სიყვარულის ახსნაც კი მოისმინოთ.

სასიამოვნო ატმოსფეროსა და ახლობლების მხარდაჭერის წყალობით ეს დღე სირთულეების გარეშე დასრულდება და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. შესაძლოა გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ და დროთა განმავლობაში შესანიშნავი სამსახურიც იშოვოთ.

ფინანსებზე სანერვიულო მიზეზი არ გაქვთ, ასე რომ, შეგიძლიათ ფული საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, რათა ემოციური გადაწვა თავიდან აიცილოთ.

მორიელი

თავშეკავებისა ნაკლებობა შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს, თქვენი ფეთქებადი ხასიათი კი გარშემომყოფებს დააფრთხობს. პირად ცხოვრებაში შესაძლოა იმედგაცრუება განიცადოთ. ახლობლებთან ურთიერთობისას სჯობს გონივრული კომპრომისი მონახოთ, ვიდრე საკუთარი სიმართლე ჯიუტად ამტკიცოთ.

უახლოეს დღეებში ახალი პროექტებისა და საქმეების დაწყებას არ გირჩევთ – ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის არახელსაყრელია და საქმის შედეგით იმედგაცრუებული დარჩებით.

თუ ძილიანობას ან მელანქოლიას გრძნობთ, აუცილებლად სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გადით. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორება მოგიწევთ.

მშვილდოსანი

სასიყვარულო საქმეებში მეტი გონიერება გმართებთ. გამორიცხული არ არის, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი შეგიყვარდეთ, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

იდეალური დღეა ერთობლივი პროექტების დაწყებისთვის. საყვარელი საქმიანობა სიხარულისა და ერთიანობის ატმოსფეროს შექმნის. ამ დღეს თქვენი მთავარი კონკურენტების შესახებ სრული ინფორმაცია დაგჭირდებათ.

მოულოდნელად შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება. მთავარია — მაცდურ წინადადებებზე უარი არ თქვათ! ერთადერთი, რაც ამჟამად საფრთხეს გიქმნით, ინფექციებია. გირჩევთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულების შემდეგ ხელები კარგად დაიბანოთ.

თხის რქა

ამ დღეს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ახალ, უჩვეულო გზებს აღმოაჩენთ. მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის.

თქვენი შრომა დაფასდება და დღეს შეიძლება ნანატრი აღიარება მიიღოთ. მოსინჯეთ რაღაც ახალი საქმის დაწყება, ეს პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში, დანაზოგის შენარჩუნებასა და მის გონივრულ ინვესტირებაზე იფიქრეთ. გაითვალისწინეთ, რომ არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ ან მისი განვითარება შეაჩეროს.

დღის მეორე ნახევარში სასურველია სპორტული დატვირთვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ცოტაოდენი მხიარულება, რაც ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.

მერწყული

მორიგი რომანი ბევრ ემოციას მოგიტანთ, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. სასიყვარულო საქმეებში ახლა ნაკლებად გაგიმართლებთ. ოჯახური საქმეები ჩვეულებრივზე მეტად დაგღლით და უინტერესოდ მოგეჩვენებათ. თუ გჭირდებათ, ახლობლებს თქვენ თვითონ სთხოვეთ — საეჭვოა, თავად მიხვდნენ.

მალე თქვენი კარიერა მკვეთრად წინ წაიწევს, ფინანსური შემოსავალი კი გაიზრდება. ფრთხილად იყავით, ამან შესაძლოა ნაკლებად წარმატებული კოლეგების შური გამოიწვიოს.

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით. კარგი დღეა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. არ დაგავიწყდეთ, რომ საყვარელი ადამიანების აზრიც უნდა გაითვალისწინოთ.

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, გონების ხმას მოუსმინეთ. კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა ისეთი ადამიანის ჩარევა გახდეს, რომელიც დიდი ხანია თქვენს ოჯახში არეულობის შეტანას ცდილობს.

ვარსკვლავები გირჩევენ, შეინახოთ დანაზოგი, რადგან მალე ის უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ.

არსებობს რისკი, რომ თქვენს პირადი ცხოვრებაში ნათესავები ჩაერიონ. ეცადეთ დამოუკიდებლობა დაიცვათ და მსგავსი შემთხვევები გამორიცხოთ.

ხელსაყრელი დღეა თავის მოვლისა და ვარჯიშის დასაწყებად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge