8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
23:42 პარ. 7 მარტი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული ხართ და ეს დღე გამონაკლისი არ იქნება, თუმცა, აქტიურბის ნაცვლად, ახლა სიმშვიდე და სითბო მოგინდებათ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება, თუნდაც თქვენს ირგვლივ დღესასწაული იყოს. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით ადამიანისგან, ვისგანაც ამას არ ელოდით.
რჩევა: თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.
კურო
ისეთი განცდა გაქვთ, რომ მოვლენები თქვენ წინააღმდეგაა, სინამდვილეში კი სამყარო თქვენთვის საჩუქრის მომზადებას ცდილობს. თუ რამე ვერ გამოვიდა, ალბათ თქვენთვის ასე ჯობია. ფულის ხარჯვაში სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – ემოციები ემოციებად, მაგრამ ოჯახური ბიუჯეტიც უნდა გაითვალისწინო.
რჩევა: წარმატებაზე ორიენტირებული იყავით და მოშურნეების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
ტყუპები
აქტიური დღეა - მოულოდნელი შეხვედრა და საინტერესო საუბარი გელით, რომელიც მომავალზე დაგაფიქრებთ. საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
რჩევა: მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და გარედან დახმარებას არ ელოდოთ.
კირჩხიბი
ზოგადად, ხმაური და აურზაური არ გიყვართ, მაგრამ ამ დღეს მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ მოულოდნელი შეთავაზება მიიღეთ, უარს ნუ იტყვით – ეს ახალ შესაძლებლობებს და შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგება, თუმცა უმჯობესია, არ იჩქაროთ. ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ.
რჩევა: უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.
ლომი
ხელსაყრელი დროა, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ვალდებულებები შეასრულოთ. თანდაყოლილი გამჭრიახობის წყალობით ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ. მთავარია, წვრილმან და უსარგებლო საქმეებზე დრო არ დაკარგოთ.
რჩევა: არ ელოდოთ, რომ სხვები თქვენს სურვილებს თავად გამოიცნობენ. თუ რამის მიღება გსურთ, ამის შესახებ თავად უნდა განაცხადოთ.
ქალწული
ზოგადად, ყველაფრის კონტროლი გიყვართ, მაგრამ ამ დღეს უმჯობესია, დინებას მიჰყვეთ. სამსახურში სასიხარულო სიახლეები გელოდებათ, ხოლო პირად ცხოვრებაში — სასიამოვნო ცვლილებები.
რჩევა: ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენი ენერგია პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიმართოთ.
სასწორი
ამ დღეს პრიორიტეტების განსაზღვრა მნიშვნელოვანია. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს სამუშაოს შეცვლის ან კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნება. მარტოხელა სასწორი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც ერთი ნახვით მოხიბლავს. თუ დაღლილობას გრძნობთ, მცირე პაუზის აღება ნუ მოგერიდებათ. მთავარია, სხვების მოლოდინებსა და საკუთარ სურვილებს შორის არ გაიჭედოთ.
რჩევა: ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ.
მორიელი
ემოციებით სავსე დღეა — თქვენ გარშემო ხან მილოცვების სიხარულია, ხან ზედმეტი აურზაურისგან გაღიზიანება. თუ გრძნობთ, რომ დაძაბულობა იზრდება, უბრალოდ შეჩერდით და შეისვენეთ. საღამოს მოულოდნელი შეხვედრა და საუბარი გელოდებათ, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.
რჩევა: სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარს ნუ იტყვით. კიდევ სცადეთ და სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.
მშვილდოსანი
მთელი დღე „გადარბენაზე“ ხართ, მაგრამ ზოგჯერ მნიშვნელოვანია, შეჩერდეთ და მომენტით დატკბეთ. საღამოს სამსახურთან ან ფულთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გელით. თუ პარტნიორსა და თქვენ შორის ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ეცადეთ, მასში სიახლე და რომანტიკა შეიტანოთ.
რჩევა: ყურადღებით მოეკიდეთ პარტნიორის თხოვნას — ეს თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.
თხის რქა
თქვენთვის დღესასწაული დასვენების მიზეზი არ არის, მაგრამ ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მოქმედების სტრატეგია შეცვალოთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ერთი საღამო სამუშაოზე ფიქრის გარეშე გაატაროთ. მოულოდნელი საჩუქრის გამო შეიძლება ვიღაცაზე აზრი შეიცვალოთ.
რჩევა: ამ დღეს შეგიძლიათ, ტემპი ოდნავ შეანელოთ და მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეთ.
მერწყული
ეს დღე სიურპრიზებით იქნება სავსე. შესაძლოა, რაღაც გეგმის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ სწორედ ეს მოიტანს თქვენთვის დღესასწაულს. მზად იყავით სიახლეების მისაღებად, თუნდაც თავიდან იდეა უცნაურად ჩანდეს.
რჩევა: ეცადეთ ურთიერთობებში უფრო დამთმობი და ყურადღებიანი იყოთ. გარშემომყოფები არ აკრიტიკოთ
თევზები
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ სხვების განწყობას არ აჰყვეთ. თავგადასავლების ძიებამ შეიძლება დაუფიქრებელი საქციელისკენ გიბიძგოთ, რომელსაც დიდხანს ინანებთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, როცა გარშემო მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან. შეეცადეთ, ასეთი ადამიანები ტაქტიანად, მაგრამ მკაცრად შეაჩეროთ.
რჩევა: ენდეთ საკუთარ ინტუიციას — ის არ გიმტყუნებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან