6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
23:50 ოთხ. 5 მარტი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ უკან არ დაიხევთ და პრინციპულად იმოქმედებთ, ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. ახალი შესაძლებლობები, მოულოდნელი შეხვედრები და ხელსაყრელი გარემოებები გელით. მთავარია, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. გამორიცხული არ არის, რომ დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი იპოვოთ.
რჩევა: არ აჩქარდეთ და ეცადეთ თქვენი ენერგია რაციონალურად გამოიყენოთ.
კურო
მშვიდი და სტაბილური დღეა. ფინანსური საკითხები შეიძლება თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს, მაგრამ იმპულსურ ხარჯვას უნდა ერიდოთ. იღბალი იმის მხარესაა, ვინც მოთმინებას გამოიჩენს. შესაძლოა, სახლში რაიმე ძველი და მნიშვნელოვანი ნივთი იპოვოთ. კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად, ახალ პროექტებზე სამუშაოდ და ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობის დასაწყებად
რჩევა: მოვლენებს ნუ დააჩქარებთ – ყველაფერი თავის დროზე მოვა.
ტყუპები
ახალი შეხვედრებითა და იდეებით სავსე, აქტიური დღეა. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. მოულოდნელი შემოთავაზებები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. შედეგს მისაღწევად შეეცადეთ თანამოსაუბრის გული მოიგოთ.
რჩევა: ყურადღება მთავარ მიზნებზე გადაიტანეთ და არავის მისცეთ საშუალება, რომ ყურადღება გაგიფანტოთ.
კირჩხიბი
მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოთ. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას და ყურებას. გათამაშებაში გამარჯვების შანსი დაბალია – ამ დღეს ფორტუნა თქვენს მხარეს არ არის.
რჩევა: ეცადეთ საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზი არ მისცეთ.
ლომი
აქტიური და საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. ამ დღეს რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკეთ, მით უკეთესია რადგან შეიძლება შემთხვევით, სხვისი საიდუმლო გაამხილოთ. ერთგულ და მცოდნე პარტნიორებთან ერთად ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ და მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.
რჩევა: ეცადეთ ამბიციებსა და სიფრთხილეს შორის ბალანსი შეინარჩუნოთ – ეს წარმატებას მოგიტანთ.
ქალწული
ამ დღეს ყურადღება და თანმიმდევრულობა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელებაში რაღაცამ ხელი შეგიშალოთ, მაგრამ თუ გეგმას მიჰყვებით, საბოლოო შედეგი წარმატებული იქნება. გათამაშებაში გამარჯვების შანსი დაბალია – ეს დღე რისკისთვის არახელსაყრელია.
რჩევა: ამ დღის სწორად დაგეგმვა პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
სასწორი
ეს დღე საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის იდეალურია. ახალი კავშირების დამყარებას ადვილად შეძლებთ, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ენდოთ – ყველა ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ, რათა შეცდომები აიცილოთ. გირჩევთ, გაიუმჯობესოთ კვებისა და ძილის რეჟიმი და მეტი დრო გაატაროთ მშობლებთან
რჩევა: ენდეთ ინტუიციას, მაგრამ ფაქტებიც გულდასმით გადაამოწმეთ.
მორიელი
ამ დღის მოულოდნელი მოვლენები სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. თუ ემოციებს აკონტროლებთ, ნეგატიური სიტუაციებიდანაც კი შეიძლება სარგებელი მიიღოთ. ფინანსური მოგების შანსი დაბალია – ამ დღეს იღბალი არ გწყალობთ. საღამოს შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ან სასარგებლო ნივთი იპოვოთ.
რჩევა: აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ პრობლემები არ შეგიქმნათ.
მშვილდოსანი
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზებები. მთავარია, ყველაფერი ერთდროულად არ აკეთოთ — აირჩიეთ ერთი მიმართულება და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. თუ გსურთ, თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ.
რჩევა: რთულ დროს შეგიძლიათ ინტუიციის იმედზე იყოთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ.
თხის რქა
თუ გეგმას მიჰყვებით, ეს დღე წარმატებული იქნება. გუნდური მუშაობა ნაყოფიერი გამოდგება და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი კრეატიულობა ან ლიდერობის უნარი გამოავლინოთ. ხელსაყრელი დროა რთული ამოცანების გადასაჭრელად, ფინანსებთან მუშაობისა და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ ძველ ნივთებს ან დოკუმენტებს გადახედავთ შეიძლება საჭირო ნივთი იპოვოთ.
რჩევა: რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და გაიცნობთ, მით უფრო გაიზრდება საჭირო ადამიანთან შეხვედრის ან სასარგებლო ინფორმაციის მოსმენის შანსი.
მერწყული
თქვენი ორიგინალური ხედვა და არასტანდარტული მიდგომა ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის — შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს. უსმინეთ საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს და ნუ გადაიღლებით.
რჩევა: თქვენი ორიგინალური იდეებს წარმატებას და დამატებით შემოსავალს მოგიტანენ. ასე გააგრძელეთ.
თევზები
ამ სასიამოვნო სიურპრიზები გელით, მაგრამ მცირე იმედგაცრუებისთვისაც მზად უნდა იყოთ. მთავარია, ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად არ მოეკიდოთ და გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და სასურველ მიზანს როგორ მიაღწიოთ.
რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან