რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას?
19:14 შაბ. 8 თებერვალი
![რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას? რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?](/files/2025/02/08/11763/ritskhvi-7-da-misi-gavlena_w_h.jpeg)
რიცხვების მაგია ადამიანებზე უდიდეს გავლენას ახდენს, ნუმეროლოგია კი უძველესი მეცნიერებაა, რომელიც ამ გავლენას სწავლობს. დღეს ერთ, კონკრეტულ რიცხვზე - 7 -ზე გიამბობთ, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულად მოქმედებს.
ყურადღების მისაქცევად, ამ რიცხვს ხშირად სტატიებისა და პოპულარული წიგნების სათაურებში იყენებენ, აღარაფერს ვიტყვით აზარტული თამაშების მოყვარულებზე, რომლებსაც სამი შვიდიანის დანახვაზე ტანში ჟრუანტელი უვლით.
რა არის ამ რიცხვში ისეთი, რაც ასეთ რეაქციას იწვევს? გთავაზობთ 7 მიზეზს, რატომ გვიზიდავს და გვაჯადოებს რიცხვი 7.
1. რიცხვი 7 ძველ კულტურებში
7-იანს უძველესი ცივილიზაციების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მსოფლიოს შვიდი საოცრება ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია: გიზას დიდი პირამიდა, ბაბილონის დაკიდებული ბაღები, არტემიდას ტაძარი ეფესოში, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, მავზოლეუმი ჰალიკარნასში, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა.
2. რიცხვი 7 მსოფლიო რელიგიებში
შვიდიანს სხვადასხვა რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა და მეშვიდე დღეს დაისვენა, რამაც საფუძველი ჩაუყარა შვიდდღიან კვირას.
ახალ აღთქმაში რიცხვი 7 ოთხი მხარისა და წმინდა სამების ერთიანობას განასახიერებს.
იოანეს გამოცხადებაში ნახსენებია შვიდი ეკლესია, შვიდი ანგელოზი, შვიდი ბეჭედი, შვიდი საყვირი და შვიდი ვარსკვლავი, რაც ხაზს უსვამს ამ რიცხვის მნიშვნელობას ქრისტიანულ ტრადიციაში.
ყურანი შვიდ ცაზე საუბრობს, მუსლიმები კი მექაში მდებარე ქააბას გარშემო შვიდჯერ უვლიან.
ინდუიზმში არსებობს შვიდი ზედა და შვიდი ქვედა სამყარო, ხოლო ბუდიზმში ახალშობილი ბუდა შვიდ ნაბიჯს დგამს, რაც ამ რელიგიაში 7 რიცხვის მნიშვნელობაზე მეტყველებს.
3. ნომერი 7 იღბლისა და მაგიის სიმბოლოა
რიცხვი 7 იღბალსა და ჯადოქრობას უკავშირდება. სათამაშო ავტომატებში სამი შვიდი ნიშნავს ჯეკპოტს, რაც აძლიერებს რიცხვის, როგორც იღბლის სიმბოლოს რეპუტაციას.
უამრავი ხალხის ფოლკლორში მეშვიდე შვილს (ვაჟს) ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ. ირლანდიაში მიაჩნდათ, რომ ასეთ ბავშვს განკურნების ზებუნებრივი ძალა აქვს, ხოლო სხვა კულტურებში მას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ზებუნებრივი ძალა მიეწერებოდა.
4. რიცხვი 7 და ადამიანის მეხსიერება
1956 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ჯორჯ მილერმა ჩაატარა კვლევა, რომელიც დაადგინა, რომ ადამიანის მოკლევადიან მეხსიერებას დაახლოებით შვიდი ინფორმაციის შენახვა შეუძლია.
შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ აშშ-სა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ტელეფონის ნომრები (ქალაქის კოდის გარეშე) შვიდი ციფრისგან შედგება, რაც ადვილი დასამახსოვრებელია.
5. რიცხვი 7 და ყურადღების დიაპაზონი
კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანის ყურადღება საუკეთესოდ აღიქვამს 7 ნაწილად გაყოფილ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ იზიდავს ყურადღებას სტატიები და წიგნები, რომელთა სათაურში 7 - ია.
6. 7 მარტივი რიცხვია
მათემატიკაში მარტივი რიცხვები მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე იყოფიან. შვიდიანი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის ათეულის ერთადერთი რიცხვია, რომლის მიღება ამ დიაპაზონის სხვა რიცხვების გამრავლებით შეუძლებელია.
7. რიცხვი 7 ყველაზე პოპულარულია
მათემატიკოს ალექს ბელოსის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 44000 ადამიანი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ რიცხვი 7 ადამიანთა უმრავლესობის საყვარელი რიცხვია.
ილუზიონისტებმა და ფსიქოლოგებმა ეს ფენომენი კარგად იციან - როცა ადამიანს სთხოვთ დაასახელოს რიცხვი 1-დან 10-მდე, ის ყველაზე ხშირად 7 ირჩევს.
დასკვნა: რატომ მოქმედებს რიცხვი 7 ჩვენზე ასე ძლიერად?
რიცხვი 7-ს კულტურული, ისტორიული, რელიგიური, რიცხვითი და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ის გვხვდება მითებში, მეცნიერებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეცნობიერი გვიზიდავს შვიდი რიცხვისკენ — ის განსაკუთრებით იღბლიანი და სრულყოფილი გვეჩვენება.
ესეც საინტერესოა:
ნუმეროლოგია: რა რიცხვშიც იბადება ადამიანი, ისეთია მისი ცხოვრება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან