დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:10 ორშ. 24 თებერვალი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ გულს მოუსმინოთ და გრძნობებში გაერკვეთ. თუ ბოლო დროს პირად ცხოვრებაში ეჭვები გაჩნდა, დროა, ყველაფერი გაარკვიოთ — ურთიერთნდობა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, თქვენს ურთიერთობაში რა ხდება. თუ მარტოხელა ხართ, დაფიქრდით, როგორი ურთიერთობა გჭირდებათ –უახლოეს მომავალში ბედი სწორ მიმართულებას გაჩვენებს.

რჩევა: გრძნობების გამხელის ნუ შეგეშინდებათ. დღევანდელი დღე შანსს გაძლევთ, გაიგოთ, პირად ცხოვრებაში რა უნდა შეცვალოთ.

კურო

ამ დღეს მთელი ყურადღება სამსახურსა და ფინანსურ საკითხებზე უნდა გადაიტანოთ. შესაძლოა ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩათ. თუ წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ან საქმიანი შეხვედრები გელით, თანამოსაუბრეს სიტყვებს ყურადღებით მოეკიდეთ - ჩვეულებრივ, ფრაზებს შორის შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ, რაც გაიძულებთ, სიტუაციის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. პირად ცხოვრებაში უმჯობესია, მოვლენები არ დააჩქაროთ. საყვარელ ადამიანებთან მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ - დაე, დღემ მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩაიაროს.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - დღეს ისინი შესაძლოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, ძალა რაიმე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.ამ დღეს შეიძლება მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო ან ძველი პრობლემების გადასაჭრელად ახალი გზა იპოვოთ. თუ მნიშვნელოვანი საუბრები გაქვთ დაგეგმილი, შეეცადეთ თავდაჯერებულად იმოქმედოთ და საკუთარი პოზიცია დაასაბუთოთ — ეს სხვა ადამიანების დარწმუნებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით მახვილია- გამოიყენეთ ის ძველი პრობლემების გადასაჭრელად.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრისთვის დრო გამონახოთ. შესაძლოა, საკუთარ საქმეებში ჩაფლულმა ვერ შენიშნეთ, რომ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი თემების განხილვის ან უბრალოდ, კარგი ამბების გაზიარებისთვის. თუ თქვენსა და ახლობელ ადამიანს შორის უნდობლობა გაჩნდა, ახლა შანსი გაქვთ, რომ პრობლემა მოაგვაროთ ურთიერთობა აღადგინოთ. სამსახურში მოთმინების გამოჩენა დაგჭირდებათ, რადგან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით.

რჩევა: ამ დღეს მეგობრული მხარდაჭერა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონიათ. დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. დარწმუნებული იყავით, რომ უარს არავინ გეტყვით.

ლომი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პროფესიულ სფეროში განვითარდეთ. შესაძლოა ახალი პერსპექტივა გამოჩნდეს, რომელზეც არც კი გიფიქრიათ. მნიშვნელოვანია, რომ დეტალებს ყურადღება მიაქციოთ. კოლეგებმა ან მენეჯმენტმა შეიძლება რაღაცაზე მიგანიშნონ, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში პარტნიორისგან ყურადღების ნაკლებობას უჩივით. გირჩევთ, სამომავლო გეგმები ერთად განიხილოთ - ეს თქვენი კავშირის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ყურადღებით იყავით — ამ დღეს შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ძველ, დაუმთავრებელ საქმეებს მიაქციოთ ყურადღება. შეიძლება მათგან ზოგი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, წინსვლაში ხელს სწორედ ისინი გიშლით. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ არ გადადოთ - ახლა ხელსაყრელი დროა კითხვებზე პასუხების მისაღებად.

რჩევა: დაწყებული საქმე დაასრულეთ — ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ. ბოლო დროს სამსახურით ან პირადი საქმეებით ზედმეტად დაკავებული იყავით. ახლა კარგი დროა, შეცდომა გამოასწოროთ. დაურეკეთ მშობლებს და მოიკითხეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ და იგრძნობთ, რომ დადებითი ემოციებით აივსეთ და გაცილებით უკეთ ხართ.

რჩევა: ოჯახი ძალის წყაროა. რაც უფრო მეტ სითბოს აჩუქებთ საყვარელ ადამიანებს, მით მეტს მიიღებთ სანაცვლოდ.

მორიელი

აქტიურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და დააფასებს. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ იმ ფაქტს, რომ კოლეგები თქვენს ზოგიერთ იდეას გააკრიტიკებენ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ვარსკვლავები მარტოხელა მორიელს ურჩევენ, რომ წარსულს ზურგი აქციოს და ახალი ნაცნობობისთვის მოემზადოს.

რჩევა: ხანდახან მნიშვნელოვანი პასუხები მაშინ მოდის, როცა არ ელით, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედოთ. სასურველია, რომ გამოცდილი ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ — ის თავიდან უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით ძალიან გამოგადგებათ. ოჯახში მცირე უთანხმოება შეშფოთების მიზეზი არ არის. მალე ეს შემთხვევა არავის ემახსოვრება. ეცადეთ, პარტნიორზე ზეწოლა არ მოახდინოთ — დღეს ის ჩვეულე მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ ჯობია საღამო ერთად, წყნარ და რომანტიკულ ადგილზე გაატაროთ.

რჩევა: ხანდახან საჭირო სიტყვებს იმისგან მოისმენთ, ვისგანაც არ ელით.

თხის რქა

ამ დღეს მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ. შესაძლოა კოლეგის ან საყვარელი ადამიანის უსამართლო დამოკიდებულებამ გული გატკინოთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — ზოგჯერ ადამიანებს საკუთარი გრძნობებში გასარკვევად დრო სჭირდებათ. პროფესიულ სფეროში სჯობს გამოცდილი ხერხებით იხელმძღვანელოთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ.

რჩევა: სიმშვიდე და მოთმინება კონფლიქტების აცილებასა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ეს დღე იდეალურია ძველი მეგობრობის გასაძლიერებლად. შესაძლოა, ამ ბოლო დროს ბევრო საქმის გამო, მეგობრებთან ურთიერთობის დრო ვერ გამონახეთ. ახლა შეგიძლიათ, შეცდომა გამოასწოროთ და შეხვედრა დაგეგმოთ. სამუშაო დღე სირთულეების გარეშე ჩავლის, თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ. თუ ვინმე რჩევას გთხოვთ, უნდა დაეხმაროთ.

რჩევა: ადამიანის მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გამონახეთ დრო მათთვის, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

თევზები

ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად ან, უბრალოდ ,დროის გასატარებლად მათთან ერთად, ვინც გიყვართ. თუ ოჯახში გაუგებრობა წარმოიშვა, ეცადეთ მშვიდად და აუღელვებლად განიხილოთ. თუ არ იზარმაცებთ შეიძლება დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის დასრულება შეძლოთ. იმის ნაცვლად, რომ ნუგეში ახლად გაცნობილ ადამიანებში ეძებოთ, შეეცადეთ, დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ - ეს სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ოჯახი თქვენი დასაყრდენია. მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია და სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტ სითბოს მიიღებთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge