დღის ჰოროსკოპი

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:45 ოთხ. 26 თებერვალი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ენერგიული და ნაყოფიერი დღეა. საქმეებში გიმართლებთ, განსაკუთრებით, თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ. მოულოდნელი შეთავაზება ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. პირად ცხოვრებაში ასევე სასიამოვნო სიახლეები გელით — შესაძლოა, სასიხარულო ამბავი მიიღოთ ან ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. ამ დღის ამოცანაა ზედმეტი საზრუნავით არ გადაიტვირთოთ.

რჩევა: გამოიყენეთ თქვენი თანდაყოლილი სიმტკიცე — გაბედული ნაბიჯები წარმატებას მოგიტანთ.

კურო

ეს დღე სტაბილურობის განცდასა და თავდაჯერებას მოგიტანთ. შეგიძლიათ მშვიდად და აუჩქარებლად იმუშაოთ, ხოლო იღბალი ფინანსურ საკითხებში დაგეხმარებათ. ფულთან ან მოგებიან შეთავაზებებთან დაკავშირებით სასიხარულო სიახლე გელით. პირადი ცხოვრება მშვიდი და ჰარმონიულია. ეცადეთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკული საჩუქრით გაახაროთ.

რჩევა: ენდეთ ძველ და კარგად გამოცდილი საშუალებებს — ამ დღეს სტაბილურობა თქვენი საუკეთესო მოკავშირეა.

ტყუპები

ეს დღე მოულოდნელი აღმოჩენებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსეა. წარმატებული მოლაპარაკებები, მოგებიანი წინადადებები და საინტერესო ნაცნობობა გელით. მთავარია, რამდენიმე საქმე ერთდროულად არ აკეთოთ, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ.

რჩევა: მთავარ მიზნებზე ფოკუსირება ამ დღეს წარმატებულს და სასიამოვნოს გახდის.

კირჩხიბი

ამ დღეს შესაძლოა, მცირე სირთულეები შეგხვდეთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მარტივად გადაიჭრება. შესაძლოა, ემოციებმა პირად ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, სტაბილურობას დაეყრდნოთ და პროვოკაციებზე არ წამოეგოთ.

რჩევა: საქმეებით არ გადაიტვირთოთ — მიეცით თავს დასვენების უფლება.

ლომი

ეს დღე აქტიური და საინტერესო მოვლენებით სავსეა. კარიერასა და პირად ცხოვრებაში შესაძლოა მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს. მთავარია, თქვენი შესაძლებლობები ზედმეტად არ გადააფასოთ, რომ გადაღლილობამ არ შეგაწუხოთ.

რჩევა: იმოქმედეთ თავდაჯერებულად, მაგრამ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. მთავარია, სიტუაცია მუდმივად აკონტროლოთ და თქვენს გეგმებში ქაოსი არ დაუშვათ. დღის მეორე ნახევარში ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

რჩევა: მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, სხვების მოსაზრებებიც უნდა გაითვალისწინოთ.

სასწორი

იღბლიანი და ჰარმონიული დღეა. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით როგორც მოლაპარაკებებში, ისე პირად და ფინანსურ საკითხებში გაგიმართლებთ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ შეცდომები ბიზნესში თავიდან აიცილოთ. თუმცა, მოერიდეთ ზედმეტი დაპირებების გაცემაა –ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასოთ.

რჩევა: ენდეთ ინტუიციას – ის მიგასწავლით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა – ერთი მხრივ, კარიერასა და ფინანსებში მოულოდნელი წარმატებები გელით, ხოლო მეორე მხრივ, დიდია კონფლიქტების რისკი ხლობელ ადამიანთან — თანაც საკმაოდ სულელური მიზეზით. ზოგი მორიელი იმ ურთიერთობის გაწყვეტაზეც კი იფიქრებს, რომელსაც ძალიან აფასებდა. ნუ აჩქარდებით — ემოციებმა შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ, ამიტომ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ.

რჩევა: ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი

აქტიური და საინტერესო დღეა. თქვენი მთავარი ამოცანაა, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და მთელი ყურადღება მთავარი ამოცანისკენ გადაიტანოთ. თანდაყოლილი იღბლიანობა რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ მასზე დაყრდნობა არ ღირს. რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

რჩევა: იპოვეთ ბალანსი სპონტანურობასა და დაგეგმვას შორის და ის საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.

თხის რქა

პროდუქტიული დღე გელით, თუმცა მნიშვნელოვანია გონიერად მოქმედება. ფინანსურ საკითხებში იღბალი თქვენს მხარესაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააზრებულად იმოქმედებთ. მოულოდნელი ხარჯებისთვის მოემზადეთ და ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, შესაძლოა, პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

რჩევა: ცივი გონებით იმოქმედეთ და არ მისცეთ ემოციებს უფლება, რომ გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ.

მერწყული

ეს დღე საინტერესო იდეებსა და მოულოდნელ შესაძლებლობებს გთავაზობთ. შესაძლოა, თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების შანსი გაჩნდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. მთავარია, სასწაულს არ დაელოდოთ და წარმატების პირობები თავად შექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

რჩევა: უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ — იმედგაცრუებული დარჩებით.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. ყველაფერი იდეალურად არ ჩაივლის, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, შეძლებთ, სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. მოერიდეთ თვითგვემას და თვითკრიტიკას - თუ სხვას ადვილად პატიობთ, საკუთარ თავსაც უნდა აპატიოთ.

რჩევა: თუ სხვების პრობლემებს საკუთარ თავზე არ აიღებთ, ამით დიდ ნეგატივს აიცილებთ თავიდან.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge