დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:38

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე თქვენგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს, რადგან ყველაფერი გაღიზიანებთ: კოლეგების ნელი მუშაობა, მოულოდნელი თხოვნა თუ ხმაური და ქაოსი თქვენ ირგვლივ. თუ გრძნობთ, რომ ვინმე თქვენს პროვოცირებას ცდილობს, სჯობს გაერიდოთ, ვიდრე უსარგებლო კონფლიქტში ჩაერთოთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია შეფერხება ან მცირე შეცდომები, ამიტომ წვრილმანებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რჩევა: ემოციებს ნუ აჰყვებით. რაც უფრო მშვიდად გაატარებთ ამ დღეს, ძალების აღდგენას მით უფრო სწრაფად შეძლებთ.

კურო

ცდილობთ, ტემპი შეანელოთ, მაგრამ გარემოებებმა შეიძლება ამის საშუალება არ მოგცეთ. მოულოდნელი ამოცანები შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი შესრულება მაინც მოგიწევთ. მთავარია, უფროსთან და კოლეგებთან კამათზე დრო არ დაკარგოთ და ნერვები არ დაიზიანოთ. ახლა ჯობია მოთმინება გამოიჩინოთ და სიტუაციის დამშვიდებას დაელოდოთ.

რჩევა: ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ნუ დახარჯავთ ენერგიას ზედმეტ საუბრებსა და უაზრო კონფლიქტებზე.

ტყუპები

რთული დღეა. მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირება გიჭირთ. ნებისმიერმა საუბარმა, განსაკუთრებით საკამათო თემებზე, შეიძლება ზედმეტი დაძაბულობა გამოიწვიოს, ამიტომ მტკივნეული თემების განხილვას უნდა მოერიდოთ.ფიზიკურმა მდგომარეობამ შეიძლება შეგახსენებთ, რომ თქვენს სხეულს დასვენება სჭირდება.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება. დღეს არა — საგმირო საქმეების, არამედ გამოჯანმრთელების დღეა.

კირჩხიბი

ეს დღე შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს, განსაკუთრებით თუ წინა დღით ემოციურად ან ფიზიკურად დაიხარჯეთ. შეიძლება ისეთმა უმნიშვნელო წვრილმანებმაც კი გაგაღიზიანოთ, რაც არასდროს იწვევს თქვენში დისკომფორტს. ცდილობთ განმარტოვდეთ და ყველაფრისგან დაისვენოთ, მაგრამ პარტნიორი ამას უყურადღებობად მიიჩნევს. სცადეთ აუხსნათ, რომ შინაგანი წონასწორობის აღსადგენად დრო გჭირდებათ. მარტოხელა კირჩხიბებს ვურჩევთ თავი აარიდონ იმ ადამიანთან ურთიერთობას, ვინც ენერგიას ართმევს. უმჯობესია საღამო სახლში გაატაროთ, ზედმეტი ურთიერთობის გარეშე.

რჩევა: ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს სხვისი ემოციებით. ახლა თქვენთვის შინაგანი სიმშვიდე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარშემომყოფების სიამოვნება.

ლომი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. თქვენი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულების მიუხედავად, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

რჩევა: ზოგჯერ პრობლემების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება მისი არშემჩნევაა. ეცადეთ, კოლეგებთან კამათისგან თავი შეიკავოთ.

ქალწული

დილიდან ისეთი განცდა გაქვთ, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. ყველაფრის ერთდროულად კეთებას არ შეეცადოთ - ამ დღეს თქვენი ენერგია გონივრულად უნდა გაანაწილოთ. მიმდინარე საქმეში გარკვეული შეფერხებები გელით, მაგრამ თუ არ იდარდებთ, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. თუ წინა ღამეს ალკოჰოლის მიიღეთ, გირჩევთ მძიმე საკვებს ერიდოთ, მეტი წყალი დალიოთ და ძალები აღიდგინოთ.

რჩევა: ზომიერება თქვენი სიმშვიდის გასაღებია. ნუ გადაიღლებით, რადგან შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

სასწორი

შეიძლება გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები საქმეს ძალიან ნელა აკეთებენ და წვრილმანებს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა, ვარსკვლავები გვირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ - ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. სამსახურში შესაძლებელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ თუ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ, სწრაფად მოგვარდება.

რჩევა: მოთმინებით მოეკიდეთ საკუთარ თავს და სხვებს. არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის, მაგრამ შესანიშნავია ძალების აღსადგენად.

მორიელი

არ მოგწონთ, რომ თქვენს ირგვლივ აურზაური და ხმაურია, რომელიც არაფერში გჭირდებათ. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ და არ გადაიღალოთ. პირად ცხოვრებაში სჯობს, მტკივნეული თემების განხილვას მოერიდოთ. შეიძლება პარტნიორი გულწრფელი საუბრების ხასიათზე არ იყოს და ძალა არ დაატანოთ. ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს ურჩევენ, თავი აარიდონ ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, ვინც აღიზიანებს ან დიდ ყურადღებას მოითხოვს.

რჩევა: უ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას - მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ტემპი შეანელოთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს, განსაკუთრებით — კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას. შესაძლოა, ამ დღეს ნათქვამი მოგვიანებით ინანოთ. არახელსაყრელი დღეა გულწრფელი საუბრებისა და მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — ყავით დაღლილობასთან ბრძოლას სჯობს, თბილი აბაზანა მიიღოთ და დასაძინებლად დაწვეთ.

ასტროლოგის რჩევა: ჯობია დღეს გაჩუმდეთ, ვიდრე მოგვიანებით ბოდიში იხადოთ.

თხის რქა

მადმივი დაღლილობა, დაქვეითებული ყურადღება ან უბრალოდ, სიზარმაცე — შესაძლოა, სხეული განიშნებთ, რომ გადაიღალა და დასვენება სჭირდება. ამის გამო თავს ნუ ადანაშაულებთ, უბრალოდ მიეცით საშუალება, რომ სამუშაო რიტმში ნელ-ნელა შევიდეს. პირად ცხოვრებაში შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი პარტნიორი ან საყვარელი ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც თქვენ გსურთ. მარტოხელა თხის რქებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც მუდმივად მათგან ყურადღებას ითხოვენ.

რჩევა: ნუ აიძულებთ საკუთარ თავს მუშაობას, თუ ამის გაკეთება არ გსურთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობა და არა შედეგი.

მერწყული

ეს დღე თქვენგან მოთმინებას მოითხოვს, განსაკუთრებით სამსახურში. შესაძლოა, საქმე იმაზე ნელა კეთდება, ვიდრე თქვენ გსურთ ან რომელიმე კოლეგა მოვალეობას არ ასრულებს. მთავარია არ გაღიზიანდეთ და პროცესების დაჩქარება ძალით არ სცადოთ. ეს დღე არახელსაყრელია აქტიური მოქმედებებისთვის, მაგრამ იდეალურია მომავალზე ფიქრისთვის.

რჩევა: არ ინერვიულოთ, თუ შედეგის მიღწევას სწრაფად ვერ ახერხებთ. ზოგჯერ რთულმა პერიოდმა უნდა ჩაიაროს, რომ წინ წახვიდეთ.

თევზები

ამ დღეს ემოციებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ განწყობა უმიზეზოდ გეცვლებათ ან გარშემომყოფები გაღიზიანებთ — ეს არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ ამ დღის ენერგიას უკავშირდება. სამსახურში უსარგებლო საუბრებში მონაწილეობას მოერიდეთ და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. არ მისცეთ თქვენს აზრებს უფლება, რომ წარსულში დაგაბრუნოთ. უმჯობესია საღამო სახლში მშვიდად, ზედმეტი აურზაურის გარეშე გაატაროთ.

რჩევა: მოერიდეთ წარსულზე ფიქრს. ამ დღეს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე უფრო უნდა იზრუნოთ, ვიდრე გარე გარემოებებზე.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge