22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 21 თებერვალი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ ტემპი შეანელოთ და საკუთარ თავს დასვენების საშუალება მისცეთ. ბოლოდროინდელი მოვლენებით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს.
რჩევა: დღეს თქვენი საუკეთესო მეგობარი სიჩუმე და კომფორტია. ნუ დაიტვირთავთ თავს ვალდებულებებით. ახლა მხოლოდ სიმშვიდე და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ.
კურო
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება, თუ მას მყუდრო და ნაცნობ გარემოში გაატარებთ. ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი აქტივობა იყო და შესვენება გჭირდებათ. კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, არც სუფთა ჰაერზე სეირნობა და მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში დაივიწყოთ. აქტივობა სასარგებლოა. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ. საყვარელ ადამიანთან მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ - ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს.
რჩევა: ნაკლები იაქტიურეთ და მიეცით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.
ტყუპები
ეს დღე მშვიდად ჩაივლის, თუ საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს არ შეუქმნით. თავში ბევრი იდეა და გეგმა დაგიგროვდათ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფრის ერთდროულად განხორციელება არ სცადოთ. უმჯობესია ის აკეთოთ, რასაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ — ეს კმაყოფილების განცდას მოგანიჭებთ და აკვიატებული აზრებისგან გაგათავისუფლებთ. მარტოხელა ტყუპმა შეიძლება მოულოდნელი შეტყობინება მიიღოს ადამიანისგან, ვისთანაც დიდი ხანა არ უსაუბრია. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს მეორე შანსი მისცეთ.
რჩევა: ნუ გადაიღლით თავს ზედმეტი ინფორმაციით. ზოგჯერ ტელევიზორის და ტელეფონის გამორთვა გონების დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა.
კირჩხიბი
ბოლო დროს სხვებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ და საკუთარი საჭიროებები დაივიწყეთ. ახლა წონასწორობის აღდგენის დროა. გააკეთეთ რაიმე სასიამოვნო თქვენი სულისა და სხეულისთვის. სულ ერთია, ეს მასაჟი იქნება, დასამშვიდებელი აბაზანა თუ, უბრალოდ, მთელი დღე ძილი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტები გელით. შესაძლოა, პარტნიორმა რომანტიკული საჩუქარი მოგიძღვნათ, რომელიც ძალიან გაგახარებთ.
რჩევა: ამ დღეს რაც უფრო მეტად იზრუნებთ საკუთარ თავზე, მით უფრო სწრაფად შეძლებთ ძალა აღიდგინოთ.
ლომი
ეს დღე უკეთესად ჩაივლის, თუ არ შეეცდებით, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ. თავი შეიკავეთ სხვისი საქმეების განხილვისგან. დასვენების დღეს შეგიძლიათ თავს მოდუნების უფლება მისცეთ და, უბრალოდ, დინებას გაჰყვეთ.
რჩევა: ნაკლები იაქტიურეთ და თავს უფლება მიეცით, რომ უბრალოდ მომენტით დატკბეთ.
ქალწული
დიდი ხანია, დიეტის ან ვარჯიშის დაწყებას გეგმავთ და პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ. თქვენი ორგანიზმი ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ უმჯობესია არაჯანსაღ საკვებს და გადაჭარბებულ დატვირთვას თავი აარიდოთ. ხელსაყრელი დღეა იოგასთვის, მსუბუქი სეირნობისა ან კოსმეტიკური პროცედურებისთვის. პირად ცხოვრებაში მშვიდი დღე გელით, თუ პრობლემებს თავად არ შეიქმნით.
რჩევა: თქვენს სხეულს არანაკლები ყურადღება სჭირდება, ვიდრე გონებას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.
სასწორი
შესაძლოა, მეგობარმა ან ნათესავმა საკუთარი პრობლემები გაგიზიაროთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, გულთან ახლოს არაფერი მიიტანოთ. ახლა თქვენი კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შეეცადეთ, დღე ისე გაატაროთ, როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც სხვები მოითხოვენ. რთულ საუბრებს პირად ცხოვრებაშიც უნდა მოერიდოთ. უბრალოდ, ისიამოვნოთ საყვარელ ადამიანთან სიახლოვით კამათისა და დავის გარეშე. ვარსკვლავები მარტოხელა სასწორს ურჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროს და არ ეძებოს დაფარული აზრი იქ, სადაც არ არსებობს.
რჩევა: შეზღუდეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთა სიახლოვე არ გსიამოვნებთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადამიანების ემოციებზე ძალა არ დახარჯოთ.
მორიელი
განწყობა მარტის ამინდივით გეცვლებათ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. ზოგ მორიელს ამ დღეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, მაგრამ ყოველთვის არ იცის, ამისთვის ვის მიმართოს. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ძველი ნაცნობები თქვენს დასახმარებლად მზად არიან. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.
რჩევა: ენდეთ საკუთარ გრძნობებს. ხანდახან კითხვაზე პასუხი თქვენ თვალწინ დევს, მაგრამ აურზაურში ძნელი შესამჩნევია.
მშვილდოსანი
ეს დღე თქვენგან მოთმინებასა და ყურადღებას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ. არახელსაყრელი დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფინანსებს ან დიდ შესყიდვებს ეხება. ემოციებს არ აჰყვეთ — მნიშვნელოვანია, ყველა წვრილმანი განიხილოთ და პირად ცხოვრებაში წონასწორობა შეინარჩუნოთ. შეეცადეთ, საყვარელ ადამიანს თქვენი თვალსაზრისი თავზე არ მოახვიოთ, არამედ მეტი თავისუფლება მისცეთ.
რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადეთ. დღევანდელი დღე ფიქრისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აქტიური მოქმედებისთვის.
თხის რქა
შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა თქვენთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა ან უსარგებლო დისკუსიაში ჩათრევა სცადოს, მაგრამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ. ურთიერთობების დასალაგებლად არახელსაყრელი დღეა - ადამიანებს გაცხარების დროს ნათქვამი სიტყვა დიდხანს ამახსოვრდებათ. უმჯობესია რამე პრაქტიკული გააკეთოთ, მაგალითად, საბუთები და პირადი საქმეები მოაწესრიგოთ და მომავალი კვირის გეგმებს გადახედოთ.
რჩევა: ნუ ეცდებით, საკუთარი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ. ზოგჯერ დუმილი ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა.
მერწყული
ეს დღე დაგეხმარებათ შინაგანი წონასწორობა აღადგინოთ. ბოლო დროს თქვენი ცხოვრება მოვლენებით დატვირთული იყო, ამიტომ დროა, დაძაბულობას თავი დააღწიოთ და განიტვირთოთ. ამ დღეს გრანდიოზული გეგმები არ უნდა დასახოთ — უმჯობესია, დღე ისე გაატაროთ, როგორც განწყობა გიკარნახებთ. თუ გარშემომყოფებისგან ძალიან ბევრს არ მოითხოვთ, დღე მშვიდად ჩაივლის.
რჩევა: თქვენს გონებას დასვენება სჭირდება. აჩუქეთ საკუთარ თავს ერთი დღე ზედმეტი ვალდებულებების გარეშე.
თევზები
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. დაუჯერეთ ინტუიციას — ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ნელა, თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშავეთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.
რჩევა: დღეს თქვენი შინაგანი ხმა განსაკუთრებით ძლიერია. უსმინეთ საკუთარ თავს და თქვენთვის საჭირო პასუხებს იპოვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან