დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:00 პარ. 14 თებერვალი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე სიმსუბუქისა და სიხარულის განცდას მოგიტანთ. მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ თქვენს სხეულს და გონებას განტვირთვა სჭირდება, ამიტომ განმარტოებას ცდილობთ. ზოგ ვერძს პირიქით, აქტიური დასვენება იზიდავს. ეცადეთ ისეთი აქტივობები აირჩიოთ, რომლებიც ნამდვილად სიამოვნებას მოგანიჭებთ.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს უფლება მოდუნდეთ და მოვლენებს თვალი გვერდიდან ადევნოთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ უნდა გაჩერდეთ რომ მიხვდეთ სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა.

კურო

იდეალური დღეა შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად. ბოლო დღეებში ემოციურად გადაიღალეთ და ახლა თქვენი სხეული განიშნებთ, რომ დასვენების დროა. შეეცადეთ ეს დღე მარტოობაში ან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. შესაძლოა, მოულოდნელად ფინანსური პრობლემები გაჩნდეს და გააცნობიეროთ, რომ ფული უფრო მომჭირნედ უნდა ხარჯოთ. მერიდეთ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას - ახლა სტრატეგიული დაგეგმვის დროა.

რჩევა: ამ დღეს საკუთარ თავზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი მოლოდინის გამართლება. ზოგჯერ საკუთარი თავის გაძლიერება სხვების დახმარების საუკეთესო საშუალებაა.

ტყუპები

ახალი საქმის დაწყებამდე გირჩევთ საკუთარი შესაძლებლოობები ობიექტურად შეაფასოთ. გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ - ჯობია დახმარება ითხოვოთ. ძველი მეგობრები ან გამოცდილი კოლეგები რჩევებით დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

რჩევა: ნება მიეცით საკუთარ თავს გააცნობიეროს სინამდვილეში რა გსურთ. ზოგჯერ სასურველი მიზნის მიღწევა ადამიანს სიმართლის დანახვაში ხელს უშლის.

კირჩხიბი

ეს დღე დაგეხმარებათ საკუთარი თავი უკეთ გაიცნოთ. შესაძლებელია, გულის სიღრმეში დიდი ხანია იცით, რაც გსურთ, მაგრამ ამის აღიარება გეშინოდათ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ეცადეთ ეს დღე ერთად გაატაროთ. აუცილებელი არ არის, რომ ძვირად ღირებულ რესტორანში ივახშმოთ და გამორჩეული საჩუქარი მიართვათ - ზოგჯერ უბრალო გასეირნებამ და გულწრფელმა საუბარმა შეიძლება იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

რჩევა: არავის მისცეთ უფლება, რომ არჩეულ გზაზე უარი გათქმევინოთ, მით უმეტეს, რომ მიზნის მიღწევამდე ასე ცოტა დარჩა.

ლომი

ამ დღეს ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. შესანიშნავი დროა შეხვედრების, ურთიერთობებისა და თუნდაც მცირე თავგადასავლებისთვის. თუმცა, დატვირთული კვირის შემდეგ არც დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ. თქვენი სხეული განიშნებთ, რომ დროა, ტემპი შეანელოთ.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს უფლება რომ ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. თქვენი ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების აზრი.

ქალწული

ეს დღე თბილი შეხვედრებისა და გულწრფელი საუბრებისთვისაა შესაფერისი. ეცადეთ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და საყვარელ ადამიანთან მხოლოდ სასიამოვნოზე ისაუბროთ. ვარსკვლავები მარტოხელა ქალწულებს ურჩევენ, გვერდით მყოფ ადამიანს დააკვირდნენ - შესაძლოა ვიღაცას თქვენ მიმართ გრძნობები აქვს, მაგრამ ჯერ ამის თქმას ვერ ბედავს.

რჩევა: წვრილმანებზე არ ინერვიულოთ გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

სასწორი

ეს დღე არჩევანს გთავაზობთ. შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ რაზე გაამახვილოთ ყურადღება - სამსახურზე, პირად ცხოვრებაზე თუ საკუთარ სურვილებზე. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული მოვლენები. სანამ ახალ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ და მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.

რჩევა: ნუ ეცდებით ყველას ერთბაშად ასიამოვნოთ –მთავარია გაიგოთ, გსურთ თქვენ და არა გარშემომყოფებს.

მორიელი

დღევანდელმა დღემ შეიძლება ემოციების მოულოდნელი მოზღვავება გამოიწვიოს. ნუ ანდობთ თქვენს საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ღალატის ან ცილისწამების ობიექტად იქცეთ. თქვენს რეპუტაციას ვერაფერი დააზარალებს, მაგრამ ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ. გირჩევთ, დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ და შრომატევადი საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - ეს დაგეხმარებათ, გარშემო მყოფთა ფიქრები უკეთ გაიგოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოგიწევთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ. დიდი ხანია, საკუთარი სურვილების ან გრძნობების იგნორირებას ცდილობთ, მაგრამ ახლა მათი დამალვა გიჭირთ. დღე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენიმე საქმე ერთდროულად არ აკეთოთ. ეცადეთ, ახალი საქმის დაწყებამდე ძველი დავალება დაასრულოთ.

რჩევა: ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გრძნობების – ზოგჯერ სწორ მიმართულებაზე სწორედ ისინი მიგვითითებენ.

თხის რქა

ეს დღე შესაძლოა მოულოდნელად ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს და პიროვნების ან სიტუაციის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოს. ამ დღეს შეძლებთ, რომ ყველაზე მწვავე ოპონენტიც კი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. თქვენ წინაშე ბევრი კარი გაიხსნება, მაგრამ გირჩევთ ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. გირჩევთ, დაწყებული პროექტები დროულად დაასრულოთ, რომ მომავალი კვირისთვის ზედმეტი ამოცანები არ დაგიგროვდეთ.

რჩევა: მზად იყავით გულწრფელი საუბრისა და აღსარებისთვის. შესაძლოა, მათ გარშემომყოფების მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალონ.

მერწყული

ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ცხოვრებას ახლებურად შეხედოთ. სავარაუდოდ, ხვდებით, რომ დროს ჩამორჩით და რაღაც უნდა შეცვალოთ. პროფესიულ ცხოვრებაში მოსალოდნელია შემთხვევა, რომელიც გიბიძგებთ, რომ მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას სიურპრიზების სიხარული და მოულოდნელობის ეფექტი დაამატოთ. თუ მარტოხელა ხართ, შემთხვევითი შეხვედრა გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს მცირე თავგადასავლების უფლება და შედეგებით გაოცდებით.

თევზები

შეიძლება ამ დღეს გონება გაგინათდეთ და მოულოდნელად მიხვდეთ, რომ დიდი ხანია სიტუაციას არასწორი მხრიდან უყურებთ. ეს შეიძლება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას ეხებოდეს. მთავარია, საკუთარი ინტუიცია არ უგულებელყოთ, რადგან ის სწორ მიმართულებას გიჩვენებთ. თუ სამსახურში შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ძველი საკითხი გადაჭრათ, სამომავლოდ ნუ გადადებთ - ახლა საუკეთესო დროა საქმეების დასასრულებლად.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც ცხოვრება გიგზავნით. ზოგჯერ პასუხები იმაზე აშკარაა, ვიდრე ფიქრობთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge