10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
00:42 ორშ. 10 თებერვალი
![10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge 10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge](/files/2020/12/14/114/dghis-horoskopi_w_h.jpeg)
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დამღლელი კვირის შემდეგ დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ თავს მოდუნების და დასვენების უფლება მისცეთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ საოჯახო საქმეებისთვის მოიცალოთ. გამორიცხული არ არის ნათესავებთან ან ბავშვებთან კამათი, თუმცა საღამოს სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება.მცირე გარბენა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა მხნეობას და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ.
კურო
შეგიძლიათ, ეს დღე ისეთ საქმიანობას დაუთმოთ, რომელიც განტვირთვასა და გონებრივად დასვენებაში დაგეხმარებათ. თავად აირჩიეთ, შუადღემდე ლოგინში ინებივრებთ თუ სპორტდარბაზში ან საცურაო აუზზე ივარჯიშებთ. შესაძლოა, ახალმა გატაცებამ სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ. ყურადღებით დააკვირდით პარტნიორებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, იმაზე მეტად ენდობით, ვიდრე იმსახურებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.
ტყუპები
ტყუპებს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელით. თუ არ იზარმაცებთ, მნიშვნელოვან საქმეში სასურველ შედეგებს მიაღწევთ - შეიძლება ის გამოგივიდეთ, რაზედაც დიდხანს ოცნებობდით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარდერობს - დიდი ხანია, მისი განახლების დროა. კარგი იქნება, თუ მაღაზიებში გაისეირნებთ და რამე ლამაზ სამოსს შეიძენთ. რჩევამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
კირჩხიბი
პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ყველა ან თითქმის ყველა საქმეში გაგიმართლებთ, თუმცა დღის დასაწყისმა შეიძლება სევდა და იმედგაცრუება მოგიტანოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ არსებული გარემოებები და ახლობელი ადამიანების პოზიცია გაითვალისწინოთ.
ლომი
გირჩევთ, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანს დაუთმოთ – ახალი ადგილები მოინახულოთ ან რომანტიკული საჩუქრით გაახაროთ. შოპინგისთვის მშვენიერი დღეა და შეგიძლიათ სამსახურის შემდეგ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებს ეწვიოთ. საღამოს კარგი იქნება სუფთა ჰაერზე ფიზიკური დატვირთვა და მეგობრებთან ერთად დასვენება.
ქალწული
რთული და დამქანცველი სამუშაო კვირის შემდეგ ყველაზე მეტად კარგი გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. გაზაფხული ახლოვდება, მოიფიქრეთ საკუთარ გარეგნობაში რისი შეცვლა გსურთ და სილამაზის სალონს ეწვიეთ. ამ დღეს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განაპირობებს. სავარაუდოდ, ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც გრძელვადიან გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის დღე.
სასწორი
გადაუჭრელი პრობლემები ან ძველი საქმეები სასწრაფო მოქმედებას მოითხოვენ. ბედი თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. გადაწყვეტილების მიღების დროს არა გონებით, არამედ ინტუიციით ხელმძღვანელობთ, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ და შეცდომებისგან დაგიცავთ. საქმის წარმატება თქვენს გამძლეობასა და გონივრულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენების, ფიზიკური აქტივობისა და წყლის პროცედურებისთვის.
მორიელი
პროფესიული საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა - როგორც არ უნდა ეცადოთ, შეცდომებს და შეფერხებებს თავიდან ვერ აიცილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობაში მცირე შესვენება ითხოვოთ და საკუთარ თავს და პირად საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ. თქვენს ცხოვრებაში სიახლეების დროა - სულ ერთია, რას შეცვლით, მთავარია შეცვალოთ. დღის მეორე ნახევარში გადაღლა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმნიშვნელო პრობლემები გელით.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა შედეგების შესაჯამებლად და მოძველებული იდეებისგან თავის დასაღწევად. თქვენი შრომისმოყვარეობა და მონდომება აუცილებლად დაფასდება, მაგრამ შეცდომები და არასწორი გათვლები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. იფიქრეთ საკუთარი საქმიანობა უფრო ეფექტური როგორ გახადოთ. კოლეგების ან თანამოაზრეების დახმარებით შეიძლება ერთი შეხედვით ფანტასტიკური იდეის განხორციელება შეძლოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. სპორტი, სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული და ჯანსაღი კვება იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. შუადღე ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და შემდგომი საქმიანობის მოტივაციას გააძლიერებს. ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, აუცილებლად ჩაიწერეთ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.
მერწყული
ყველა დაგეგმილი საქმე რომ დროულად დაასრულოთ, დილას ადრე უნდა ადგეთ. ამ დღეს სასიამოვნო სიახლე ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური შეთავაზება გელით. გირჩევთ, ყველაფერი კარგად მოიფიქროთ - ეს საქმე მაქსიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან.
თევზები
სიმშვიდე შეინარჩუნეთ - გახსოვდეთ, რომ ემოციები სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ. დებატების დროს თანამოსაუბრეზე ზეწოლას მოერიდეთ და ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ. ქალებს რომანტიკულ შეხვედრა ან მოულოდნელი სიხარული ელით. მამაკაცებმა ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან