დღის ჰოროსკოპი

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:41 სამ. 4 თებერვალი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  5 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, 5 თებერვალი ამისთვის ყველაზე შესაფერისი დღეა. პრინციპულად იმოქმედეთ და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. არ განაწყენდეთ, თუ პირველ ჯერზე ყველაფერი იდეალურად არ გამოვა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, თავისუფალ დროს ძველი მეგობრები მოინახულოთ და მათთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

კურო

თუ ბედმა გაგიღიმათ, შეიძლება ახალი თანამოაზრეები და მოკავშირეები შეიძინოთ,რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებაში დაეხმარებიან, თუმცა ამ დღეს ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ამ დღეს მომხდარის გამო შეიძლება გარშემო მყოფებზე და სიტუაციაზე წარმოდგენა შეგეცვალოთ. ეცადეთ მოვლენები აკონტროლოთ – ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ცვლილებების დღეა, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში. პიროვნული ხიბლი და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება საკამათო გადაწყვეტილების მიღება გთხოვოთ. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდად და აუღელვებლად გააანალიზოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ თანამოაზრეების გუნდთან ერთად მუშაობა მოგიტანთ — ინდივიდუალური საქმიანობა ნაკლებად წარმატებული იქნება. ნუ მოგერიდებათ საკუთარი მოთხოვნების გაჟღერება — შეიძლება ვინმეს თქვენი დახმარება შეეძლოს. კოლეგების დაუდევრობა როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ, ეცადეთ მათ კრიტიკას მოერიდოთ და თანამშრომლების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. შეიძლება მათში გენიოსის ნიშნები აღმოაჩინოთ.

ლომი

ამ დღეს გეჩვენებათ, თითქოს ცხოვრებას თავიდან იწყებთ. გირჩევთ, მეორეხარისხოვანი პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ. სამსახურში შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ და უარს ნუ იტყვით. ეცადეთ, საქმიანი შეხვედრის დროს პრაქტიკული საკითხები განიხილოთ, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.

ქალწული

ეცადეთ, საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც დაუმტკიცოთ, რომ წარმატებული და ღირსეული ადამიანი ხართ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. თქვენი წარმატება თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ.

სასწორი

პრობლემა, რომლის გამოც ძალიან განიცდით, შეიძლება თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდეს, ამიტომ შეგიძლიათ, ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვათ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები ამ დღეს ფინანსურ მოგებას და სხვა სახის სარგებელს გპირდებიან. გირჩევთ, საკუთარ მიზანს და ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდეს.

მორიელი

კარგი დღეა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად საქმეებშიც და ურთიერთობაშიც. მოერიდეთ ყველა საქმის ერთდროულად კეთებას და დამატებითი ვალდებულებების აღებას. ოჯახის წევრების რჩევა რთულ ვითარებაში გამოსავალს გაპოვნინებთ და კარიერული პოზიციების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. პარტნიორულ ურთიერთობებს ახლებურად შეხედეთ და ცვლილებებს შორეული მომავლისთვის ნუ გადადებთ.

მშვილდოსანი

დროა, დიდი ხნის წინ, „თაროზე შემოდებული“ საქმე გაიხსენოთ და დაასრულოთ, რადგან შეუსრულებელი ვალდებულების მძიმე ტვირთი გამუდმებით გაწუხებთ. შეიძლება თავიდან ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა ყველაფერში გაერკვევით, შვებით ამოისუნთქავთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.

თხის რქა

ეცადეთ, ყველა სიტუაციაში თავი ღირსეულად გეჭიროთ და კანონი არ დაარღვიოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, ეს თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. კოლეგებთან მცირე უთანხმოებაზე ნუ ინერვიულებთ — ეს ამბავი ხვალ არავის ემახსოვრება. კარგი იქნება, რომ ახლად გაცნობილი ადამიანის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ. მომავალში ეს ურთიერთობა ძალიან გამოგადგებათ.

მერწყული

ერთადერთი სურვილი გამოძრავებთ — ყველას დაუმტკიცოთ, რომ მართალი ხართ და გარშემო მყოფები თქვენს არგუმენტებს აუცილებლად უნდა დაეთანხმონ. წარმატების მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება უნდა შეძლოთ. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. ეს დაგამშვიდებთ და საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმოთ.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ აქტივობა შეამციროთ და შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს — შეიძლება, თქვენთვის საინტერესო იდეა მოისმინოთ. სამსახურში და მოსალოდნელია უთანხმოება. თქვენი ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით — სამუშაო გარემოში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge