4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:45 ორშ. 3 თებერვალი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 თებერვალს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შეეცადეთ, დაწყებული საქმეები საღამომდე დაასრულოთ. ამ შემთხვევაში, შეძლებთ ისარგებლოთ ხელსაყრელი შესაძლებლობით, რომელიც დღის ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება. ამ დღეს მოსალოდნელია ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება და ოპტიმიზმის მოზღვავება. მოსალოდნელია წარმატება სიყვარულში, სწავლაში, შემოქმედებით საქმიანობასა და ოჯახურ საკითხებში. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.
კურო
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ, შემოქმედებითი პროცესი დაასრულოთ და გაისეირნოთ. მოსალოდნელია წარმატებული შესყიდვები, სიტუაცია შეიძლება არც ისე მარტივი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წესები და შეხედულებები, რომლებიც პარტნიორთან თქვენს ურთიერთობას აწესრიგებს, შეიძლება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ოჯახურ ტრადიციებს ან სამუშაო გარემოებებს არ შეესაბამებოდეს, რაც გარკვეულ სირთულეებს შექმნის.
ტყუპები
საქმეზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ, ამიტომ ეცადეთ, დატვირთვა შეამციროთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნოთ. სიტუაცია, რომელიც დღის ბოლოს შეიქმნება, ხელსაყრელია თანამშრომლობისთვის. თუ გადაწყვეტილებას ემოციების გავლენით მიიღებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ მკაცრი ვალდებულებები მუდმივ დაძაბულობაში გამყოფებთ.
კირჩხიბი
მთელი დღის განმავლობაში სხვა ადამიანების, მათ შორის მეუღლის მოსაზრებებისა და პრეტენზიების მოსმენა გიწევთ და ხვდებით, რომ ვერაფერს შეცვლით და გარემოებებს უნდა შეეგუოთ. საღამო ხელსაყრელია ოჯახური პრობლემების მოგვარებისთვის. მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით აგავსებთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის.
ლომი
გაურკვეველი და მოულოდნელობებით სავსე დღეა. ასეთ დროს ვინმეზე დაყრდნობა რთულია, ახალი საქმისა და პროექტების დაწყება - არასასურველი. ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას რამე სერიოზული შედეგი მოჰყვება. დღის დასასრული ძალიან წარმატებული იქნება. ამ დროს პირად ცხოვრებაში ინიციატივის გამოჩენა ხელსაყრელია, მაგრამ წარმატების გზაზე ფარულ დაბრკოლებებსაც წააწყდებით.
ქალწული
ეს დღე სასიამოვნო ურთიერთობებით, საინტერესო და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებით დაგამახსოვრდებათ. ამჟამად სხვა ადამიანების საქმეები, აზრები და განწყობა ისევე გაინტერესებთ, როგორც საკუთარი პრობლემები. საღამოს მოახლოებასთან ერთად სიტუაცია შეიცვლება. სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და თუ ამით არ ისარგებლებთ, შემდგომში შეიძლება ინანოთ.
სასწორი
ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლში ხელსაყრელი ენერგეტიკა შექმნათ. ოთახები მოაწესრიგეთ და საფუძვლიანად დაალაგეთ. ასეთ გარემოში უფრო ადვილად იმუშავებთ, დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ. საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს ცოტა ხნით ნაცრისფერი და ერთგვაროვანი პერიოდი შეცვლის. თუმცა აქედანაც შეძლებთ გარკვეული სარგებლის მიღებას, რაც თქვენი მთავარი ამოცანა იქნება.
მორიელი
გირჩევთ, დილის და დღის საათები ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თანამოაზრეებთან კავშირი არ გაწყვიტოთ – ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საღამოს ყურადღება სახლის საქმეებზე და ოჯახურ ურთიერთობებზე გადაიტანოთ. დღის ამ მონაკვეთში შეიძლება სხვა ურთიერთობებისთვის დრო და ენერგია აღარ დაგრჩეთ.
მშვილდოსანი
დღის მთავარი მოვლენები საღამოს გელით. მათი შედეგი თქვენს ისეთ თვისებებზეა დამოკიდებული, როგორიცაა დისციპლინა და ორგანიზებულობა. საღამოს, სავარაუდოდ, ნათესავებთან შეხვედრა და სამომავლო გეგმების განხილვა მოგიწევთ. მთავარია, ცუდ ფიქრებს არ აჰყვეთ და ირგვლივ მყოფები ნეგატიური აზრებით არ დამუხტოთ. ამან შეიძლება ადამიანები შეაშინოს და თქვენი დახმარების სურვილი გაუქროს.
თხის რქა
ამ დღეს მცირე სიურპრიზები და მიმდინარე გეგმებში ცვლილებები გელით. ახალი საქმის დაწყებისთვის ძალა არ გეყოფათ, ამიტომ ეცადეთ, მიმდინარე საქმეები დაასრულოთ და პირად პრობლემებზე იზრუნოთ. დღის ბოლოს შეიძლება ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას და შესყიდვები წარმატებული აღმოჩნდეს. ცდუნებებს არ აჰყვეთ და ზოგი სახის გართობისა და სიამოვნებისგან თავი შეიკავეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ან სხვა სახის პრობლემები გელით.
მერწყული
დღის პირველ ნახევარში ახალ წამოწყებას სასურველი შედეგი არ მოჰყვება, ახალი ნაცნობობა ხანმოკლე და უსარგებლო აღმოჩნდება, მივლინება კი შეიძლება არადამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდეს. საღამოს შთაბეჭდილებებისა და ემოციების როლი გაიზრდება. ეცადეთ, ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა უფრო კონსტრუქციული და არსებითი გახადოთ. კარგი იქნება, თუ უკიდურესობაში არ გადავარდებით – ეცადეთ, ყველაფერში წონასწორობა დაიცვათ.
თევზები
ამ დღეს მგზავრობისას თაღლითობას უფრთხილდით. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობა გაქვთ, რაც ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის უნდა გამოიყენოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან