დღის ჰოროსკოპი

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:59 პარ. 7 თებერვალი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

რთული და დაძაბული დღეა. დილიდან უამრავი შეხვედრა და მოლაპარაკება გელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ უსიამოვნებების შესახებ, ამიტომ დაუფიქრებელ ქმედებებს უნდა ერიდოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში გაჩენილი წინააღმდეგობას გულწრფელი საუბრით დაძლევთ. ახალი გარემოებების გამო, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კურო

ვარსკვლავები მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებენ, ამიტომ უხეში გამოთქმებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისგან თავი შეიკავეთ. შემთხვევით გაიგებთ პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მარტოხელა კურო საღამოს შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს. თუ სიმპათიები ორმხრივია, ეცადეთ, ურთიერთობა განავითაროთ.

ტყუპები

იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ ნებისმიერი საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ეცადეთ, კოლეგების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და არაფრისმომცემ საუბრებზე დროს და ძალას ნუ დაკარგავთ. პირად ურთიერთობებში აგრესიას და უხეშობას უნდა ერიდოთ. შესაძლებელია, საღამოს მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. სიფრთხილით მოეპყარით - ზოგჯერ საჩუქრები ძალიან ძვირი გვიჯდება.

კირჩხიბი

სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, თუმცა ეს თქვენი მუშაობის შედეგებზე არ აისახება. გირჩევთ მიღებული ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმოთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ. უფროსთან დაპირისპირებას უნდა ერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნებები გელით. შეიძლება ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ლომი

თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. დროა დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. ფრთხილად იყავით, რომ გულწრფელი საუბრის დროს ისეთი საიდუმლო არ გაამხილოთ, რომელსაც თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. დიდი ხნის უნახავი მეგობართან საუბარი სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.

ქალწული

ამ დღეს სამსახურში უამრავი საქმის კეთება მოგიწევთ, ამიტომ საოჯახო საქმეებისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანმა შეიძლება საქმის ბედი გადაწყვიტოს, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. თუ თქვენს მრავალმხრივ ნიჭს პრაქტიკულ საქმეში გამოიყენებთ, შეიძლება დამატებითი შემოსავალი იშოვოთ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

სასწორი

თქვენი უყურადღებობის ან დაბნეულობის გამო დღის პირველ ნახევარში პრობლემები გელით, თუმცა კოლეგები შეცდომების გამოსწორებასა და სამუშაოს სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებიან. ვარსკვლავები გირჩევენ რომ ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რომ თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა ან მწარე ხუმრობამ ვინმე არ გაანაწყენოს.

მორიელი

ადამიანების დახმარება სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ შეეცადეთ, პრობლემა სწრაფად მოაგვაროთ და თქვენს უშუალო საქმიანობას მიხედოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობას. თუ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის იმედი გქონდეთ. სახლში გარკვეული ცვლილებები გელით, რომლებსაც სავარაუდოდ, ინანებთ.

მშვილდოსანი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. თუ ტაქტს და თავაზიანობას გამოიჩენთ, ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობა სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ ოპონენტებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და სხვა ადამიანების აზრს პატივი სცეთ. მაცდურ შეთავაზებას დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ – შესაძლოა, ვიღაც მახეს გიგებთ. ეცადეთ წარსულის შეცდომებს გაუმკლავდეთ და მომავლის გეგმები შეიმუშაოთ.

თხის რქა

სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს უნდა ერიდოთ. მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი ბუნება დაგეხმარებათ, რომ უინტერესო საქმე საინტერესო გახადოთ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებთ სიტუაციის ანალიზს და მნიშვნელოვანი მოქმედებების სწრაფად განხორციელებას. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, სპორტისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

მერწყული

საყვარელი ადამიანების სიახლოვე და მხარდაჭერა მოტივაციის გაზრდაში და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას, რომ საპასუხო აგრესია არ მიიღოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. არ არის გამორიცხული, რომ სასიყვარულო პრობლემის მოგვარება წარმატებით შეძლოთ.

თევზები

ეცადეთ, თქვენი მოვალეობები მინიმუმამდე შეამციროთ, თუმცა ისე, რომ უფროსის კრიტიკა არ დაიმსახუროთ. მიზნის მიღწევაში ხელს მცირე უსიამოვნება გიშლით, რომელიც სწრაფად უნდა მოაგვაროთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია. ახალი რომანტიკული ნაცნობობა სავარაუდოდ, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge