7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
00:27 პარ. 7 თებერვალი
![7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge 7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge](/files/2020/12/14/111/dghis-horoskopi_w_h.jpeg)
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სირთულეების მიუხედავად, ერთხელ არჩეულ გზაზე უარს ნუ იტყვით. ნუ დანებდებით, თუ მიზანს პირველ ცდაზე ვერ მიაღწიეთ. წინააღმდეგობებს არ შეუშინდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ. კონკურენტების წინააღმდეგობის მიუხედავად, გამარჯვება აუცილებლად მოვა. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.
კურო
შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა, რომელიც უამრავ საინტერესო შეხვედრას გპირდებათ. დაწყებულ საქმეს ყოველგვარი გართულებების გარეშე დაასრულებთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, რომ თუ დიდი მცდელობის მიუხედავად, გეგმების შეცვლა ან გაუქმება მოგიწიათ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ – ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.
ტყუპები
ამ დღეს საქმეს დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ და კოლეგებს დახმარება არ უნდა სთხოვოთ. გრძნობთ, რომ ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და განწყობას გიფუჭებთ. თუ ემოციებს აჰყვებით, დაწყებული საქმის დასრულება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ.
კირჩხიბი
სახლშიც და სამსახურშიც მეტისმეტად ბევრი საქმე დაგიგროვდათ და პასუხისმგებლობები დაგემატათ. სანამ გადაღლა ჯანმრთელობის პრობლემებს შეგიქმნით და ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. გამორიცხული არ არის, რომ წარსულის ზოგი პრობლემის თავიდან მოგვარება მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა ძველი და რთული საქმის დასრულებისთვის.
ლომი
ცდილობთ დრო და ძალები ოჯახსა და სამსახურს შორის თანაბრად გაანაწილოთ, თუმცა დახმარების გარეშე ყველა საქმესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია დაბრკოლებები, რაც, სავარაუდოდ, ახალი თანამდებობის მიღებას ან მიზნის მიღწევას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებიან, რომ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ – ეცადეთ ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა უკეთესი მომავლის იმედით, თაროზე შემოდებული საქმეების დასასრულებლად. შესაძლოა, დღის უმეტესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაზე დახარჯოთ, მაგრამ ამის გარეშე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. სხვების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. ეცადეთ განმარტოებით იმუშაოთ, რომ ყურადღება ვერაფერმა გაგიფანტოთ.
სასწორი
თქვენი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად, დღევანდელი მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების დრო დგება. უბრალოდ, ცოტა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.
მორიელი
ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების უნარით მენეჯმენტზე შთაბეჭდილებას მოახდენთ. ამან შეიძლება უახლოეს მომავალში თქვენი დაწინაურების შანსები გაზარდოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო სახლის მყუდრო გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და მნიშვნელოვანი საკითხები ერთად განიხილოთ.
მშვილდოსანი
აუცილებლად გაგიმართლებთ, თუ არ იზარმაცებთ და დილიდან საქმეს შეუდგებით. სანამ მაცდურ შეთავაზებაზე პასუხს გასცემთ, შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები და მოსალოდნელი შედეგები უნდა გაიაზროთ. გავლენიანი მოკავშირეების მხარდაჭერით, მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ, თქვენ გარშემო ხდება განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. დაუგეგმავ შესყიდვებს ერიდოთ, რადგან შეიძლება გასავალმა შემოსავალს გადააჭარბოს.
თხის რქა
ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - ახლა მისი შესრულების დროა. თუ ხვდებით რომ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების ნელი მუშაობა გაღიზიანებთ, საკუთარი ემოციები უნდა აკონტროლოთ და უხეშად არავის მიმართოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ ამოიცნოთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
მერწყული
გირჩევთ მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ყველა მიღებული ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმეთ. ამ დღეს რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ ვიღაც განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ ან მოგებიანი წინადადება მიიღოთ.
თევზები
სანამ ძველი შეცდომის შედეგებს არ დაძლევთ, გირჩევთ ახალი პროექტის დაწყებისგან თავი შეიკავოთ. მოუცლელობის მიუხედავად, ამ დღეს მოდუნებას და დასვენებას მოახერხებთ. შესაძლოა, კოლეგებს და მეგობრებს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდეთ. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან