დღის ჰოროსკოპი

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:01

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შესაძლებლობების ზღვარს მიაღწიეთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს დროებითი ეტაპია. ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ შეხედულებებს გადახედოთ. გარემოებებმა შეიძლება თქვენგან მოქნილობა და სწრაფად ადაპტაციის უნარი მოითხოვონ. მზად ხართ გარისკოთ და ჩვეულ საზღვრებს გასცდეთ.

რჩევა: ამბიციური გეგმების ნუ შეგეშინდებათ - წინსვლისთვის საკმარისი ძალა გაქვთ. მთავარია, დროებითმა წარუმატებლობამ არ შეგაშინოთ.

კურო

ეს დღე თქვენგან მაქსიმალურ პატიოსნებას მოითხოვს, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. პრობლემები, რომლებზეც დიდი ხანი თვალს ხუჭავდით, მოქმედებას გაიძულებთ. კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ: მომავალში ეს ცვლილებები თქვენთვის სასარგებლო იქნება.

რჩევა: ცვლილებების მიღება მიმდინარე საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ და სამომავლო ზრდის საფუძველს შექმნის.

ტყუპები

ამ დღემ შესაძლოა მომავალზე ფიქრისკენ გიბიძგოთ და გააცნობიეროთ, რომ იმ მიმართულებით არ მოძრაობთ, რომლისკენაც წასვლა გსურთ. ამ აზრების ნუ შეგეშინდებათ – პირიქით, გამოიყენეთ ისინი, როგორც პრიორიტეტების გადახედვის შესაძლებლობა. სამსახურში მოულოდნელი წინადადებები გელით, რომლებიც თავიდან სარისკოდ მოგეჩვენებათ. თუ რაიმე ეჭვი გაქვთ, შეეცადეთ გადაწყვეტილების მიღებამდე მეტი ინფორმაცია შეაგროვოთ.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე მნიშვნელოვანი კითხვების დასასმელად: „სინამდვილეში რა მინდა?“ „რა მაძლევს მოტივაციას?“ პასუხებმა შეიძლება გაგაკვირვოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ისეთ სიტუაციას შეეჯახოთ, რომელიც დაგანახვებთ საკუთარ თავში და შესაძლებლობებში რამდენად დარწმუნებული ხართ. ვიღაცას შეიძლება თქვენი ცოდნა და პროფესიული უნარები საეჭვოდ მიაჩნია. ამაზე ნუ ინერვიულებთ და ეცადეთ, აღვიქვათ, როგორც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა.

რჩევა: საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ - ეს დღე იმისთვისაა საჭირო, რომ საკუთარი თვალსაზრისის დაცვა ისწავლოთ.

ლომი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი განვითარების სტრატეგიას გადახედოთ და გაიგოთ რამდენად შეესაბამება ის თქვენს რეალურ შესაძლებლობებს. შესაძლოა, ბოლო დროს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აიღეთ, რამაც თქვენი მუშაობა საგრძნობლად შეანელა. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ყველაფერი ზედმეტი უნდა მოიცილოთ, რათა წინსვლა შეძლოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ – ეცადეთ, პარტნიორთან ღიად განიხილოთ ის, რაც დიდი ხანია გაწუხებთ.

რჩევა: წინსვლისთვის წარსულის შეფასება აუცილებელია. ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი არც ისე ცუდი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სწავლას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. კარგი დღეა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ახალი ცოდნის მისაღებად. თუ დიდი ხანია ახალი უნარების ათვისება გსურთ, ახლა ამისთვის მშვენიერი დროა. საღამოს შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე თვითგანვითარებისთვის - ამ პერიოდში მიღებული ცოდნა მალე გამოგადგებათ.

სასწორები

ამ დღეს შესაძლოა საკუთარ წარსულს პირისპირ შეგხვდეთ. ეცადეთ, ამას მშვიდად და ირონიით შეხედოთ - ხანდახან ცხოვრება გვაძლევს შანსს ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღოთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა არ დავუშვათ. სამსახურში შეიძლება შეიქმნას ვითარება, რომელიც თქვენგან გონივრული დიალოგის წარმოებას მოითხოვს. გახსოვდეთ, მაშინაც, თუ კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელია, მისი შედეგების წინასწარ გათვლა და პრევენცია შესაძლებელია.

რჩევა: მიიღეთ წარსული ისეთი, როგორიც არის და გაუშვით თქვენგან. ეს წინსვლის ერთადერთი გზაა.

მორიელი

ეს დღე უამრავ ახალ ინფორმაციას მოგიტანთ და მნიშვნელოვანია, რომ მათში ყველაზე მნიშვნელოვანის პოვნა შეძლოთ. შესაძლოა, დისკუსიებში მონაწილეობა მოგიწიოთ, სადაც თქვენგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელიან. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს – ისინი რთული ცხოვრებისეული საკითხების გარკვევაში დაგეხმარებიან.

რჩევა: დეტალებს რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით უფრო ადვილი იქნება მომავალში შეცდომების თავიდან აცილება.

მშვილდოსანი

ეს დღე ცოდნის გაზიარებას უკავშირდება. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ, რომელიც ზოგიერთ საკითხზე შეხედულებას შეგაცვლევინებთ. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ - ერთმა უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

რჩევა: იყავით გახსნილი ახლის მიმართ - დღეს მიღებულმა ცოდნამ შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

თხის რქა

ეს დღე შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდეს. შესაძლოა, დიდი ხანია გრძნობთ, რომ რაღაც განახლებას საჭიროებს, მაგრამ აქტიურ მოქმედებას ვერ ბედავთ. დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ. შესაძლოა ახალი თანამდებობა შემოგთავაზონ. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, თუნდაც ეს ძალიან რთულად გეჩვენებოდეთ. სინამდვილეში, ყველა საჭირო უნარი, რომ თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეთ.

რჩევა: სიახლეები ნუ შეგაშინებთ - ახლა ნებისმიერი ცვლილება წარმატებისკენ მიმავალი გზაა.

მერწყული

დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ახლებურად შეხედვა გაიძულოთ. მზად იყავით თანამშრომლობისთვის - ამ დღეს წარმატებული გადაწყვეტილებები სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად მოვა. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალ პროექტებს ეხება.

რჩევა: ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ ნუ უგულებელყოფთ იმ ადამიანების დარიგებას, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ. ზოგჯერ სხვისი თვალსაზრისი ახალი შესაძლებლობების დანახვაში გვეხმარება.

თევზები

ეს დღე თქვენი რწმენისა და პრინციპების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. შესაძლოა გარემოებებმა თქვენგან უფრო აქტიური მოქმედება მოითხოვონ. სამსახურში შეიძლება გაჩნდეს კითხვები, რომლებიც მკაფიო და სწრაფ პასუხს მოითხოვს - ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის აღების, განსაკუთრებით თუ ადრე ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდით.

რჩევა: მოქმედების დასაწყებად იდეალურ პირობებს ნუ დაელოდებით - ზოგჯერ საუკეთესო დრო მაშინაა, როცა გეჩვენებათ, რომ შინაგანადაც მზად არ ხართ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge