დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:05 სამ. 18 თებერვალი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ამბობთ. შესაძლოა, საკმაოდ ბევრი სათქმელი დაგიგროვდათ და გინდათ, რომ სიმართლე ყველას სახეში მიახალოთ, მაგრამ ვარსკვლავები თავშეკავებას გირჩევენ. ახლა ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება ხანგრძლივ უთანხმოებაში გადაიზარდოს, ამიტომ უმჯობესია, სხვა ადამიანების კამათში არ ჩაერთოთ. ფინანსურ საკითხებშიც სიფრთხილე გმართებთ. არ დაეთანხმოთ საეჭვო შემოთავაზებებს, როგორი მაცდურიც არ უნდა მოგეჩვენოთ.

რჩევა: თქვენს სიტყვებს დღეს დიდი ძალა აქვს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რას ამბობთ. უმჯობესია ჩუმად იყოთ, ვიდრე ის თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

კურო

ამ დღეს შესაძლოა იგრძნოთ, რომ განმარტოება და სიმშვიდე გსურთ. ეს ნორმალურია, რადგან თქვენს სხეულს და გონებას მცირე გადატვირთვა სჭირდება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და ეცადეთ, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ ეს უფრო თქვენი დაღლილობითაა გამოწვეული, ვიდრე ნამდვილი პრობლემებით.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ მოდუნდეთ. ხანდახან ჯობია დაისვენოთ, ვიდრე ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრა სცადოთ.

ტყუპები

ამ დღემ შესაძლოა, თქვენს სიმტკიცეს და ნებისყოფას გამოცდა მოუწყოს. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა დახმარება გთხოვოთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაცამ შეიძლება თავისი სიტყვით ან საქმით გაგაოცოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევა უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ – ახლა შეიძლება ერთმანეთს ვერ გაუგოთ.

რჩევა: ცვლილებებს რაც უფრო მშვიდად შეხვდებით, მით უფრო ადვილად ჩაივლის ეს დღე.

კირჩხიბი

ამ დღემ შეიძლება შინაგანი დაძაბულობა მოგიტანოთ. ეცადეთ, არ იფიქროთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით. სამსახურში სტაბილური დღე გელით, თუ ყველაფერს თავად არ გაართულებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება რუტინულ საკითხებზე გაამახვილოთ და ფარული აზრი არ ეძებოთ იქ, სადაც არ არსებობს.

რჩევა: ნუ დახარჯავთ დროს და ძალას უიმედო საქმეზე. ზოგჯერ ჯობია, საქმე თვითდინებაზე მიუშვათ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ.

ლომი

უმჯობესია, მოვლენები არ დააჩქაროთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად მზად ხართ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა მოითმინოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც გაკლიათ და საყვარელი ადამიანებისგან მეტი სითბოსა და ყურადღების მიღება გსურთ. სანამ ვინმეს პრეტენზიებს წამოუყენებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ - თავად რას აძლევთ სხვებს?

რჩევა: მოთმინება დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეა. ხანდახან ჯობია შეჩერდეთ, ვიდრე მოვლენები დააჩქაროთ.

ქალწული

ძალიან დიდ დროს ხარჯავთ ისეთ რამეებზე, რაც კმაყოფილებას არ განიჭებთ. დროა დაფიქრდეთ, ძალას რაზე ხარჯავთ და ამის გაკეთება ღირს თუ არა. გირჩევთ, სამსახურში სხვა ადამიანების პასუხისმგებლობა არ აიღოთ - ახლა თავადაც უამრავი საქმე გაქვთ. ეს დღე ხელსაყრელია გულწრფელობისთვის, მაგრამ ნუ აიძულებთ საკუთარ თავს, იმაზე ისაუბროთ, რაც ტკივილს გაყენებთ. უმჯობესია ეს დღე მარტოობაში ან იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც თქვენგან ბევრს არ მოითხოვს.

რჩევა: დააფასეთ და გონივრულად გამოიყენეთ საკუთარი დრო და ენერგია.

სასწორები

შესაძლოა, რომელიმე კოლეგამ თქვენი პროვოცირება სცადოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეთ. ზოგადად, სამსახურში ყოველგვარი ინტრიგებისა და დაპირისპირებისგან თავი შორს დაიჭირეთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ გაეხვიოთ. პირად ცხოვრებაში სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ. ეს დღე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის არ გამოდგება - ემოციური ფონი ძალიან არასტაბილურია და შეიძლება საუბარი არასწორი მიმართულებით წავიდეს.

რჩევა: რაც უფრო ნაკლებად ჩაერევით სხვა ადამიანების კამათში, მით უფრო დაზოგავთ ძალას მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

მორიელი

თქვენი ემოციები უფრო ღრმა და ინტენსიური გახდა. შესაძლოა, ეს შინაგან პროცესებს უკავშირდება, რომლებსაც ჯერ ვერ აცნობიერებთ. ხელსაყრელი დღეა საკუთარ თავზე მუშაობისა და წარსული ქმედებების გაანალიზებისთვის.

რჩევა: ხანდახან საკუთარ გრძნობებში გასარკვევად მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღემ მოისმენთ ფრაზას, რომელიც კითხვაზე პასუხს გაგცემთ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანზე თქვენს პოზიციას შეცვლის ან, უბრალოდ, იგრძნობთ, რომ მიმართულება უნდა შეცვალოთ. სამსახურში მომხდარი ცვლილებები გაიძულებთ ახალ გარემოებებს შეეგუოთ.

რჩევა: ყურადღება არ მოადუნოთ - ბედისწერა მინიშნებებს გიგზავნით და უნდა ამოიცნოთ.

თხის რქა

ეს დღე უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით. საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებთ, სწრაფი გამარჯვების იმედი არ გაქვთ და ახლობლებისგან დახმარებას არ მოელით. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

რჩევა: გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. გახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება მიხვდეთ, რომ დიდი ხანია ერთ ადგილს ტკეპნით და დროა, გზის გაგრძელებასა და ახალ ეტაპზე გადასვლაზე იფიქროთ. თუ ყველას და ყველაფრის გაკონტროლებას არ შეეცდებით, სამსახურში დღე მშვიდად ჩაივლის. მთელი ყურადღება გადაიტანეთ იმაზე, რაც თქვენზეა დამოკიდებული.

რჩევა: ენდეთ თქვენს შინაგან ხმას - თუ გეჩვენებათ, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ, ასეც უნდა მოიქცეთ.

თევზები

ყურადღება არ მოადუნოთ - სამყარო სიზმრებისა და დამთხვევების საშუალებით გესაუბრებათ და მნიშვნელოვან მინიშნებებს გიტოვებთ. უმჯობესია, ამ დღეს სამსახურში რუტინული დავალებები შეასრულოთ, რომლებიც ემოციურ ჩართულობას არ საჭიროებს. მიეცით თავს მცირე შესვენების საშუალება. პირად ცხოვრებაში პარტნიორისგან მეტ გაგებას ითხოვთ. იქნებ, ლოდინის ნაცვლად, უბრალოდ თქვათ ის, რაც გაწუხებთ.

რჩევა: დაძინებამდე სასთუმალთან ქაღალდი და კალამი დაიდეთ და გაღვიძებისთანავე სიზმარი ჩაიწერეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი მინიშნება ამოიკითხოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge