13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:50 ოთხ. 12 თებერვალი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს სამსახურში გელით ამოცანა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ საქმეში წვრილმანები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ფინანსური სფეროც სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლოა ვიღაცამ ერთი შეხედვით ხელსაყრელი გარიგება და ინვესტიცია შემოგთავაზოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. აწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და ეცადეთ მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ.
რჩევა: ყურადღება მთავარზე გაამახვილეთ და ეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კურო
ამ დღეს თქვენი მოთმინების უნარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. შესაძლოა, ზოგი საქმე იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ელოდით, მაგრამ არ ინერვიულოთ - ყველა წარუმატებლობა დროებითია. ახლა მთავარია არ იჩქაროთ და წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც დაგაფიქრებთ თქვენს დამოკიდებულებაზე პარტნიორის ან საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ რამე გაწუხებთ, განიხილეთ ეს საყვარელ ადამიანთან თავაზიანად და ზეწოლის გარეშე.
რჩევა: თქვენი გამძლეობა წარმატების გასაღებია. ნუ აჩქარდებით, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა საჭირო დროს მოხდება.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება შემოგთავაზოთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც თავიდან ძალიან რთული მოგეჩვენებათ, მაგრამ ალღოს მალე აუღებთ. ამ პროექტმა შეიძლება არა მხოლოდ სარგებელი, არამედ სიამოვნებაც მოგიტანოთ. მთავარია კომფორტის ზონის დატოვების არ შეგეშინდეთ. პირადი ცხოვრება თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუ ურთიერთობაში გაუგებრობის მომენტები იყო, ახლა ხელსაყრელი დროა მათ მოსაგვარებლად.
რჩევა: ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ - ამან შეიძლება მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით დაგაახლოვოთ.
კირჩხიბი
გრძნობთ, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავს. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ წვრილმანს: ჟესტებს, ინტონაციას, ქცევას... თუ შენიშნეთ, რომ თქვენი რომელიმე ნათესავი უჩვეულოდ იქცევა, ეცადეთ გულწრფელ საუბარში აიყოლიოთ. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ურთიერთობების გაძლიერებას, არამედ მომავალში შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილებას. ამ დღეს ფინანსურ საქმეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ნებისმიერმა დაუდევრობამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, რომელთა გამოსწორება დიდხანს მოგიწევთ.
რჩევა: ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებთ, თქვენს გვერდითაა და ეცადეთ დაინახოთ.
ლომი
ეს დღე შესაძლოა თქვენთვის რაღაც საკითხში გარდამტეხი გახდეს. შეიძლება მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც თქვენს მომავალს განსაზღვრავს. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ დაფიქრდეთ. საჭიროების შემთხვევაში რჩევა სანდო ადამიანს სთხოვეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საბოლოო არჩევანი თქვენზეა. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან რომანტიკული საჩუქარი მიიღოთ.
რჩევა: ინტუიციას ენდეთ, მაგრამ არც ფაქტების შემოწმება დაგავიწყდეთ.
ქალწული
ეს დღე შესაფერისია სამუშაოსთვის, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ გაუთვალისწინებელი საქმეები გამოგიჩნდეთ, მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერს ზედმეტი სტრესის გარეშე გაუმკლავდებით. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ მკვეთრ განცხადებებს. თუ ახლობელ ადამიანის მიმართ უკმაყოფილება დაგიგროვდათ, შეეცადეთ სათქმელი მშვიდად, ზეწოლის გარეშე გადმოსცეთ. თქვენი სიტყვები ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათზე ურთიერთობის შემდგომი განვითარებაა დამოკიდებული.
რჩევა: რაც უფრო მეტს იფიქრებთ თქვენს ქმედებებზე, მით უკეთესი იქნება შედეგი.
სასწორი
ეს დღე თქვენგან სიმტკიცეს და გამძლეობას მოითხოვს. გარშემომყოფების ქცევამ შეიძლება ქაოსის განცდა შეგიქმნათ. სამსახურში მოსალოდნელია მცირე შეფერხებები, მაგრამ ეცადეთ ამას ფილოსოფიურად მიუდგეთ: ზოგჯერ, სანამ წინ წახვალთ, უნდა გაჩერდეთ და უკან დაიხიოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი სხვა დროისთვის გადადოთ და დღეს თბილი ატმოსფერო შეინარჩუნოთ.
რჩევა: მოთმინება და თვითკონტროლი კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი კონფლიქტები.მოვლენებს ნუ დააჩქარებთ – ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მორიელი
შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომელიც ძლიერ ემოციებს გამოიწვევს. ეს შეიძლება იყოს სიხარული, გაღიზიანება, იმედგაცრუება და ნოსტალგიაც კი. ემოციებს ნუ აჰყვებით, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ გაარკვიოთ კონკრეტულად რამ იმოქმედა თქვენზე ასე ძლიერად. თუ ახლობელი ადამიანი უცნაურად იქცევა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - შესაძლოა მიზეზი თქვენში კი არა, მის გამოცდილებაშია. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში აგრესიის გარეშე იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო აგრესიას მიიღებთ.
რჩევა: ცხელ გულზე ნურაფერს მოიმოქმედებთ. ჯობია ასამდე დაითვალოთ, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება ისეთი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, რომელიც ლოგიკასა და გააზრებას მოითხოვს. ნუ დანებდებით, თუნდაც მოვლენები თქვენი გეგმის საწინააღმდეგოდ განვითრდნენ. მნიშვნელოვანია მშვიდად იმოქმედოთ, მაშინ სასურველი შედეგი არ დააყოვნებს. პირად ცხოვრებაში შეიძლება კითხვები გაჩნდეს, რომლებიც სამომავლოდ არ უნდა გადადოთ. თუ გრძნობთ, რომ თქვენს შორის დაძაბულობა იზრდება, უმჯობესია სადავო საკითხები დაუყოვნებლივ განიხილოთ, სანამ ის კონფლიქტში გადაიზრდება.
რჩევა: წვრილმან უსიამოვნებებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ მიზანზე უარი გათქმევინონ. თუ ყურადღებას მთავარზე გაამახვილებთ, შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ.
თხის რქა
ამ დღეს შესაძლოა, სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებული მოულოდნელი შანსი მოგცეთ. შეიძლება შესაძლებლობა გაჩნდეს, რომ სამსახურში თავი გამოიჩინოთ, ახალი თანამდებობა მიიღოთ ან საქმიანობის სფერო შეცვალოთ. ემოციებს ნუ აჰყვებით - ამ დღეს მხოლოდ კარგად გააზრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. თუ გაღიზიანებას გრძნობთ, ეცადეთ სანამ თქვენს უარყოფით ემოციებს სხვებს გადასცემთ, ეცადეთ ამის მიზეზი გაიგოთ.
რჩევა: ყურადღება მიაქციეთ შესაძლებლობებს, რომლებიც თქვენს წინაშე გაჩნდება. ზოგჯერ მოულოდნელმა შანსმა შეიძლება მომავალში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება საინტერესო პერსპექტივები მოგიტანოთ, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა ინტელექტუალურ მუშაობას, შემოქმედებას ან ინფორმაციასთან მუშაობასთან უკავშირდება. მნიშვნელოვანია, თავი შორს დაიჭიროთ საეჭვო ადამიანებისგან. გირჩევთ თქვენი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი გულწრფელობა შეიძლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. საყვარელი ადამიანი გაგიზიარებთ აზრებს, რომლებიც გაგაოცებთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, ჯერ ეცადეთ მათი მოტივები გაიგოთ.
რჩევა: საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი იდეები და გეგმები, სანამ მათ არ განახორციელებთ.
თევზები
ეცადეთ, საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხოთ კითხვაზე - რა გაბედნიერებთ? თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც სიხარულს აღარ განიჭებთ, დროა ამის შეცვლაზე იფიქროთ. სხვა მხრივ, ეს დღე განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს – ისინი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რჩევა: უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას - ის დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, რა მიმართულებით იმოძრაოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან