1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
22:00 პარ. 28 თებერვალი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ მარტს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მარტის პირველი დღე მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. თავდაჯერება და შინაგანი ენერგია ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც ძალიან საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდება. მოერიდეთ ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.
რჩევა: ტემპი შეინარჩუნეთ, მაგრამ სიტუაცია აკონტროლეთ — სპონტანურობა კარგია, მაგრამ ზომიერად.
კურო
მშვიდი და სტაბილური დღეა. მოულოდნელობები არ გელით. შესაძლოა, ფინანსური შემოსავალი ან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად შეაფასეთ.
რჩევა: ფინანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ — ის საუკეთესო გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.
ტყუპები
აქტიური დღეა. მიმდინარე საქმეებში სწრაფი რეაგირება მოგიწევთ. მოულოდნელი ნაცნობობა მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება და ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ. ეცადეთ, საქმის კეთების დროს ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ — დღეს კონცენტრაცია გადამწყვეტი ფაქტორია.
რჩევა: ყურადღება გაამახვილეთ მთავარ საკითხებზე და არ გადაიტვირთოთ — ეს შეცდომებს თავიდან აგარიდებთ.
კირჩხიბი
ემოციებით სავსე ხართ, ამიტომ შინაგანი ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. შესაძლოა, მოულოდნელმა სიტუაციამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თუ სიმშვიდეს და გონიერებას შეინარჩუნებთ, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. სასურველია, მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
რჩევა: სიმშვიდე შეინარჩუნეთ — თქვენი გადაწყვეტილება ემოციებმა არ უნდა მართოს.
ლომი
ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. შესაძლოა, საინტერესო ღონისძიებაზე დაგპატიჟონ ან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. სავარაუდოდ, ამ ღონისძიებაზე გაიცნობთ ადამიანს, რომელიც ყველასგან განსხვავდება, ვისთანაც ადრე მეგობრობდით. მნიშვნელოვანია თქვენი შესაძლებლობების რეალურად შეფასება, რომ ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ.
რჩევა: გამოიყენეთ შესაძლებლობა ახალი ნაცნობების შესაძენად – ისინი მომავალში გამოგადგებათ.
ქალწული
ეს დღე თქვენგან ყურადღებას და მოთმინება მოითხოვს. შესაძლოა, მიმდინარე საქმეებში მცირე შეფერხებები იყოს, მაგრამ თუ თანმიმდევრულად იმოქმედებთ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან შეიძლება დაღლილობისგან შეიძლება აუცილებელი დეტალები გამოგრჩეთ.
რჩევა: ზუსტი დაგეგმვა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს პატარა დღესასწაული მოუწყოთ.
სასწორი
შეხვედრების, ურთიერთობებისა და მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებთან შეთანხმებას ადვილად შეძლებთ და თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი იქნება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე, რომელიც სამსახურს ან პირად ცხოვრებას უკავშირდება. ნუ ეცდებით, რომ ყველას დაეხმაროთ და ასიამოვნოთ, თორემ დაწყებული საქმე დაუსრულებელი დაგრჩებათ.
რჩევა: გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი ხიბლი — ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ და ეჭვები გააქროთ.
მორიელი
ეს დღე თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს. ინტუიცია გამახვილებული გაქვთ, რაც პრობლემების თავიდან აცილებაში გეხმარებათ. მოსალოდნელია სიურპრიზები, თუმცა ყველა მათგანი სასიამოვნო არ იქნება. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. უმჯობესია, უცხო ადამიანებს არ ენდოთ.
რჩევა: ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.
მშვილდოსანი
აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. მოგზაურობასა და ახალ პროექტებში წარმატება გელოდებათ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც მომავალში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თუ საკუთარ სიმართლეში ვინმეს დარწმუნებას ცდილობთ, ამ დღეს აუცილებლად გამოგივათ. თავადაც გაგიკვირდებათ, თქვენი თანამოაზრე იმდენად სწრაფად გახდება.
რჩევა: ამ დღეს მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ.თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, შეიძლება ისეთი რამ მოისმინოთ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
თხის რქა
თუ პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავთ, ნაყოფიერი დღე იქნება. თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა შედეგს გამოიღებს, მაგრამ არ უნდა გადაიღალოთ. მოსალოდნელია მცირე ფინანსური შემოსავალი ან მოგებიანი შეთანხმება. ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.
რჩევა: გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება გჭირდებათ — წინასწარი დაგეგმვა პრობლემებს აგარიდებთ.
მერწყული
კრეატიული იდეებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა. წარმატებას ისეთ პროექტებში მიაღწევთ, რომლებიც ორიგინალურ მიდგომას მოითხოვს. ხანდახან გეჩვენებათ, რომ ყველაფრის მოსასწრებად ათას ნაწილად უნდა გაიყოთ. საბედნიეროდ, სიტუაცია ასეთ მსხვერპლს არ საჭიროებს, თუმცა გარკვეული ძალისხმევა მაინც მოგიწევთ.
რჩევა: ენდეთ საკუთარ თავს და თქვენს კრეატიულ იდეებს — ისინი წარმატებამდე მიგიყვანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან