2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
23:23 შაბ. 1 მარტი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მარტს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საინტერესო დღეა. რაც უფრო მეტს იაქტიურებთ, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი ცვლილებები, განსაკუთრებით — სამუშაოსა და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორად გამოყენება, რათა ძალები ფუჭად არ დახარჯოთ. ეცადეთ, რომანტიკულ ურთიერთობებში უფრო რბილი და დამთმობი იყოთ და საყვარელი ადამიანი უმნიშვნელო მიზეზის გამო არ გაანაწყენოთ.
რჩევა: აკონტროლეთ ემოციები და დღე წარმატებით ჩაივლის.
კურო
მშვიდი დღეა, რომელიც ახალი საქმის დაგეგმვისა და დაწყებისთვის იდეალურია, მაგრამ მიზანს გააზრებული გეგმის დახმარებით, აჩქარების გარეშე უნდა მიაღწიოთ. მოსალოდნელია მცირე ფინანსური შემოსავალი ან წარმატებული გარიგებები. თუ საყვარელ ადამიანს უმიზეზო პრეტენზიებით თავს არ მოაბეზრებთ, პირადი ცხოვრება ჰარმონიული იქნება. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ.
რჩევა: თქვენი წარმატების გასაღები თანმიმდევრული და კარგად გააზრებული ქმედებებია.
ტყუპები
დატვირთული დღე გელით, რომელიც ახალი იდეებითა და ურთიერთობებით სავსეა. გახსოვდეთ, იღბალი მის მხარესაა, ვინც ცვლილებებს ადვილად ერგება. თუ მოულოდნელი წინადადება მიიღეთ, აუცილებლად უნდა განიხილოთ. ნუ იძუნწებთ, ეცადეთ საყვარელი ადამიანი ლამაზი საჩუქრით გაახაროთ.
რჩევა: უმნიშვნელო საკითხებზე დროს ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება მთავარზე გადაიტანოთ.
კირჩხიბი
ემოციებით დატვირთული დღეა. რაც არ უნდა მოხდეს, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება უნდა შეძლოთ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. უმჯობესია ფინანსური საკითხების გადაჭრა სამომავლოდ გადადოთ, რადგან ახლა შეცდომების რისკი მაღალია. საკუთარ ჯანმრთელობას ნუ დაივიწყებთ. მუშაობის დროს ხანმოკლე შესვენება ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.
რჩევა: ეცადეთ, თვითკონტროლი შეინარჩუნოთ. სიმშვიდე ახლა თქვენი მთავარი იარაღია.
ლომი
ეს დღე საინტერესო მოვლენებით იქნება სავსე. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და ამით სარგებელი ნახოთ. მთავარია, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ და საკუთარი თავის რეკლამამ ძალიან არ გაგიტაცოთ. ეს დღე ხელსაყრელია მცირე რისკებისთვის. პარტნიორთან ურთიერთობებში ეცადეთ, ეგოიზმის შეტევებს სძლიოთ და ზოგჯერ საყვარელი ადამიანის სურვილებზეც იფიქროთ.
რჩევა: გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა გონივრულად – ეს შეიძლება, თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
ქალწული
იმისათვის, რომ პრობლემა გადაჭრათ და სასურველი შედეგი მიიღოთ, მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი მიდგომა უნდა გამოავლინოთ. ეს დღე თქვენგან დისციპლინას და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. უმჯობესია, ერთ საქმეზე იმუშაოთ და ხარისხიანად დაასრულოთ, ვიდრე ერთდროულად რამდენიმე საქმე დაიწყოთ და ყველა შუა გზაზე მიატოვოთ. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით, თუმცა ეს არ დაგაბნევთ.
რჩევა: ამ დღეს თქვენი მთავარი მოკავშირე ლოგიკა და მეთოდურობა იქნება.
სასწორი
ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობის, კომპრომისების პოვნისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. ის განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემოქმედი სასწორებისთვის. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გატაცება ბიზნესად აქციონ და კარგი შემოსავალი მიიღონ. დიპლომატიური უნარები ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელით, მაგრამ ყურადღებით იყავით და ბრმად არავის ენდოთ.
რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მიღებული ინფორმაცია ფრთხილად შეამოწმეთ.
მორიელი
მოუსვენარი და მოვლენებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, თქვენს გეგმებში მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ თუ სიახლეებში სწრაფად გაერკვევით, ყველაფერი კარგად დასრულდება. ნუ იტყვით უარს სამუშაოზე, რომელიც ერთი შეხედვით, შეუსრულებელი და დაუძლეველი ჩანს. მით უმეტეს, რომ ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. ინტუიცია უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ემოციებს უფლება არ მისცეთ, რომ ჩაგითრიონ.
რჩევა: უსმინეთ შინაგან ხმას და რთული ვითარებიდან გამოსავალს დაგანახვებთ. ოთხ კედელში ნუ დარჩებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ, რათა საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.
მშვილდოსანი
აქტიური და ახალი შესაძლებლობებით სავსე დღეა. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ. დიდი კონკურენციის არ შეგეშინდეთ. მებრძოლი ბუნების დახმარებით ყველა კონკურენტს ჩამოიცილებთ და გაიმარჯვებთ. მოულოდნელი მოგზაურობა ან ახალი ნაცნობობა მომავალში სარგებელს მოგიტანთ.
რჩევა: იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის, მაგრამ სიფრთხილე არ დაკარგოთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა რთული ამოცანების გადაჭრისა და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობისთვის. თქვენი შრომისმოყვარეობა წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობის აღება არ ღირს. თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ხელსაყრელი დროა სწავლის დაწყების და ახალი უნარების შესაძენად, რაც უახლოეს ხანებში ძალიან გამოადგებათ.
რჩევა: კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებასა და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
მერწყული
შემოქმედებითიი აზროვნება დაგეხმარებათ, რომ ეს დღე წარმატებით დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა კრეატიული იდეებისთვის და თამამი ექსპერიმენტებისთვის. მთავარია, კომფორტის ზონის დატოვების არ შეგეშინდეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს დაანახვოთ, რომ ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი ხართ.
რჩევა: გჯეროდეთ საკუთარი იდეების და კონკურენტების ნუ შეგეშინდებათ.
თევზები
ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება. მნიშვნელოვანია, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოთ და დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ. ყურადღებით იყავით, რომ ბედისწერის ნიშნები შენიშნოთ, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებენ.
რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან