ადვილია თუ არა თქვენი მოტყუება
20:00 პარ. 6 იანვარი, 2023 წელი

შეგიძლიათ მატყუარას ამოცნობა? მოდით, ამ საინტერესო ტესტით შევამოწმოთ.
სურათზე სამი ადამიანი ჩანს. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, სამივე სევდიანია, თუმცა სინამდვილეში ავად მხოლოდ ორია და ერთი - იტყუება.
ეცადეთ, მატყუარა გამოავლინოთ. თუ ეკრანს 20 წუთი უშედეგოდ უყურებთ და ვერსიებიც არ გაქვთ, მაშინ პირდაპირ სწორი პასუხი უნდა ნახოთ.
სინამდვილეში ვინ იტყუება და ავადმყოფად ასაღებს თავს?
შეიძლება იფიქროთ, რომ გოგონა ლურჯი სვიტერით მატყუარაა, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ტრავმის აშკარა ნიშნები არ აქვს.
ნუ იქნებით ასეთი გულუბრყვილო.
სინამდვილეში, ბიჭია მატყუარა - დიახ, მას მარჯვენა ხელზე თაბაშირი ადევს, მაგრამ თუ ჩვენი გმირის მარჯვენა ჯიბეს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ხელი სულაც არ სტკივა. ამ ადამიანს ტელეფონი მარჯვენა ჯიბეში უდევს, რაც ნიშნავს, რომ მარჯვენა ხელის გამოყენება შეუძლია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან