ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენს ჩუმ თვისებებს გამოავლენს
15:23 სამ. 18 თებერვალი

გთავაზობთ თანამედროვე სიურრეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, კანადელი მხატვრის, რობ გონსალვესის ნახატზე დაფუძნებულ ტესტს. შეხედეთ ნახატს და თქვით რა დაინახეთ პირველად?
ხეები
თუ პირველად ხეები დაინახეთ, დიდი ალბათობით, პრინციპული ადამიანი ხართ. თქვენ ყოველთვის ხედავთ ზოგად სურათს, მაგრამ მის ყველა დეტალს აანალიზებთ. თქვენ ამბიციური და მამაცი ადამიანი ხართ, ასეთი ადამიანები კი ხშირად კარიერულ ზრდაზე არიან ორიენტირებული. თავდაჯერება თქვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საკუთარ ქმედებებში ეჭვი გეპარებათ, ძლიერი ინტუიცია გაქვთ და მას უნდა ენდოთ. თქვენს შინაგან მე-ს სითბო, მზრუნველობა და თანადგომა სჭირდება, მაგრამ სენტიმენტალურობისთვის დროს ვერ პოულობთ და პირად თემებზე საუბარი არ გიყვართ. გირჩევთ ტემპი შეანელოთ და ვინმეს გული გადაუშალოთ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანურ სითბოს სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ცათამბჯენები
თუ პირველად ცათამბჯენები დაინახეთ, თქვენი ამბიციები მშფოთვარე და საინტერესო ცხოვრების შესახებ ოცნებებს უკავშირდება. ალბათ ყოველთვის პატარა, პროვინციული ქალაქიდან დიდ და ხმაურიან ქალაქში გადასვლა გსურდათ. იცით, როგორ მიაღწიოთ მიზნებს შრომისმოყვარეობით და ხშირად ფიქრობთ იმაზე, რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი გეძლევათ. სწორედ ის, რომ რთული სამუშაოსი არ გეშინიათ თქვენი მთავარი ღირსებაა. ამის გამო თავი უფრო ხშირად უნდა შეაქოთ.
ადამიანი
თუ პირველად ადამიანი დაინახეთ დიდი ალბათობით, სპონტანური ადამიანი და ბუნებით ავანტიურისტი ხართ. თქვენი ამბიციები პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ცვლილებებს უკავშირდება, არ გიყვართ ერთ ადგილზე დარჩენა და მოტივაციის დაკარგვა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სტაბილურობა ბედნიერი ცხოვრების გასაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტი და ცოტათი მეამბოხეც კი ხართ, ნამდვილ სიმშვიდეს და ცხოვრებით ტკბობას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან