თემატური ჰოროსკოპი

12 დეკემბერი და 21 დეკემბერი - რას გვიმზადებს წლის ყველაზე მისტიკური დღეები?

fun time

14:00 პარ. 3 დეკემბერი, 2021 წელი

ეზოტერიკა - სარკისებური
რიცხვები

14
დაკოპირებულია

ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობენ ბუნებაში კანონზომიერების პოვნას და დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტი საიდუმლოს ამოხსნა შეძლეს, თუმცა ბევრი რამ კვლავ ამოუცნობი რჩება და სარკისებრი თარიღებიც მათ რიცხვს განეკუთვნება. ეზოტერიკოსების მტკიცებით, სარკისებრი თარიღები წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეებია, რომლებმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები მოიტანონ. 

დეკემბერში ორი სარკისებრი თარიღია მოსალოდნელი, რომლებსაც ძლიერი ენერგია აქვთ. ეზოტერიკოსების აზრით, რასაც ამ ამ დღეებში დაგეგმავთ, ყველაფერი ახდება.

👉 დეკემბრის პირველი სარკისებრი თარიღია 12.12.2021:

ამ დღეს კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება.

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი, რაც მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებაში ხელს გიშლით (ზედმეტი წონა, ბანკის ვალები, პრობლემები) და როცა საათზე 12:12 გამოჩნდება დაწვით.
შეგიძლიათ ქაღალდი დაწვის ნაცვლად, პატარა ნაჭრებად დაჭრათ და გადაყაროთ.

იგივეს გაკეთებას გირჩევთ 21/12/2021-შიც.

12 დეკემბერი შესანიშნავი დღეა ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებისთვისაც - დაივიწყეთ წყენა, გადადგით პირველი ნაბიჯი და თქვენი ურთიერთობა ხანგრძლივი და უღბუბლო იქნება.

👉 დეკემბრის მეორე სარკისებრი თარიღია 21.12.2021:

21 დეკემბერი შესანიშნავი დღეა შედეგების შეჯამებისთვის, ვალების დაბრუნებისთვის და ფულის მოზიდვისთვის.

ეზოტერიკოსები ამტკიცებენ, რომ 21 დეკემბერი ანუ ზამთრის ბუნიობა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია.

ზამთრის ბუნიობა მთელ დედამიწაზე ერთდროულად ხდება. ამ დროს მზე სამხრეთისკენ 23,5 გრადუსით იხრება. ჩრდილოეთის პოლუსი 23,5 გრადუსით შორს არის მზისგან და ყველაზე ნაკლებ სხივებს იღებს. ასტროლოგებმა დაადგინეს, რომ დეკემბრის ბუნიობისას, მზე ჰორიზონტთან ყველაზე ახლოსაა, რაც დღის სიმოკლეს და ღამის ხანგრძლივობას განაპირობებს. წლის ყველაზე მოკლე დღე 7 საათს, 49 წუთს და 41 წამს გრძელდება.

ეს დრო 22 ივნისის ბუნიობას 8 საათით და 49 წუთით ჩამორჩება. ზამთრის ბუნიობის შემდეგ დღის ხანგრძლივობა იზრდება მანამ, სანამ ივნისის ბუნიობა დადგება.

ჩაინიშნეთ 👇

არსებობს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ საინტერესო წესი, რომელიც ამ დღეს სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ.

იყიდეთ ნებისმიერი მცენარის თესლი, ქოთანში დათესეთ და სურვილი ჩაიფიქრეთ. მცენარე 7 დღის მანძილზე ყოველ დღე მორწყეთ, ხოლო გაზაფხულზე ნებისმიერი ხის ქვეშ გადარგეთ.

როგორც ამბობენ, ერთი თვის შემდეგ სურვილი აგიხდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?