თემატური ჰოროსკოპი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია

fun time

12:00 შაბ. 30 ოქტომბერი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

14
დაკოპირებულია

თითქოს კონფლიქტებით, პრობლემებითა და სიძულვილით სავსე თანამედროვე სამყაროში სიტუაციას ვეღარაფერი გამოასწორებს, თუმცა ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს.

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ვერძს ბევრისთვის შესაშური ენერგია და თავდაჯერებულობა გააჩნია. ვერძს ურთულესი დაბრკოლებების ადვილად გადალახვის უნარი ეხმარება, რომ სირთულეებს არ შეუშინდეს.

ვერძს არა მარტო სამყაროს შეცვლა შეუძლია, ის ლიდერად არის დაბადებული.

ბევრს ვერძსი ეგოცენტრულ ადამიანად მიაჩნია, რადგან ის სუსტ და უნებისყოფო ადამიანებს ვერ ეგუება. სინამდვილეში, ზოდიაქოს ამ ნიშანს, უბრალოდ, შეუძლია თქვას, როდის არის სიტუაცია მნიშვნელოვანი და როდის არა.

მიზანზე კონცენტრაციის უნარი ვერძს საშუალებას აძლევს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს და საკუთარი ძალისხმევის შედეგი ნახოს.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწული პრობლემას ყოველთვის გონივრულად განიხილავს და მის გადაჭრას ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს. ის დაუფიქრებლად არასდროს მოქმედებს და ზუსტად იცის, სამყარო როგორ უნდა შეცვალონ.

დიახ, ქალწულებს ადამიანების დახმარება და სამყაროს შეცვლა სურთ. მათი ჭკუისა და უნარების მქონე ადამიანს ნამდვილად შეუძლია ისტორიაში თავისი ხანგრძლივი და პოზიტიური კვალი დატოვოს.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულები ყოველთვის ისწრაფვიან ცვლილებებისკენ და მოსწონთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა დიდი გმირობაა, მაგრამ მერწყული ყოველთვის მზადაა გამოწვევისთვის.

უნიკალურობა და ორიგინალური ხედვა ამ ზოდიაქოს ნიშანს სხვებთან უპირატესობას სძენს და დაბრკოლებების გადალახვის უნარს უძლიერებს.

მერწყულები ცდილობენ, შეცვალონ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრებაც და მზად არიან, მიზნის მიღწევას დიდი დრო და ძალისხმევა დაუთმონ.

ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ნიშანია, რომელიც მზადაა, იბრძოლოს, რომ ადამიანებს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 3,...

ნუმეროლოგია 3

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 4,...

4 რიცხვი - ნუმეროლოგია