თემატური ჰოროსკოპი

ნუმეროლოგია გამოთვლა - იპოვეთ საკუთარი ბედის ვარსკვლავი მარტივი გაანგარიშებით

fun time

18:00 პარ. 30 ივლისი, 2021 წელი

ბედის ვარსკვლავი

14
დაკოპირებულია

ბედის ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება მარტივი გაანგარიშების დახმარებით იპოვოთ, საკუთარი ფარული ნიჭისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ და საბედისწერო შეცდომებისგან დაგიცავთ.

დავიწყოთ იმით, რომ ზოდიაქოს ნიშნის გარდა, რომელშიც დაბადებისას „აღმოვჩნდით“, ჩინურ ნუმეროლოგიაში არსებობენ ნაკშატრას სახელით ცნობილი ვარსკვლავები - ეს არის თქვენი პიროვნების უფრო დეტალური აღწერა, რომელშიც ასევე განმარტებულია, თუ რატომ განსხვავდებიან ზოდიაქოს ერთი და იმავე ნიშნის წარმომადგენლები ერთმანეთისგან.

როგორ გამოვთვალოთ

იმისთვის, რომ საკუთარი ბედის ვარსკვლავი იპოვოთ, მარტივი გამოთვლა დაგჭირდებათ:

შეკრიბეთ დაბადების წლის ბოლო ორი ციფრი, სანამ 1-დან 9-მდე რომელმე ციფრს არ მიიღებთ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩინურ ნუმეროლოგიაში ციფრი 5 არ არსებობს. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ორი ციფრის ჯამი 5 იქნება, ის ქალისთვის 6-ს უტოლდება, ხოლო მამაკაცისთვის 3-ს.

თუ ჯამი ნულის ტოლია (ასეც ხდება), მას 8 უნდა დაუმატოთ.

გამოთვლისას მიღებული შედეგი თქვენი პირადი რიცხვია, რომელიც ბედის ვარსკვლავს გაპოვნინებთ.

მაგალითად:

თუ თქვენი დაბადების თარიღია 1998 წელი. 9 + 8 = 17; 1 + 7 = 8 (ვარსკვლავი სპიკა)

1 - ვარსკვლავი პიკოკი

ეს ძალიან აქტიური, წარმატებული ხალხია. განსაკუთრებულად თავგადასავლებისა და ექსტრემალური სპორტი იზიდავთ.

პიკოკის ვარსკვლავზე დაბადებულებს ყოველთვის აქვთ ცხოვრების მიზანი, რომლისკენაც ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად მიდიან. თუ არ იზარმაცეს, აუცილებლად კარიერულ მწვერვალებს დაიპყრობენ. მათ დიდხანს მშვიდად ყოფნა არ შეუძლიათ. ხშირად იცვლიან საქმიანობის სფეროს და ერთფეროვან სამუშაოს ერიდებიან.

ურთიერთობაში ისინი ზედმეტად პირდაპირები არიან. იმდენად, რომ შეურაცხყოფამდე მიდიან.

ამ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანები ხშირად ირჩევენ პროფესიას, რომელიც წესრიგის დაცვას უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ სპორტსმენები, მაშველები ან სამხედროები გახდნენ.

მათი სუსტი წერტილი დისციპლინის ნაკლებობა და საყოველთაოდ მიღებული წესების უგულებელყოფაა. ეს შეიძლება მათი კარიერისთვის საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავებულები და მიმტევებლები უნდა იყვნენ.

2 - ვარსკვლავი რიგელი

ამ ვარსკვლავზე დაბადებულ ადამიანებს ურთიერთობის დამყარება და სასარგებლო ნაცნობების აღმოჩენა ადვილად შეუძლიათ.

კარგად განვითარებული მეექვსე გრძნობა ყოველთვის კარნახობთ, როგორ მოიქცნენ სწორად ამა თუ იმ სიტუაციაში და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ.

ისინი კარგი ფსიქოლოგები არიან, რომლებსაც ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ.

თუ რიგელი თქვენი ვარსკვლავია, ეცადეთ ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან არსებობს დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება. თვითკონტროლის შემთხვევაში დიდი შანსი გაქვთ, რომ ცხოვრებაში უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ.

3 - ვარსკვლავი დენები

ამ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანები მახვილი ჭკუით და ცნობისმოყვარობით გამოირჩევიან. ადვილად შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება. ცდილობენ ირგვლივ არსებული ყველა ნაკლი შენიშნონ და მოითხოვენ მათ გამოსწორებას.

ეს ადამიანები დაჯილდოებულები არიან შემოქმედებითი ნიჭით, აქვთ კარგი ვოკალური ან ქორეოგრაფიული მონაცემები, შეუძლიათ ლამაზად ხატვა.

შემოქმედებითი ნიჭის მიუხედავად, საკმაოდ პრაქტიკულები არიან და პარტნიორს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. ამასთან, ურთიერთობაში ძალიან ერთგულები და საიმედოები არიან და მეგობარს გასაჭირში არ ტოვებენ.

4 - ვარსკვლავი გამა

გახსნილი და მგრძნობიარე ადამიანები არიან. შეუძლიათ, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ღიმილის ძალა იპოვონ და ყველაზე დიდ განსაცდელშიც კი დადებითი ასპექტები დაინახონ. მათ ადამიანების დარწმუნება შეუძლიათ და იციან, მათზე გავლენა როგორ მოახდინონ.

გამა ქალურ და შემოქმედებით ენერგიას განასახიერებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან მზრუნველები არიან და ძლიერი დედობრივი ინსტინქტი აქვთ. ხშირად ისინი მეანებად, გინეკოლოგებად ან აღმზრდელებად მუშაობენ.

6 - ვარსკვლავი არქტუროსი

ამ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და მუდმივად რაღაცას ეძებენ ცხოვრებაში. ისინი აქტიურები და მოძრავები არიან და ზოგჯერ, ფეთქებადი ხასიათი აქვთ.

მაღალ შემოსავალს, დიდებას და პატივს ნებისმიერი საქმე მოგიტანთ, მაგრამ წარმატება მხოლოდ მაშინ მოვა, თუ არ აჩქარდებით. საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის დროს შეძლებთ.

7 - ვარსკვლავი კაპელა

კაპელა ადამიანს საჭირო კავშირების დამყარების უნარით, ორატორული შესაძლებლობებითა და შემოქმედებითი ნიჭით აჯილდოებს. ასეთი ადამიანები ყოველთვის მხიარულები და იმპულსურები არიან.

მათ განსაკუთრებული ჰუმანიტარული აზროვნება, მუსიკალური სმენა და წერის ნიჭით აქვთ.

ძლიერი ნებისყოფით, მტკიცე ხასიათით და წინააღმდეგობის გადალახვის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევიან. ბედნიერებას იპოვიან, თუ პროფესიად ჟურნალისტიკას, პიარს ან ღონისძიებების ორგანიზებას აირჩევენ.

8 - ვარსკვლავი სპიკა

ამ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და გამომგონებლები არიან. უყვართ სიახლეები და მუდმივად რაღაც ახლის შეცნობას ცდილობენ.

ამასთან ნიჭიერი მეწარმეების ინსტინქტი აქვთ. თუ საკუთარი ბიზნესის გახსნას გადაწყვეტენ, აუცილებლად წარმატებულები გახდებიან.

ამ ვარსკვლავზე დაბადებულებს ლიდერის თვისებები აქვთ და დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ისინი მშვიდად უძლებენ ბედის ნებისმიერ გამოცდას და უსიამოვნებების არ ეშინიათ.

9 - ვარსკვლავი ვეგა

ამ ვარსკვლავზე დაბადებულები ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. ისინი სწრაფად ახერხებენ კარიერულ წინსვლას და შეუძლიათ წარმატებებს ნებისმიერ შემოქმედებით სფეროში მიაღწიონ.

მათ კარგად იციან რეკლამა და პიარის ხელოვნება. შეუძლიათ, საერთო ენა მონახონ თითქმის ყველა ადამიანთან. თავიანთ ნიჭს თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ავითარებენ და აქცევენ შემოსავლის წყაროდ.

ურთიერთობაში აბსოლუტურად არ აღიქვამენ კრიტიკას და არ აინტერესებთ სხვა ადამიანების მოსაზრებები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024