2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით
12:00 სამ. 12 დეკემბერი, 2023 წელი
2024 წლის ნუმეროლოგიური ციფრია 8; რატომ? იმიტომ რომ, თუ წლის ყველა ციფრს შეკრებთ, ჯამი იქნება რვა: 2024=2+0+2+4=8.
ციფრი რვა ნუმეროლოგიაში წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. ჩინეთში 8 ასოცირდება ფულთან, მატერიალურ ზრდასთან და ბიზნესში წარმატებებთან.
დრაკონის წელში ადვილი იქნება ფულის შოვნა და შემოსავლის გაზრდა.
გარდა ამისა, ციფრი 8 ასოცირდება კარმასთან. 2024 წელს თითოეული ადმიანისთვის მის ყველა მოქმედებას და გადაწყვეტილებას ექნება ბუმერანგის ეფექტი - ცუდის გაკეთება სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს, სიკეთე კი პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.
ახლა კი თქვენი პერსონალური ნუმეროლოგიური პროგნოზი 2024 წლისთვის
8 არის წლის ზოგადი რიცხვი, მაგრამ კონკრეტულად თქვენი კარმული რიცხვის გამოსათვლელად, საჭიროა, შეკრიბოთ თქვენი დაბადების თარიღის ყველა ციფრი და მიუმატოთ 8 (2024 წლის ზოგადი რიცხვი). ციფრების შკრებას აგრძელებთ მანამდე, სანამ ჯამში მიიღებთ ციფრს 1-იდან 9-მდე.
მაგალითად, ადამიანის დაბადების თარიღია 02/14/1978.
შეკრიბეთ დაბადების თარიღის ყველა ციფრი: 1+4+0+2+1+9+7+8 =32=3+2=5.
შემდეგ მიუმატეთ წლის ციფრი 8. ჩვენს მაგალითში: 5+8=13=1+3=4.
დასკვნა: 14.02.1978 წელს დაბადებული ადამიანის ციფრი 2024 წლისთვის იქნება 4.
თქვენ რა ციფრსაც მიიღებთ, იმის მიხედვით ნახეთ პროგნოზი:
1 - თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი, ახალი ცხრაწლიანი ციკლი იწყება!
ეს ახალი იმედებისა და მიღწევების წელია, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში ცვლილებებს გპირდებათ.
2024 წელი შესანიშნავი დროა სწავლის ან მუშაობის დაწყების ან ოჯახის შექმნისთვის. ერთიანი ლიდერის რიცხვია, ამიტომ კარიერული წინსვლა გელით. ახალი წელი მშვენიერი დროა მოგზაურობის, ახალი ნაცნობობისა და მეგობრობისთვის. 2024 წლის ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა!
2 - ლოდინის რიცხვია. მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.
შეიძლება ახალი, მოულოდნელი პერსპექტივები გამოჩნდეს და რაც მთავარია, ამ წელს აუცილებლად მიიღებთ ჯილდოს წინა წლის ძალისხმევისთვის.
ეცადეთ ახლობლებსა და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მათთან ურთიერთობაში მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. ორიანი ხელსაყრელია ქორწინებისა და შვილების გაჩენისთვის!
3 - შემოქმედებითი უნარების განვითარება და კარიერული წინსვლა.
2024 ხელსაყრელი დროა სიხარულის, გართობის, ახალი ნაცნობობისა და ძველი კავშირების განმტკიცებისთვის. ეს რიცხვი შესანიშნავი შანსს იძლევა თვითრეალიზაციის, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებისთვის. დინებას არ უნდა მიჰყვეთ. უნდა იაქტიუროთ და აკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა პიროვნული განვითარებისთვის. ეცადეთ სტერეოტიპები დაარღვიოთ, შეიტანეთ შემოქმედების ელემენტები საკუთარ ცხოვრებაში!
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობების აღებას და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ!
4 - დაძაბული მუშაობის რიცხვია.
თუ არ იზარმაცებთ, ნამდვილად ნაყოფიერი წელი იქნება. ჩამოყალიბდით, ცხოვრებაში რისი მიღწევა გსურთ და სამოქმედო გეგმა შეადგინეთ. იმუშავეთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით.
ამ წელს მომავლის საფუძველი იყრება. დროა საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესოთ - სახლის კეთილმოწყობა დაიწყოთ, საყვარელ ადამიანებსა და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და ეცადეთ ვნებების სიმძაფრე შეამციროთ.
სწრაფი შედეგების იმედი ნუ გექნებათ, მაგრამ ოდესმე შრომისმოყვარეობისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით.
5 - სწავლის, თვითგანვითარების და ცვლილებების რიცხვია.
თუ რისკი გამართლებულია, უკან არ უნდა დაიხიოთ. ხუთიანი ცვლილებისა და პროგრესის სიმბოლოა და ბევრი საოცარი მოვლენა გელით. ხუთი განსაკუთრებით წარმატებულია მწერლების, მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის.
6 - ეს სიყვარულის, ქორწინების შენარჩუნებისა და ოჯახური ურთიერთობების რიცხვია.
ექვსიანისთვის სახლი და ოჯახი ყველაზე მთავარია. ეცადეთ, მშობლებს და ნათესავებს უფრო ხშირად ეწვიოთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. იზრუნეთ მათზე, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ. თუ ამ წელს მარტოხელებმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყეს, სავარაუდოდ, ეს ქორწინებით დასრულდება.
7 - სიახლეების, სწრაფი გადაწყვეტილებების, თვითგანვითარების დროა.
კარგი იქნება, თუ საკუთარი თავისთვის დროს გამონახავთ - ახალი ცოდნის მიღებისა და განვითარებისთვის . გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს - მათთან გატარებული დრო წლის ყველაზე მხიარული და ნაყოფიერი პერიოდი იქნება.
8 - ეს ციფრი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ბიზნესში წარმატებებს გპირდებათ.
სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია მოქმედება. 8 ხელს უწყობს წარმატებულ გარიგებებს, კარიერულ და ფინანსურ წინსვლას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი უნდა გაიაზროთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. ხელსაყრელი დროა უძრავი ქონების შესაძენად.
9 - ცხრაწლიანი ციკლის დასრულების და ახლის დაწყების დროა.
აღმოჩენების და მიტევების წელია. ჯობს ახალ პროექტები მომავალი წლისთვის დაგეგმოთ, წელს კი ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. მოიცილეთ ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და ეცადეთ, წარსულის შეცდომებზე ისწავლოთ. გახსოვდეთ, რომ მთელი უარყოფითი ენერგია წარსულში უნდა დატოვოთ.
ესეც დაგაინტერესებთ:
◾ რას ამბობს თქვენი ბედის რიცხვი
◾ რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი? - ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
◾ რას გვეუბნება ქორწინების ნუმეროლოგია - გამოთვალეთ თქვენი წყვილის ქორწინების რიცხვი
◾ გამოთვალეთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით
◾ ნუმეროლოგია: გამოთვალეთ ენერგეტიკული ვამპირი თქვენს გარემოცვაში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან