თემატური ჰოროსკოპი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროსკოპის პროგნოზები და რჩევები

fun time

17:48 ოთხ. 6 დეკემბერი, 2023 წელი

რისი წელია 2024

14
დაკოპირებულია

აღმოსავლური ჰოროსკოპით, მომავალი 2024 წლის სიმბოლო ისეთი ძლიერი ცხოველია, როგორიც არის დრაკონი. ამ იდუმალ არსებას, ასტროლოგების აზრით, გარდა ძალაუფლებისა და სიძლიერისა, ახასიათებს ემოციურობა, ქარიზმა, მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნისა და ბრწყინვალების სურვილი. ასევე, დრაკონებს არ ეშინიათ სიძნელეების და მზად არიან, გარისკონ!

ჩინეთში დრაკონს, ზოგადად, დიდ პატივს სცემენ: ის ოდესღაც ურღვევი იმპერიული ძალაუფლების სიმბოლო იყო. მაგალითად, ცინგის დინასტიის მმართველობისას (ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია, რომელიც ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა) დრაკონის გამოსახულება ამშვენებდა ქვეყნის დროშას.

აღმოსავლეთში, დრაკონის ნიშნის წელი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ და წარმატებულად წელიწადად 12-წლიან ციკლში. და მეორეც - 2024 წელს ცხოველის ფერია მწვანე, რადგან მისი ელემენტია ხე, რაც მას უკიდურესად დადებითად ახასიათებს (აღმოსავლური ჰოროსკოპი მუშაობს ხუთი ელემენტით - ცეცხლი, წყალი, ლითონი, ხე და მიწა, რომელთაგან თითოეული შესაბამისი ფერისაა.) მწვანე დრაკონი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ყველა არსებული დრაკონიდან.

როდის იწყება მწვანე ხის დრაკონის წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

მოგეხსენებათ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ახალი წლის დასაწყისი გრიგორიანულ კალენდარს ჩამორჩება, რაც პირდაპირ დამოკიდებულია ზეციური სხეულების - მთვარისა და მზის მდებარეობაზე. ასე რომ, დრაკონის წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, დაიწყება 2024 წლის 10 თებერვალს და დასრულდება 2025 წლის 28 იანვარს. და მთელი ამ პერიოდის მფარველი იქნება ეს მითიური ცხოველი,.

ცნობისათვის:

აღმოსავლური კალენდრის სრული ციკლი 60 წელია, ამიტომ სიმბოლოები მხოლოდ სამოც წელიწადში ერთხელ მეორდება.

ამრიგად, მწვანე ხის დრაკონის წინა წელი იყო 1964 და შემდეგი იქნება 2084.

რას გვპირდება მწვანე ხის დრაკონის წელიწადი?

მისი ელემენტია ხე. ის ფიზიკურ და სულიერ ზრდას განასახიერებს, ამიტომ იღბალი და წარმატება თავდაჯერებულ ადამიანებთან მივა, რომლებსაც მკაფიოდ კეთილშობილური მიზნები აქვთ.

მწვანე ფერი, რომელიც ჭარბობს წლის ენერგიაში, განასახიერებს განახლებას, აღორძინებას, ახალი ცხოვრების დასაწყისს და უამრავ სიახლეს.

დიახ, დრაკონი საკმაოდ საშიში არსებაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ხის დრაკონი ყველაზე მოქნილი და ლმობიერია - ის გვასწავლის შეგუებას თითქმის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებთან.

და, როგორც ასტროლოგები განმარტავენ, რაც უფრო მეტი სირთულე შეგვხვდება, მით მეტი ძალა მოგვეცემა.

სირთულეებს და იმედგაცრუებას კი, ძირითადად, არასერიოზული, შემთხვევით შეხვედრილი ადამიანები მოიტანენ, რომლებთან ურთიერთობა შეძლებისდაგვარად უნდა შევზღუდოთ.

როგორ აღვნიშნოთ 2024 წლის შემოსვლა?

დრაკონს არ უყვარს რუტინა, მოწყენილობა, სევდიანი განწყობა.

ამ ნიშნის შესახვედრად გირჩევთ: სახლის სადღესასწაულოდ გაფორმებას – ბევრი მბზინავი დეკორაცია და გირლანდა, აქტიურ გართობას, გულუხვ საჩუქრებს, სუფრაზე გემრიელ სადღესასწაულო კერძებს - მათ შორის, სალათებსა და ხილის დესერტებს.

რა ჩავიცვათ ახალ წელს?

რაც შეეხება ტანსაცმელს, აუცილებლად გაწყობილი უნდა იყოს მბზინავი ან ბრჭყვიალა აქსესუარებით - თავადაც საკმაოდ ეგზოტიკური გარეგნობის დრაკონს ძალიან უყვარს ლამაზი ნივთები.

და რაც მთავარია - ნუ დაინანებთ კეთილ და ნაზ სიტყვებს ერთმანეთის მიმართ. დიდი ხანია სიყვარული არ აგიხსნიათ? ახლა მოქმედების დროა!

და კიდევ ერთი - გახსოვდეთ, რომ დრაკონის წელი შვილის გასაჩენად საუკეთესო დროდ მიიჩნევა!

რას თვისებები ექნება მწვანე ხის დრაკონის წელში დაბადებულ ბავშვს?

დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებს აქვთ შესანიშნავი გონება, ნებისყოფა, გამძლეობა და ფანტაზია.

გამოირჩევიან პატიოსნებითა და სამართლიანობით, კარგი გემოვნებით.

როგორც წესი, ყველა დრაკონი ძლიერი პიროვნება და ოპტიმისტია, ცდილობს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.

დრაკონის სიკეთე და გულუხვობა მისი სიძლიერის შედეგია. მათთვის უცხოა ცილისწამება და თვალთმაქცობა.

როგორც წესი, ისინი წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში.

მსოფლიოში ცნობილი „დრაკონები“ არიან ფრიდრიხ ნიცშე, იმანუელ კანტი, ზიგმუნდ ფროიდი, ფრედერიკ დიდი და ნიკოლოზ II. მათ შორის ასევე ბევრი ხელოვანია: სალვადორ დალი, მარლენ დიტრიხი, გრეგორი პეკი, ტატიანა პელცერი, ჯონ ლენონი, პლასიდო დომინგო…

მწვანე ხის დრაკონის წელი, როგორც ასტროლოგების გამოთვლები აჩვენებს, განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ახალი ვარსკვლავების გამოჩენას ლიტერატურასა და ხელოვნებაში.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?