თემატური ჰოროსკოპი

რას არ გაპატიებთ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

fun time

16:00 კვი. 12 ნოემბერი, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

14
დაკოპირებულია

ასტროლოგების აზრით, მარტივად გაიგებთ, რას არ მოითმენს ესა თუ ის ადამიანი, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანი იცით...

 

ვერძი

ვერძი ვერ იტანს თავის მობეზრებას - „ნუ მირეკავ დღეში ასჯერ“ - ეს ვერძის საყვარელი ფრაზაა. ნუ დაჩაგრავთ სუსტებს ვერძის თანდასწრებით, თორემ ინანებთ. ნუ შეაწუხებთ რჩევებით. იგი ნებისმიერ სირთულეს თავად გაუმკლავდება.

კურო

ვერ იტანს მონოტონურ ლექციებს, უყვარს გონიერი, მოლაპარაკე ადამიანები. კუროების უმრავლესობას უყვარს ყურადღება, მაგრამ არა - ტრაფარეტული სიტყვები და გადამეტებული მზრუნველობის გამოხატვა. ნუ შეეფეთებით წარამარა.

ტყუპი

არ გაპატიებთ უპატივცემლობას. ტყუპი ყველასთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. სხვების ნაამბობს ურჩევნია, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს. ნუ შეზღუდავთ. მიეცით თავისუფლად მოქმედების საშუალება. თუ დაიწყეთ, ყველაფერი დაწვრილებით მოუყევით.

კირჩხიბი

მისი დევიზია: „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“. მისი სახლი მუდამ მოწესრიგებული უნდა იყოს. „თუ დამპირდი, კეთილი ინებე და შეასრულე, თორემ ნახავ, რაც მოგივა“. ნუ ეცდებით მისთვის თავის მოწონებას, მალევე გაგშიფრავთ. იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

ლომი

ლომი არ გაპატიებთ, თუ სულელად ჩათვლით და მის მოტყუებას ეცდებით. ნუ იწუწუნებთ, რომ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება, შეცვლა. იმოქმედეთ. ლომი ხელგაშლილია და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. ასევე, არ გაპატიებთ ეჭვიანობას, უნდა ენდოთ.

ქალწული

არ გაპატიებთ ცუდ მასპინძლობას. ქალწულს უყვარს სტუმრების მიღებაც და სხვებთან სტუმრად სიარულიც. ასევე, აღიზიანებს არააკურატულობა. ფეთხუმ ადამიანთან ქალწულებს ვერ ექნებათ კარგი ურთიერთობა. არ სწყალობენ ცნობისმოყვარეებს - როცა საჭიროდ მიიჩნევს, ყველაფერს მოგიყვებათ და ნუ შეაწუხებთ კითხვებით.

სასწორი

ის არ გაპატიებთ უხეშობას. სასწორი მეგობრული და სათუთი არსებაა, უკულტურო და ბილწსიტყვიანი ადამიანის გვერდით ვერ გაჩერდება. ასევე, ვერ აიტანს გულგრილობას. ადამიანის გასაჭირის მიმართ ნუ იქნებით ბრმა. და კიდევ - ნუ ასწავლით მას, როგორ უნდა იცხოვრონ.

მორიელი

არავის აპატიებს ზედაპირულობას. საქმის არსში ბოლომდე ჩაწვდომა ყველა მორიელის თვისებაა. არ გაპატიებთ სიყალბეს - უთხარით ილაპარაკე ის, რასაც ფიქრობთ და გრძნოთ და ფანტაზიორობას - თუ მიზანი დაისახე, იმოქმედე მის შესასრულებლად. და კიდევ, ვერ იტანს შეცოდებას, მისი აზრია: „ნუ დაინდობ სხვას, იმიტომ, რომ შენც არავინ დაგინდობს“.

მშვილდოსანი

არ გაპატიებთ შეუსრულებელ დაპირებას - „თუ დამპირდი, შემისრულე“. არასდროს დაკარგავს დროს მოსაწყენ ხალხზე, საქმიანობაზე. მშვილდოსნებს უყვართ ცხოველები და მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემენ. ვერ იტანს რჩევებს: „მე თვითონ ვიცი, როგორ ჯობია!“

თხის რქა

არ გაპატიებთ მიზნის არარსებობას. თხის რქას აინტერესებს ადამიანები, რომლებმაც იციან, რა უნდათ და იბრძვიან მის მისაღწევად. ვერ აიტანს გაუთვალისწინებელ მოვლენებს. მათთვის ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა მიმდინარეობდეს. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი - „მხოლოდ საქმეზე მელაპარაკე, საჭორაოდ არ მცალია“. არ გაპატიებთ სიზარმაცეს, თუმცა, თავადაც ზარმაცობენ ხოლმე.

მერწყული

არ გაპატიებთ ღალატს. ვერ აიტანს რუტინას - „ერთფეროვნება ჩემთვის არაა“. არ მოგითმენთ უარყოფით თვისებებზე მითითებას - „თავადაც კარგად ვიცი“. მისთვის მიუღებელია ვალის აღება - „ისე იცხოვრე, რომ ვალის აღება არ მოგიწიოს“.

თევზები

არ გაპატიებთ დავალდებულებას - „მე შენ გაგიკეთებ, შენ მე გამიკეთე“. უმნიშვნელო ტყუილმაც კი შეიძლება მასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ვერ აიტანს უმადურობას. კეთილი საქმისთვის მილიონჯერ უნდა გადაუხადოთ მადლობა, რომ შემდეგშიც დაგეხმაროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი