თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები და მათი ყველაზე ცუდი თვისებები

fun time

14:00 ორშ. 12 ივლისი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები და მათი
ყველაზე ცუდი თვისებები

14
დაკოპირებულია

უარყოფითი თვისებები ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, მთავარია, რამდენად აწუხებენ ამით გარშემომყოფებს და რამდენად აქვთ უნარი, საკუთარ ნაკლს ებრძოლონ...

ვერძი

მოსაბეზრებლები და აგრესიულები არიან, მაგრამ ყველაზე გამაღიზიანებელია მათი უადგილო სიცილი. შეშფოთების დროს სიცილი ვერძების გაუთვითცნობიერებელი რეაქციაა, მაგრამ მაინც ცუდი სანახავია.

კურო

მეძველმანეა. მაღაზიაში რაც მოეწონება, ყველაფერი სახლში მიაქვს. მეტიც, ძველი და უსარგებლო ნივთების გადაყრაც არ უყვარს, სჯერა, რომ ოდესღაც რაღაც დასჭირდება. ამას არეულობაც დაუმატეთ, რომელიც კუროს ბუნებრივი მდგომარეობაა და მიხვდებით, რომ მის პარტნიორს აშკარად არ გაუმართლა.

ტყუპები

ძალიან ბევრს ხმაურობენ. მათ საათობით ნონ-სტოპ საუბარი შეუძლიათ. ამას კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა ტყუპების საშინელი ჟესტიკულაცია. ტყუპს ლაპარაკი იმდენად უყვარს, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ხმამაღლა ესაუბრება.

კირჩხიბი

თავად ფიქრობს, რომ ჩაკეტილი ადამიანია, არადა ირგვლივ ყველამ კარგად იცის, რომელი ყველი უყვარს, ან ფილმის რომელ სცენაზე იტირა, ან ერქვა მეორე კლასში მისი მერხის ამხანაგს... მოკლედ, საკუთარ თავზე ბევრს ლაპარაკობს, წვრილმან დეტალებს ჰყვება და ამით თავს მოგაბეზრებთ.

ლომი

საკუთარი თავით ტკბობა უყვარს და არცერთ სარკეს არ უშვებს ისე, რომ არ ჩაიხედოს. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, როცა თავი ისეთ სამოსშიც მოსწონთ, რომელიც აშკარად არ უხდებათ, ეს უკვე მეტისმეტია.

ქალწული

კრიტიკაზე ძლიერი დამოკიდებულება ახასიათებთ. მუდამ საკუთარი ნაკლის ძიებაში არიან, შემდგომ კი ამაზე დარდობენ და ნერვიულობენ. ქალწულების ასეთი თვითგვემა ახლობლებში ჯერ შეცოდებას, ხოლო შემდეგ გაღიზიანებას იწვევს.

სასწორი

ყველას ეთანხმებიან და კონფლიქტებშიც დათმობაზე მიდიან. მათ სურთ, ყველგან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვონ და ამით ნამდვილ გრძნობებს მალავენ. ამიტომაც ყველას სასწორი იდეალური ცრუპენტელა ჰგონია.

მორიელი

მორიელი ცინიკური და სარკასტულია. მას სხვისი ოცნებების ფეხით გათელა უყვარს. თანაც, მორიელს არანაირი სურვილი არ აქვს, ტაქტისა და ზრდილობის მოყვარულად გამოჩნდეს.

მშვილდოსანი

მას არანაირი შინაგანი ცენზურა და ფილტრი არ გააჩნია. ამიტომაც ლაპარაკობს ყველაფერს, რაც თავში მოუვა. თანამშრომელს ეუბნება, რომ ცუდად გამოიყურება, პარტნიორს უამბობს, როგორი კარგი იყო ყოფილი პარტნიორი და ასე შემდეგ. ზოგჯერ მათი კომენტარები პირდაპირ აცოფებს ადამიანს.

თხის რქა

მათ ცხოვრებას შიშები განაგებს. რაიმე ახალი რომ შესთავაზონ, მუდამ „არას“ გაიძახიან. მეგობრებსა და ახლობლებს უამრავი ძალა ეხარჯებათ, რათა თუნდაც ახალი სამოსი აყიდინონ. მათ სიახლეები არ უყვართ და მუდამ სიძნელეები და წინააღმდეგობები ელანდებათ.

მერწყული

მათი ცუდი ჩვევები მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან: ერთი და იგივე აზრი შეუძლიათ, კვირაობით ატრიალონ. კიდევ უფრო მძიმედაა საქმე, როცა განგაშის გრძნობა უჩნდებათ. ამ განგაშის ეშინიათ თავადაც და ოჯახის წევრებსაც აშინებენ.

თევზები

ვინც სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავს, იმათ ძლიერ გაუმართლათ. თევზები საერთოდ ერთფეროვან ნაცრისფრად აღიქვამენ ყველაფერს. თევზების მიერ შექმნილი დეპრესიული და დაძაბული ატმოსფეროს გაძლება ძალიან რთულია. ამის გამო თევზები ხშირად სამყაროსთან კავშირს კარგავენ.

🔰🔰🔰:

ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში - მათი 3 დიდი შეცდომა

ზოდიაქოს ნიშნები და ქორწინება - იდეალური ასაკი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024