დესერტი

სახლის ლიმონათი პიტნით - გამაგრილებელი სასმელი მთელი ოჯახისთვის

fun time

16:45 პარ. 24 მაისი

სახლის ლიმონათი პიტნით

14
დაკოპირებულია

სინჯეთ ლიმონათის რეცეპტი, რომლითაც ზომიერად ტკბილ, სურნელოვან და მაცოცხლებელ სასმელს ძალიან მარტივად მოამზადებთ.

 

ლიმონათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წყალი – 1ლ
  • ლიმონი – 2 ც.
  • შაქარი – 150 გრ.
  • პიტნა – 3 ღერი

მომზადების წესი:

ლიმონი და პიტნა გარეცხეთ და გააშრეთ.

წყალი აადუღეთ.

კარტოფილის საფცქვნელის დახმარებით ლიმონს ცედრა მოაცილეთ.

ლიმონის რბილობი შუაზე გაჭერით და წვენი გამოწურეთ.

პიტნა წვრილად დაჭერით.

მდუღარე წყალში ჩაყარეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და პიტნა. 2 წუთი ადუღეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

გაცივებულ ლიმონათში ჩაასხით ლიმონის წვენი და აურიეთ.

სასმელი თუშფალანგზე გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ.

***

სუფრასთან მიტანისას ჭიქებში 1 წილი ლიმონათი უნდა ჩაასხათ და 1 წილი წყლით უნდა გააზავოთ. თუ უფრო ტკბილი სასმელი მოგწონთ, ჭიქაში მეტი ლიმონათი და ნაკლები წყალი ჩაასხით.

ლიმონათი შეგიძლიათ ლიმონის ან ლაიმის თხელი ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით მორთოთ. სასმელი მაცივარში 4 დღე ინახება.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი