დესერტი

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებელი სასმელი მთელი ოჯახისთვის

fun time

16:58 პარ. 9 აგვისტო

ატმის წვენის მომზადება

14
დაკოპირებულია

ეს არის სასმელი, რომელიც ოჯახის წევრებზე მზრუნველმა ყველა დიასახლისმა უნდა მოამზადოს. 

ატმის წვენი შეიცავს:

  • მცენარეულ ნახშირწყლებს
  • ცილებს, ბოჭკოს
  • ორგანულ მჟავებს
  • ეთერზეთებს
  • ვიტამინებს: A, B, C, E, H; კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, გოგირდს, ქლორს, ქრომს, რკინას, თუთიას, სპილენძს და იოდს.

✔️კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით ატმის წვენი სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს, ასევე გულის რიტმის დარღვევების და ჰიპერტონიისას.

✔️ატამი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.

✔️მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატამში შემავალი ნივთიერებები კიბოს უჯრედების განვითარებას ანელებს.

✔️ატამი დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას.

✔️ხილს აქვს შარდმდენი ეფექტი, ამდენად, ხელს უწყობს თირკმელებიდან ქვიშის გამოდევნას.

✔️მიუხედავად იმისა, რომ ატამი ტკბილი ხილია, ის შედარებით ცოტა კალორიას შეიცავს - 40-68 100 გ-ზე.

თუ დაგარწმუნეთ, რომ ატმის წვენის მომზადება ზამთრისთვის კარგი იდეაა, დროა საქმეს შეუდგეთ.

ატმის წვენის მომზადება

მომზადების წესი №1:

  • ატამი - 4 კგ;
  • წყალი - 1 ლ.

ხილი გარეცხეთ, კანი და კურკა მოაცილეთ და დაჭერით. ამის შემდეგ ხელის ბლენდერით ან ჩოფერით დაამუშავეთ. თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე, შეგიძლიათ ხორცის საკეპ მანქანაში გაატაროთ.

მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში და ადუღებამდე მიიყვანეთ.

დარბილებული ატამი ტუშფალანგზე გახეხეთ, წყალი დაამატეთ და ისევ წამოადუღეთ.

ატმის წვენი და რბილობი წინასწარ გასტერილებულ ქილებში მოათავსეთ და 15 - 20 წუთი გაასტერილეთ.

მომზადების წესი №2:

  • ატამი - 10 კგ;
  • შაქარი - 200 გ;
  • ლიმონმჟავა - 0,5 ჩ/კ.

გარეცხილი და გასუფთავებული ატამი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ ხილი დაფაროს. ქვაბი მაღალ ცეცხლზე დადგით და 5 წუთი ადუღეთ.

მოხარშული ატამი ხელის ბლენდერით დაამუშავეთ და თუშფალანგში გაატარეთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მეტი წყალი დაამატოთ.

ატმის წვენი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ.

ცხელი წვენი წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ. ქილებს თბილი პლედი დააფარეთ და გაცივებამდე ასე დატოვეთ, შემდეგ კი გრილ ადგილზე გადაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ბროწეულის ნატურალური წვენი ზამთრისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი

სახლის ლიმონათი პიტნით - გამაგრილებ...

სახლის ლიმონათი პიტნით