დესერტი

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

fun time

17:01 ორშ. 5 აგვისტო

ნაღების ნაყინი

14
დაკოპირებულია

ჩვენ გთავაზობთ მაღაზიის ნაყინის გემრიელი ალტერნატივას, რომელიც ყოველგვარი ქიმიის გარეშე, მთლიანად ბუნებრივი პროდუქტებისგან მზადდება.

ნაღების ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რძე - 160 მლ
  • კვერცხი - 3 კვერცხის გული
  • შაქარი - 150 გრ
  • 33% -იანი ნაღები - 500 მლ
  • ვანილი

მომზადების წესი:

სქელძირიან ქვაბში ჩაასხით 160 მლ რძე (ნებისმიერი ცხიმის შემცველობით), შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ ადუღოთ.

სამი კვერცხის გულს დაუმატეთ 150 გრ შაქარი, მწიკვი ვანილი და თქვიფეთ მანამ, სანამ კვერცხიანი მასა არ გაღიავდება.

ცხელი რძე კვერცხიან მასაში ნელ-ნელა ჩაასხით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მიღებული მასა ქვაბში გადაიტანეთ, დაბალ ცეცხლზე დადგით და განუწყვეტლივ ურიეთ. კრემი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ, რათა ნაყინს კვერცხის გემო არ ჰქონდეს.

კრემიანი ქვაბი წყლიან ჯამში ჩადგით, თან ურიეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. გაგრილებული კრემი აუცილებლად გასქელდება.

500 მლ. ნაღები (ცხიმიანობა 33%) ათქვიფეთ, სანამ მსუბუქი და ფაფუკი არ გახდება. გაგრილებული კრემი ათქვეფილ ნაღებს დაუმატეთ და კარგად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიღებული მასა ჯამში გადაიტანეთ და საყინულეში შედგით.

30 წუთში ერთხელ ნაყინი საყინულიდან ამოიღეთ და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ეს პროცესი 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ, რათა ყინულის კრისტალების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ. ნაყინის სრულად გაყინვას 3-4 საათი სჭირდება.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ნაყინის ტორტი შოკოლადითა და თხილით - მოამზადეთ სახლში

მარტივი ნაყინის რეცეპტი

შემწვარი ნაყინი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელ...

ალუბლის ტარტი

სახლის ლიმონათი პიტნით - გამაგრილებ...

სახლის ლიმონათი პიტნით