დესერტი

მარტივი ნაყინის რეცეპტი

fun time

19:02 ხუთ. 25 მაისი, 2023 წელი

ნაყინის მომზადება სახლის
პირობებში

14
დაკოპირებულია

ზაფხული გვიახლოვდება და გრილი დესერტების მომზადების დრო დგება. ჩვენი რეცეპტისა და მხოლოდ 3 ინგრედიენტის საშუალებით შეგიძლიათ უგემრიელესი დესერტი მოამზადოთ და ოჯახის წევრები და მეგობრები გაახაროთ. 

ნაყინის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

  • რძე - 900 მლ.
  • შაქარი - 250გრ.
  • კვერცხი - 6 ცალი

ნაყინის მომზადება:

1. 6 კვერცხის ცილები და გულები გააცალკევეთ და სხვადასხვა თასში მოათავსეთ.

2. გულებს 1 სუფრის კოვზი შაქარი დაუმატეთ და ათქვიფეთ. ამის შემდეგ ნელ-ნელა 900 მლ რძე დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ.

3. რძიანი ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ შესქელდება და ნაზ კრემად არ გადაიქცევა. შენიშვნა - კრემი ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ, მაგრამ არ უნდა ადუღოთ.

4. ცხელი კრემი მეორე ჯამში გადაიტანეთ, რომ უფრო სწრაფად გაცივდეს. შეგიძლიათ 1/2 ჩ.კ. კოვზი ვანილის ექსტრაქტი დაამატოთ და ვანილის ნაყინს მიიღებთ.

5. კვერცხის ცილებს 250 გრ. შაქარი დაამატეთ და ჯამი მდუღარე წყლის აბაზანაზე დაადგით, ისე, რომ წყალი თასის ძირს არ შეეხოს. ცილები, დაახლოებით, 5-7 წუთის განმავლობაში თქვიფეთ, შემდეგ წყლის აბაზანიდან გადმოდგით და კიდევ რამდენიმე წუთი, მაღალ სიჩქარეზე თქვიფეთ. საბოლოოდ, ფუმფულა და ჰაეროვან ბეზეს მიიღებთ.

6. გაციებულ რძის კრემს ბეზე დაუმატეთ და მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

7. კრემი ფორმაში გადაიტანეთ და 4-5 საათით საყინულეში შედგით. ამის შემდეგ ნაყინი საყინულიდან გამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

შემწვარი ნაყინი

ჟოლოს პარფე - გრილი დესერტი

ჩიტის რძე ბეზეთი - ცივი დესერტი ჭიქებში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?

როგორ მოვამზადოთ შვრიის
რძე?

სამარხვო დესერტი — შოკოლადის მაფინე...

სამარხვო დესერტი —
შოკოლადის მაფინები

ხაჭოს ორცხობილები - ყველაზე მარტივი...

ხაჭოს ორცხობილები

როგორ მოვამზადოთ ნიგვზის რძე?

ნიგვზის რძე

პანა კოტა ფორთოხლით - მსუბუქი საახა...

პანა კოტას რეცეპტი

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი