დესერტი

ჩიტის რძე ბეზეთი - ცივი დესერტი ჭიქებში

fun time

12:00 ორშ. 30 მაისი, 2022 წელი

ჩიტის რძე ბეზეთი

14
დაკოპირებულია

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში გახურებულ გაზქურასთან ტრიალი დიდად არ გხიბლავთ, მაგრამ გემრიელი დესერტის მომზადება გსურთ, მაშინ გირჩევთ, დაინტერესდეთ „ჩიტის რძის“ ამ რეცეპტით, რომელსაც გამოცდილი კულინარი მანანა ვაჭარაძე გვთავაზობს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

მოქმედება 1-ლი:

ჟელატინი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა

ჟელატინს დაასხით წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ.
ნახევარი საათის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტლივ ურიეთ. როგორც კი ადუღებას დააპირებს, ჯამი ცეცხლიდან გადმოდგით.

მოქმედება მე-2:

კვერცხის ცილა - 6 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
ვანილი - 2 გრ.

კვერცხის ცილები მოათავსეთ ჯამში და მიქსერით მყარი კონსისტენციის მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, ვანილი და გამდნარი ჟელატინი.
ჩაასხით სასურველი ზომისა და ფორმის ჭიქებში და 2 საათით მაცივარში შედგით.

მოქმედება მე-3

კარაქი - 50 გრ.
შავი შოკოლადი - 100 გრ.

შავი შოკოლადი დატეხეთ და პატარა ჯამში ჩაყარეთ.
დაუმატეთ კარაქი და ძალიან დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტელი მორევით გაადნეთ.

მოქმედება მე-4

მაცივრიდან გამოიღეთ გაციებული ბეზე, მოასხით გამდნარი შოკოლადი და ნახევარი საათით ისევ მაცივარში შედგით.

შენიშვნა: შეგიძლიათ, მზა ჩიტის რძეს დაჭრილი მარწყვი, ალუბალი ან ნებისმიერი სხვა ხილი მოაწყოთ.

გემრიელად მიირთვით!


ესეც სცადეთ:

ვაშლის ნამცხვარი მარტივად

ცივი დესერტი

ხილის დესერტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი