დესერტი

ჟოლოს პარფე - გრილი დესერტი

fun time

12:00 კვი. 30 მაისი, 2021 წელი

ჟოლოს პარფე, ნაყინი

14
დაკოპირებულია

უგემრიელესი და უნაზესი ჟოლოს პარფეს ორიგინალურ და მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს, ექსკლუზიუარად Funtime-ს მკითხველებისთვის, გამოცდილი კონდიტერი მანანა ვაჭარაძე გვთავაზობს.

საჭირო პროდუქტი:

კვერცხი - 2 ცალი
კვერცხის გული - 2 ცალი,
არაჟანი - 400 გრ.
ჟოლო (ან სხვა ხილი) - 1 ჭიქა,
ჟელატინი - 2 ჩაის კოვზი,
შაქარი - 1 ჭიქა.

მომზადების წესი:

1. ჟელატინი დაალბეთ 1 ჭიქა ანადუღარ, ცივ წყალში 1 საათით. კარგად რომ გაფუვდება, ნელ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

2. კვერცხით, კვერცხის გულებით და 1 შაქრით გააკეთეთ გოგლიმოგლი. დაამატეთ არაჟანი და კარგად დასრესილი ჟოლო. დაუმატეთ ვანილი და კარად ათქვიფეთ.

3. ჟელატინიან მასას დაუმატეთ ხილიანი მასა. კარგად აურიეთ, ჩაასხით ლამაზ ფორმებში და მაცივარში შედგით.

4. რამდენიმე საათის შემდეგ პარფე მზადაა.


შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში, ჟოლოს ნაცვლად, შეგიძლიათ მარწყვი, ალუბალი, გარგარი ან ნებისმიერი სხვა რბილი ხილი გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბლინის ტორტი - გემრიელი და სწრაფი დ...

ბლინის ტორტი

მოჩის მომზადება – ტკბილეული, რომელი...

მოჩის მომზადება

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი