დესერტი

ვაშლის შტრუდელი ლავაშით - მარტივი რეცეპტი მათთვის, ვისაც ვაშლის ნამცხვარი გიყვართ

fun time

12:00 სამ. 26 ოქტომბერი, 2021 წელი

ვაშლის შტრუდელი

14
დაკოპირებულია

ვაშლის ეს შტრუდელი არაფრით ჩამოუვარდება კლასიკური რეცეპტით მომზადებულს, თუმცა, უმჯობესია, ამაში თავად დარწმუნდეთ.

ვაშლის ნამცხვარი ან, ზოგადად, ხილის ნამცხვარი ვისაც გიყვართ, ინტერნეტში ასობით სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ მოიძიოთ, თუმცა, გარწმუნებთ - ამ შტრუდელზე იაფს და მარტივს ძნელად მიაგნებთ.

ლავაშიანი ვაშის შტრუდელის მომზადებაში, მაქსიმუმ, 40-50 წუთი დაგეხარჯებათ და აქედან ყველაზე მეტ დროს ვაშლის გათლა და დაჭრა წაიღებს. ამ რაოდენობის პროდუქტით 4 პორცია გამოგივათ.

საჭირო პროდუქტი:

  • ლავაში - 1 ფირფიტა
  • ვაშლი - 3-4 ცალი (მაგალითად, ზაფხულის ვაშლი ან მწვანე ვაშლი მოტკბო ჯიშის)
  • ქიშმიში - 40 გრ. (1 სუფრის კოვზი ქიშმიში=25 გრ.)
  • შაქარი - 100 გრ. (1 სუფრის კოვზი შაქარი თავმოდგმული=30 გრ.)
  • დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი - 60 გრ
  • კვერცხი - 1ცალი
  • საფანელი - 3 სუფრის კოვზი
  • შაქრის პუდრი - 1 სუფრის კოვზი (მოსართავად).

მომზადების წესი:

გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად (თუ თხელი კანი აქვს, შეგიძლიათ, გაუთლელად დაჭრათ);

გაცხელებულ ტაფაზე დააგდეთ 30 გრ. კარაქი. კარაქი ოდნავ რომ გალღვება, დააყარეთ დაჭრილი ვაშლი და დაიწყეთ მოშუშვა. 2-3 წუთში დაამატეთ შაქარი და დარიჩინი. შუშეთ, სანამ ვაშლი ოქროსფრად შეფერადდება;

როცა ვაშლი მოითუშება, მოშუშული ვაშლი გადმოყარეთ ჯამში, დააყარეთ ქიშმიში და კარგად აურიეთ;

დარჩენილი 30 გრ. კარაქი გაადნეთ ტაფაზე (სულ ცოტა კარაქი მოიტოვეთ საცხობ ფორმაზე წასასმელად) და შემდეგ სწრაფად წაუსვით (ფუნჯით უმჯობესია) ლავაშზე, რომელიც წინასწარ გექნებათ გაშლილი; ლავაშზე გადასმულ კარაქზე საფანელი მოაბნიეთ;

მოშუშული ვაშლი გადმოიღეთ ლავშის შუაგულში და დანით გადაანაწილეთ თანაბრად - ისე, რომ ლავაშის ნაპირებთან ადგილი დატოვოთ. ლავაშზე დადებულ ვაშლის შიგთავსს ზემოდან ასევე საფანელი მოაბნიეთ;

ლავაშის გვერდითა ნაპირები გადმოკეცეთ და შემდეგ თქვენგან წინ რულეტად ფრთხილად გადახვიეთ; აერღუმელის ლანგარზე (ჟარონაზე) დააფინეთ საცხობი ქაღალდი, თხლად გადაუსვით კარაქი და ზედ დადეთ რულეტი. რულეტს ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, რამდენიმე ადგილად ჩაჩხვლიტეთ და შედგით გახურებულ აირღუმელში;

აცხვეთ 25-30 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. ჰაერღუმელიდან გამოღებისთანავე, ცხელსვე მოაყარეთ შაქრის პუდრი.

შენიშვნა:

დარიჩინი თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ, არ დაამატოთ;

ვაშლი შეგიძლიათ, მსხლით ჩაანაცვლოთ და იმავენაირად მოამზადოთ;

100 გრ. შაქარი შეგიძლიათ, 1 სუფრის კოვზი დაფლით ჩაანაცვლოთ;

თუკი ცხობისას რულეტიდან კარამელი (შაქრის წვენი) გამოვიდა, ღუმელიდან გამოღებისთანავე, ცხელი გადადეთ თეფშზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხობ ქაღალდს მიეწებება;

უმჯობესია, დაჭრათ ცხელ-ცხელი თქვენთვის მისაღებ პორციებად.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა