დესერტი

ვაშლის შარლოტკა არაჟნის კრემით

fun time

15:19 შაბ. 25 სექტემბერი, 2021 წელი

ვაშლის შარლოტკა

14
დაკოპირებულია

თუ ვაშლის ნამცხვრების მოყვარული ხართ, ეს უგემრიელესი შარლოტკა აუცილებლად მოგეწონებათ. თანაც, ის არამარტო გემრიელია, ისეთი ფორმაც აქვს, რომ ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

საჭირო პროდუქტი:

  • ვაშლი - 1 კგ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კარაქი - 150 გრ
  • არაჟანი - 1/2 ჭიქა
  • სოდა - 1/2 ჩ/კ
  • ძმარი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილი

მომზადების წესი:

ორი სუფრის კოვზი ფქვილი კრემისთვის დაიტოვეთ, დანარჩენი კი დარბილებულ კარაქთან ერთად ასრისეთ. მიღებულ მასას ნახევარი ჭიქა წყალი, ძმარში გახსნილი სოდა და ვანილი დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ.

ვაშლი გაფცქვენით, გაასუფთავეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით (ეცადეთ, ტკბილი და მჟავე ჯიშები შეურიოთ).

ნამცხვრის ფორმას ძირსა და გვერდებზე კარაქი წაუსვით. გაბრტყელებული ცომი ფორმაში ჩააფინეთ და თავზე ვაშლის ნაჭრები მოაწყვეთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ვაშლს თავზე შაქარში არეული დარიჩინი მოაყაროთ.

კრემის მოსამზადებლად შაქარი, კვერცხი, არაჟანი და ორი სუფრის კოვზი ფქვილი კარგად აურიეთ და მიქსერით ათქვიფეთ (კრემი საკმაოდ თხელი უნდა გამოვიდეს).

არაჟნის კრემი ვაშლის ნამცხვარს თავზე მოასხით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წთ. აცხვეთ.

მზა ნამცხვარი ფორმიდან მხოლოდ გაგრილების შემდეგ ამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!

მწვანე ვაშლი - 10 სასარგებლო თვისება

შავ ღვინოში მოხარშული ვაშლი

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა