დესერტი

შავ ღვინოში მოხარშული ვაშლი, თხილითა და ნუშით

fun time

12:00 ოთხ. 16 ივნისი, 2021 წელი

ვაშლის დესერტი

14
დაკოპირებულია

ვაშლის დესერტის გემრიელი რეცეპტი შეფ-მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვისგან, ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველებისთვის:

გულსართისთვის საჭიროა:

ნუში - 20 გრ.
ქართული თხილი - 20 გრ.
ალუბლის ლიქიორი - 50 გრ.
შაქარი 1,5 ჩაის კოვზი.

გულსართის მომზადების წესი:

ნუში და თხილი წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ და ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ.
მოხალვის პროცესში დააყარეთ შაქარი და დაასხით ლიქიორი.
ამ დროს ტაფას შესაძლოა, ცეცხლის ალი მოეკიდოს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. თხილიან მასას რამდენჯერმე კარგად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
თქვენ მიიღებთ გოზინაყის მსგავს, გემრიელ მასას.

ვაშლის სოუსისთვის საჭიროა:

მწვანე ვაშლი -1 ცალი
კარაქი - 50 გრ.
დარიჩინი - ჩაის კოვზის წვერზე
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
შავი ღვინო - 150 გრ.

ვაშლის სოუსის მომზადების წესი:

მწვანე ვაშლს მოაჭერით თავი და ჩაის კოვზის დახმარებით, ფრთხილად ამოუღეთ გული.
დაბალ ცეცხლზე დაადგით ქვაბი.
ქვაბი რომ გათბება, ჩააგდეთ კარაქის ნახევარი და ჩადეთ ვაშლი.
დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ ვაშლი ამოიღეთ და გულში ჩაუდეთ თხილისა და ნუშისგან მომზადებული გულსართი.
ვაშლი დააბრუნეთ ქვაბში, დაადეთ კარაქის მეორე ნახევარი და მოჭრილი თავი დაახურეთ.

ქვაბში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ თაფლი, დარიჩინი და დაახურეთ თავსახური.
ვაშლი, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა გამოაცხოთ.
სუფრაზე ცხელ-ცხელი უნდა მიიტანოთ და თავზე თავისივე, ღვინისა და თაფლის სოუსი მოასხათ.

შენიშვნა:
ვაშლის მოხარშვა (გამოცხობა) ჰაერღუმელშიც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ქვაბის ნაცვლად, ისეთი ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც თავი მჭიდროდ დაეხურება.
ცეცხლის ალი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბალი უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი