ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

ეკო ტატულაშვილი

14:45

psp

14
დაკოპირებულია

PSP-ის აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომხმარებლებისთვის AI ასისტენტი უკვე  ხელმისაწვდომია. PSP AI ასისტენტი - ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე - 24/7 რეჟიმში ეხმარება მომხმარებლებს ათასობით პროდუქტიდან საჭირო არჩევანის სწრაფად მოძიებაში, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ონლაინ შეკვეთის მართვაში.

AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.

როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.

გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.

„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.

#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვე...

psp

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც...

psp

AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლო...

abs

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty o...

psp

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვა...

PSP

ბათუმში ცხოვრება ტურისტული სეზონის...

ბათუმი

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები - ა...

psp

მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულ...

psp

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღ...

psp